30 November 2015      TataNakani     Views 3 715    
Category: Fashion


ოლივია პალერმო მოდის სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა მუდმივად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას ინდივიდუალური სტილით. რამდენიმე წელია ის დიზაინერის ამპლუაშიც გვევლინება. ოლივიამ უკვე სამკაულების რიგით მეორე კოლექციაზე BaubleBar-თან ერთად იმუშავა. საყურეები, ყელსამაბი და ბეჭდები, რომლებიც ოლივიას საყვარელი აქსესუარებია, უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ოლივიამ იზრუნა თავისი სტილის მოყვარულებზე
და საშუალება მისცა მათ შეუხამონ მოდურ ლუქებს მის მიერ შექმნილი სამკაულები.












ოლივიამ, ასევე, რიგით მეორე კოლექციაზე იმუშავა Westward Leaning-თან ერთად. 8 უახლესი სათვალე ოლივიას ხელწერას ატარებს. გამორჩეული ელემენტი კოლექციაში ოქროსფერი შუშის სათვალეებია. სხვადასხვა სტილის ჩარჩოს, პრინტისა და ორნამენტის კოლაბორაცია ოლივიასა და რობერტ დენინგის ერთობლივი მუშაობით შეირჩა.

"რობერტ დენინგმა და მე ერთად ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ჩვენ ორივეს გვაინტერესებს ხარისხი, როგორ ერგება სათვალეების დიზაინი სახეს. გვინდა რომ დამთავრებული პროდუქტის მიღმა მნიშვნელოვანი ნივთი იყოს. მეორე კოლაბორაცია ჩემი პერსონალური სტილის შთაგონებით შეიქმნა- მიყვარს მიქსი, ფერებისა და პრინტების შეხამება. ოქროსფერი შუშეები ძალიან მოუხდა მოზაიკურ ქვებს."
- ოლივია პალერმო.

კოლექციაში იგრძნობა ოლივიას უნიკალური სტილის გავლენა. განსხვავებული და ინდივიდუალური სტილის მქონე ქალბატონებისთვის ეს სათვალეები საუკეთესო აქსესუარი იქნება.

















ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top