19 January 2016      TataNakani     Views 3 257    
Category: Fashion


ამერიკული მოდის ჟურნალის "ვოგის" მთავარ გვერდზე პენელოპე კრუზი და ბენ სტილერი მოხვდნენ. ბენისთვის ეს პირველი "ვოგის" გარეკანია. მისი პერსონაჟი დერეკ ზულენდერი ფილმისა სატირა მოდის შესახებ- The Zoolander, მოდის სამყაროში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. ის გასცდა კინოს და ახლა მოდის ჩვენებებზეც ხშირად ნახავთ. ფილმი The Zoolander პირველად 2001 წელს გამოვიდა. ფილმის რეჟისორი თავად ბენ სტილერი გახლავთ, ასევე მონაწილეობენ Owen Wilson & Will Ferrell. ფილმისა და პერსოჟების დიდმა გამოხმაურებამ განაპირობა მეორე ნაწილის გამოსვლაც, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი პენელოპე კრუზი გახლავთ. ფილმი კინო ეკრანებზე 12 თებერვალს გამოვა. Zoolander 2-ს მთავარი გმირები თებერვლის თვის "ვოგს" დაამშვენებენ. ფოტოსესიაში მონაწილეობა გამოჩენილმა
მოდელებმაც მიიღეს- Jourdan Dunn, Gigi Hadid & Joan Smalls.
ფოტოგრაფი- ANNIE LEIBOVITZ








ფილმის პერსონაჟები "ვოგის" რედაქტორს ანა ვინტურსაც ძალიან უყვარს. მოდის სახლის VALENTINO-ს 2015 წლის ჩვენების ნაწყებამდე ანა დაინტერესდა თუ როგორ წარდგებოდნენ ისინი მაყურებლის წინაშე. იხილეთ ვიდეო:





იხილეთ ფილმების პირველი და მეორე ნაწილის ტრეილერები.
Zoolander II-ს ხილვის საშუალება მაყურებელს 12 თებერვალს ექნება.







ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top