24 January 2016      TataNakani     Views 5 089    
Category: Fashion


2016 წელი მომავალი პატარძლებისთვის დატვირთული იქნება, რისთვისაც მზადება ადრე არასდროს არ არის. მოდის სფეროში ჩამოყალიბებულია რამდენიმე სტილის პატარძლების ლუქები, რომლებსაც მოდის სახლებიც ითვალისწინებენ და მათთვის მისაღებ კოლექციებს ქმნიან. ქალბატონები განსხვავდებიან გემოვნებით, ინტერესებით, პრიორიტეტებით, შესაბამისად პატარძალთა სიაში ბევრი განსხვავებული პერსონაა. იხილეთ 8 გამორჩეული სტილის მოყვარული პატარძლების სტილი და მოდის სახლ Jimmy Choo-ს 2016 წლის საპატარძლო ფეხსაცმელების კოლექცია.

8 გამორჩეული სტილის მქონე პატარძალი:

#1 კლასიკური და დახვეწილი პატარძალი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სისადავე. აბრეშუმი, მარგალიტები და დახვეწილი სილუეტი მის ელეგანტურ სტილს უსვამს ხაზს. მას არ ავიწყდება ბრილიანტები, რომლებიც საპატარძლო ლუქის ერთ-ერთი ძირითადი სამკაულის ნაწილებია. მას ყველაფერი საუკეთესო უნდა. მაქსიმალური სისადავე და ბრწყინვალება მისი ლუქის გამორჩეულობის ელემენტია.

#2 ყვავილებით გაჯერებული მთლიანი კაბა ქალური და ნაზი პატარძლებისთვის. მისთვის მნიშვნელოვანია ქორწილშიც არ დაკარგოს პიროვნული ინტერესები და იყოს ყველაზე კომფორტულად მისთვის სასურველ კაბაში. ყვავილებიანი პრინტი მისი საუკეთესო არჩევანია.

#3 მინიმალისტურად სადა პატარძლის ლუქი ქალბატონებისთვის, რომლებსაც მარტივი და უბრალო სილუეტის ფონზე შეუძლიათ საკუთარი შარმის წარმოჩენა. ეს ქალბატონი თავდაჯერებულია. სისადავე უწყობს ხელს არ დამალოს სამოსმა, მისი პიროვნება და გარეგნობა უფრო იკვეთება და ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სადა სილუეტის გამორჩეული ნაწილი მეტალის აქსესუარებია.

#4 ბოჰემური ცხოვრების მოყვარული პატარძალი, რომელსაც უყვარს ფესტივალები, გართობა, თავისუფლება. ამავდროულად არ კარგავს ქალურობას და მისი საპატარძლო ლუქი ნაზი და დახვეწილია. პეპლები, ყვავილებით გაწყობილი გვირგვინები და კომფორტული ფეხსაცმელები ბოჰემური პატარძლის ლუქის აუცილებელი ელემენტებია.

#5 მრავალფეროვანი, ფერადი პატარძალი ეძებს განსხვავებულ და საინტერესო კაბას, რომელიც ახლოს იქნება მის ხასიათთან. ფერადი აქსესუარებით გაწყობილი ლუქი არ არის სტერეოტიპული. ის გაექცა სტანდარტებს და ყველასგან განსხვავებულია.

#6 გოთიკური სტილის მქონე რომანტიკული პატარძალი. Givenchy-სა და Alexander McQueen-ის საყვარელი სტილის მქონე პატარძალს უყვარს ვინტაჟური აქსესუარები, მისი ლუქი მისი ინტერესებისა და ხასიათის გამოვლინებაა.

#7 სექსუალური, ნაზი და თავდაჯერებული პატარძალი, რომელსაც სურს თავი მაქსიმალურად წარმოაჩინოს. მისთვის მნიშვნელოვანია დაიპყროს ყველას ყურადღება, წარმოაჩინოს სხეული, თუმცა მაინც დატოვოს ისეთი იდუმალი დეტალები, რომლებიც საინტერესო იქნება. მიმზიდველი პატარძლისთვის ლუქის საყვარელი ელემენტი ბრილიანტებია.

#8 მოგზაური პატარძალი, რომლისთვისაც თაფლობისთვე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქორწილი. თუმცა, ის ქორწილისთვისაც სათანადოდ ემზადება და მის ლუქს საყვარელი ელემენტებით ავსებს. განსხვავებული, ოქროს სამკაულები, ნაზი და ღია ტონალობის ფერების სამოსი და ელეგანტური ფეხსაცმელები მოგზაური პატარძლის საინტერესო ლუქის წინაპირობაა.


Jimmy Choo პატარძლებს უახლეს 2016 წლის საპატარძლო ფეხსაცმელების კოლექციას სთავაზობს. წითელი ხალიჩისა და გლამურული ცერემონიალების მიღმა, მოდის სახლმა პატარძლებზეც იზრუნა და მათთვის კომფორტული, ელეგანტური და გამორჩეული ფეხსაცმელები შექმნა.
იხილეთ Jimmy Choo-ს 2016 წლის საპატარძლო კოლექცია.









ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top