;
21 დეკემბერი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 6735-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, საინტერესოა, მამაკაცი, for ANGEL.ge



წვერ-ულვაში მუდამ აქტუალური და ტენდენციური იყო ქართველ მამაკაცებში; თუმცა მან მნიშვნელოვნად იცვალა სახე ამ ბოლო პერიოდში. ჩვენს აპოქაში - მილენიალების თაობას * მკაფიოდ გამოარჩევს დახვეწილი თავის მოვლის კულტურა, რაც წვერ-ულვაშისა და თმის ვარცხნილობის უხეში იმიჯით, თუმცა ამავდროულად კონტრასტულად მოვლილი იერით გამოიხატება.

სტილისტი შაკო საჯაია ერთერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც მამაკაცის თმისა და წვერის სთაილინგზე დაიწყო ზრუნვა #Man Grooming . შაკომ გაგვიმხილა თუ როგორ უნდა იპოვოს მამაკაცმა მისი სტილი, როგორ წამოზარდოს წვერი და გაუწიოს ყოველდღიური სთაილინგი სახლის პირობებში.

წვერების მთავარი პრობლემა ჰიგიენის დაცვაა ,
რომელმაც შესაძლოა სახის კანის ფორების დაბინძურება გამოიწვიოს; უშუალოდ წვერის მოვლის პრობლემა კი გაყოფილი ბოლოები და დატეხილი ღეროებია. მასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ ბუნებრივ ზეთებზე დამზადებული პროდუქტები, მასაჟი ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას და წვერის ქვეშ კანის ელასტიურობის შენარჩუნებას. მსგავს პროდუქტებზე კი უკვე თბილისშიც დიდი მოთხოვნაა. ამიტომ ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ

THE GENTLEMAN'S GUIDE TO GROWING A BEARD
ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე
სპეციალურად www.angel.ge-სთვის



Beauty Salon SHAKO SAJAIA
facebook.com/BeautySalonShakoSajaia
032 2946314 / +995 592 345105
Faliashvili str. 3

[Beauty Salon SHAKO SAJAIA] შაკო საჯაია: 4-5 წლის წინ, თბილისში არც იყო აქტუალური როდესაც დავიწყე მამაკაცის წვერისა და თმის სთაილინგი, შევქმენი ჩემი ლოგო, რომელზეც წვერი და თმა იყო გამოსახული. საერთოდ ხომ წვერი მუდამ აქტუალური იყო, მინდოდა ამისთვის სტილი მიმეცა, მოვლილი იერი.

დღეს უკვე ბევრი ადამიანია, რომელიც უვლის წვერს, უკვე შესაძლებელია კონკრეტულად შეურჩიო სტილი, შეიძლება შეიღებოს კიდეც წვერი, არის მოვლის და ჰიგიენის მრავალი საშუალება. ასე ვთქვათ მამაკაცები უფრო მოწესრიგებულები გახდნენ ამ კუთხით.




ANGEL: როგორ ურჩევთ მამაკაცს წვერისა და თმის სტილს:
თუ მაძლევს საშუალებას, კონკრეტული მოთხოვნა არ აქვს და მეკითხება, ვურჩევ სახის ფორმიდან გამომდინარე, ყველაფერს ვითვალისწინებთ: ცხვირი, ყური, ტუჩი, სტილი, თმის ხარისხის გათვალისწინებით. მეკითხებიან წარბების ფორმასთან დაკავშირებითაც, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ წარბების ამოღებით რაიმე არამამაკაცურს აკეთებს, თუ არ უხდება და ზედმეტი აქვს, შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ მამაკაცური სტილი არ დაირღვეს.

ჩვენთან თამამი და რადიკალური სტილი ყოველთვის გვიან შემოდის, ჯერ ყოველთვის აკვირდებიან რა რეაქცია აქვთ სხვებს, ეხლა უკვე მოთხოვნაა და ვფიქრობ კიდევ უფრო ბევრად გაიზრდება თმისა და წვერის სთაილინგი.





ANGEL: თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც "ქართული წვერი" გადაგიქცევიათ "ევროპულად"
არსებობს სტანდარული ქართული წვერი? უნდა იყოს ადამიანზე მორგებული, მოწესრიგებული, გადაკეთებას თუ დავარქმევთ ქართველები ნაკლებად იღებავენ, მქონია შემთხვევა, როდესაც მუქი წვერი კავკასიური იერით გაგვიღიავებია ჩალისფერ ტონში, რომელიც ნაკლებად აგრესიული და მგრძნობიარე ხდება, შავი წვერი კი უფრო მკაცრი შესახედია. ღია ტონი უფრო ევროპულია, აი ეს ცვლილებაა.

ANGEL: რა სისტემატიურობით სჭირდება წვერს კორექცია?
წვერს 2 კვირაში ერთხელ ჭირდება კორექცია სალონში, რა თქმა უნდა ვასწავლით როგორ მოუაროს წვერს. სხვათაშორის ძალიან დაინტერესებულები არიან და მიხარია, რომ თითქოს სასაცილოა საერთოდ რომ ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მოვლილი ხალხი მომრავლდა, რაც ადრე ნაკლებად იყო და დამეთანხმებით ალბათ ამაში, მაგალითად უკვე განასხვავებენ რითი იბანენ თავს და ტანს, როდესაც ადრე ერთი საშუალება იყო ამისთვის. მეკითხებიან რა გამოიყენონ, კონკრეტულად როგორ მოუარონ წვერს, არსებობს სპეციალური შამპუნები, რომელიც სახის კანზე დადებითად მოქმედებს, სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, არბილებს წვერს. ასევე იყენებენ წვერის ზეთს, რაც ძალიან მოთხოვნადია.




#Beardinspo მამაკაცის წვერ-ულვაშის სთაილინგი
არსებობს სპეციალური პასტა და ტუში, რომლითაც შეიძლება დაიფაროს ნაიარევი და ამგვარად შეიფეროს ადამიანმა წვერი თუნდაც იმ უბნებზე, სადაც არ ამოსდის თმა. ჩვენ ყველა ასაკის ადამიანი გვაკითხავს, 40-60 წლის ადამიანებიც, სწორედ ეს არის, რომ ძალიან სასიამოვნოა როდესაც უვლიან თავს. ზოგადად ჭაღარა ძალიან უხდება კაცს წვერსა და თმაში, საინტერესოა, ჩამოყალიბებული ჰაბიტუსი. ასევე ვღებავთ წვერს და თმას როდესაც ჭაღარავდება და ხუნდება ყვითლად, შეღებვით ბუნებრივ ფერს არ ვუკარგავთ, ხდება ტონირება.

ძალიან მნიშვნელოვანია როდის იბან და როგორ ივარცხნი წვერს, თმას. მაგრამ წვერის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დღის განმავლობაში ჭამს, ეწევა სიგარეტს, სვამს - ძალიან ბევრი ბაქტერია ჩნდება პირის მიდამოებში, აუცილებელია საღამოს დაიბანოს წვერი, როგორც საჭიროა - შამპუნით ან სპეციალური საპნით, ასევე აუცილებელია გამოიყენოს ნატურალური ხის სავარცხელი.

ANGEL: რა პერიოდში უნდა მოგაკითხონ, რომ გაუწიოთ წვერს სტაილინგი
შეუძლიათ მოგვაკითხონ უკვე წამოზრდილი წვერით ან თუ კი იგეგმება წვერების მოშვება მოვიდეს და ვურჩევთ როგორ გაიზარდოს, რა უბნები არ უნდა შეიჭრას და რა შეისწოროს, რომ სწორად გაიზარდოს.




წვერების მოვლისას მთავარი პრობლემა ჰიგიენის დაცვაა, რომელმაც შესაძლოა სახის კანის ფორების დაბინძურება გამოიწვიოს; უშუალოდ წვერის მოვლის პრობლემა კი გაყოფილი ბოლოები და დატეხილი ღეროებია. მასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ 1 ბუნებრივი პროდუქტი: ჟოჟობას ზეთი.

#Beardinspo მამაკაცის წვერ-ულვაშის სთაილინგი

ჟოჟობას ზეთი კონსისტენციით ყველაზე ახლოსაა ადამიანის სახის კანის მიერ გამოყოფილ ბუნებრივ ცხიმთან. წვერის ხშირად დაბანვის შემთხვევაში კანი ვერ ასწრებს გამოიმუშავოს საჭირო დოზით დამცავი ცხიმი, სწორედ ამ დროს დაგეხმარებათ ჟოჟობას ზეთი.

ჟოჟობას ზეთი ეხმარება თმას შეინარჩუნოს და დააბალანსოს სინოტივე, რაც მნიშნვნელოვანია ხარისხიანი თმის ღერის ფორმირებისთვის და ჯანსაღი ზრდის ტემპისთვის. ჟოჟობას ზეთის ექსტრაქტი ანოტივებს, ამასთანავე ამშვიდებს და აღადგენს კანს, ზრდის თმის ღერის მოქნილობას და მატებს ჯანსაღ ბზინვარებას. ზეთის შეძენა შესაძლებელია როგორც აფთიაქებში დაფასოებული ქილების სახით, ასევე კოსმეტიკურ მაღაზიებში წარმოდგენილი ჟოჟობას ზეთზე ქიმიურ-ნამატი პროდუქტების ფართო ასორტიმენტის სახით.

ასევე სასარგებლო ზეთებია: ვიტამინებითა და მინერალებით სავსე შიის ზეთი, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე დაიცავს სახის კანს გამოშრობისგან და დასკდომისგან; ვიტამინ E და D-თი მდიდარი ნუშის ზეთი წვერის ძირების და სახის კანის მასაჟისთვის, ნუშის ზეთს ახასიათებს კანქვეშა წვრილი კუნთებისთვის დამამშვიდებელი ეფექტი, ასევე საოცრად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე; ავოკადოს ზეთი A, B1, B2, D და E ვიტამინებით განსაკუთრებულ სენსიტიური სახის კანისთვის, დაამშვიდებს კანის ქავილის შეგრძნებას; ყურძნის კურკების ზეთი კი აძლიერებს თმის ღერს. უკვე თბილისშიც შეხვდებით მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების ხაზს აღნიშნული ზეთების შემცველობით. მკვებავი ზეთი გასუფთავებულ სახის კანზე უნდა შეიზილოთ ნელი, წრიული მოძრაობებით და დაანოტივოთ სუფთა და მსუბუქად შემშრალებული თმის წვერის ღეროები. მასაჟი ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას და წვერის ქვეშ კანის ელასტიურობის შენარჩუნებას.

#Beardinspo მამაკაცის წვერ-ულვაშის სთაილინგი
გირჩევდით არსენალში იქონიოთ: ვიწრო პირიანი ხის სავარცხელი, ბასრი მაკრატელი და აუცილებლად სპეციალური შამპუნი წვერისთვის! გელი ან პასტა წვერის სთაილინგისთვის მრავალი კაცის საყვარელი დამხმარე საშუალებაა დააფიქსიროს მოწესრიგებული ფორმა.

პერიოდულად დაასვენეთ სახის კანი და გაიპარსეთ წვერი, როდესაც გადაწყვეტთ მის მოშვებას გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თითოეული ღეროს სწორად ზრდასა და სახის კანის ფორების მოვლაში:

გამოყენეთ სქრაბი, ანუ სახის დასაბანი სითხე უხეში ნაწილაკებით. დაიბანეთ სახე ცხელი წყლით და დაიზილეთ სახე სქრაბით.

თუ კი აკეთებთ შესვენებას ზრდის პროცესს შორის სქრაბის შემდგომ გაიპარსეთ წვერი და:
ა) გაპარსვის შემდგომ დაანოტივეთ სახის კანი გაპარსვის შემდგომი გელით;
ბ) ხოლო თუ წვერს იზრდით სქრაბის შემდგომ დაინოტივეთ სახის კანი კრემით ან ზეთით.

გაიარეთ კონსულტაცია სტილისტთან, თუ როგორი რიტმით წარმართოთ წვერის ზრდის პროცესი სასურველი ფორმის მისაღებად. როგორც წესი პირველ ეტაპად ნიკაპს ქვეშა თმის ზრდა იწყება, წვერის სხვა უბნების შესწორება კი პერიოდულად შეგიძლიათ. წამოსული თმის ღერები რეგულარულად დაანოტივეთ ზეთით, დაამასაჟეთ თმის ღეროები და გამოვარცხნეთ.

რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, მიმართეთ თმის ფენის ცხელი ნაკადი თმის ზრდის მიმართულებით და გამოკვეთეთ მისი სიგრძე. აუცილებლად მოიწესრიგეთ წარბებიც თუ იერი ამას მოითხოვს. მნიშნველოვანია მოხდეს ამ სამი თმიანი უბნის ჰარმონიული გადანაწილება:)












* Millennial Generation \ Generation Y
.

კატეგორია: მოდური სიახლეები, საინტერესოა, მამაკაცი, for ANGEL.ge
Tags:

0





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top