14 January 2016      TataNakani     Views 3 641    
Category: Fashion

ცივი სეზონის მეორე ნახევარი უკვე დაიწყო. მოდური ქალბატონებისთვის სათხილამურო სეზონის სამოსის გარდა, ყოველდღიური და წვეულებების სამოსიც აქტუალურია. მთავარი მოტივაციაა იყოთ განსხვავებულები და გამორჩეულები. სეზონის ტემპერატურის მიუხედავად მოდური ქალბატონი მუდმივად ფორმაში უნდა იყოს. საკუთარი სტილის მრავალფეროვნებისთვის და მოდური ტრენდების გაცნობაში ჩვენ დაგეხმარებით. მოდის სახლების 2016 წლის ზამთრის კოლექციებიდან გამოკვეთილ ტრენდებს გთავაზობთ.
გაითვალისწინეთ რჩევები და გაიხალისეთ ცივი სეზონი მოდური ლუქებით.

ცივი სეზონის მთავარი ტრენდები

#1 გრაფიკული პრინტის შავ-თეთრი სამოსი.
Valentino, Saint Laurent & Emilio Pucci

#2 სამხედრო სამოსის გავლენით შექმნილი ღილებიანი პალტოები.
Chloé, Nina Ricci & Michael Kors

#3 არქტიკული ბეწვით გაწყობილი ქურთუკები ცივი სეზონისთვის.
Dsquared², Lanvin & Sacai

#4 ხავერდი ცივი სეზონის ელეგანტური სამოსის საუკეთესო მასალაა. დახვეწილი, მიმზიდველი და ამავდროულად თბილი მასალა, ზამთრის ყველაზე გამორჩეული ტრენდია.
Ralph Lauren Collection, Valentino & Chloé

#5 დუტის ქურთუკები ზამთარში მუდმივად აქტუალურია, მთავარია განსხვავებული და საინტერესო მოდელის ქურთუკი შეარჩიოთ.
Fendi, Moschino & Chanel

#6 სამხედრო სტილი სხვადასხვა მასალის- ტყავისა და აბრეშუმის შერწყმით.
Gucci, Lanvin & Valentino

#7 ლაკის მასალა ზამთრის სეზონის მუდმივად აქტუალური, მიმზიდველი და გამორჩეული ნაწილია.
Dior, Loewe & Maison Margiela

#8 მოდის სახლების 2016 ზამთრის კოლექციებში ზოლიანი სამოსი გამორჩეულად ჭარბობდა. თეთრი და შავი ზოლები ყველაზე აქტუალურია.
Saint Laurent, Isabel Marant & Sonia Rykiel

#9 ფოლკლორის ელემენტები ელეგენტურ სამოსში. აბრეშუმისა და ხავერდის კომბინაცია ჭრელ კაბებში.
Chloé, Etro & Burberry Prorsum

#10 ნათელი და ღია ფერები ცივი სეზონის გამორჩეული ლუქისთვის.
Chloé, Ralph Lauren Collection & Lanvin

#11 ზაფხულის განწყობის შექმნა ზამთარშიც შეგვიძლია პასტელური ფერების სამოსით.
Prada, Dolce & Gabbana & Giorgio Armani

#12 პანკი გოგონების ლუქი მუდმივად მიმზიდველია. ამ სტილის მთავარი მასალა ტყავია, რომელიც ცივ სეზონზე სითბოს შესანარჩუნებლად დაგეხმარებათ.
Balenciaga, Saint Laurent & Givenchy

#13 მეტალით გაწყობილი კაბები სეზონის აქტუალური არჩევანია.
Calvin Klein Collection, Mugler & Anthony Vaccarello

#14 თბილი + რბილი + თეთრი = ზამთრის საუკეთესო არჩევანი.
Louis Vuitton, Stella McCartney & Giambattista Valli

#15 თხელი ნაქსოვი კაბები დახვეწილი მოდური ქალბატონებისთვის.
Céline, Stella McCartney & Chloé

#16 ლეოპარდის განსხვავებული და ფერად პრინტიანი თბილი სამოსი ზამთრის ტრენდია.
Louis Vuitton, Miu Miu & Max Mara

#17 60-იანი წლების ნათება 2016 წელს. მოკლე კაბები მეტალის ელემენტებით.
Bottega Veneta, Paco Rabanne & Anthony Vaccarello

#18 გრძელი, გამოყვანილი, ბრჭყვიალა და დახვეწილი კაბები ცივი სეზონის წვეულებებისთვის.

არ შეუშინდეთ სიცივეს და იყავით თვალისმომჭრელები ნებისმიერ სეზონზე!


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top