28 November 2015      TataNakani     Views 4 788    
Category: Fashion / Georgians



მოდის მოყვარულთათვის ახალი ქართული ბრენდი შეიქმნა, რომელიც ხარისხზე, მომხმარებლისთვის მისაღებ ფასებსა და გემოვნებიან სამოსზეა ორიენტირებული. Magnituz-ი წარმოგიდგენთ ელეგანტურ სამოსს, რომლის მორგებაც ქალბატონებს, როგორც ყოველდღიურად, ასევე წვეულებებისთვისაც შეეძლებათ.

Magnituz-ი ქმნის ხარისხიან და განსხვავებულ სამოსს გემოვნებიანი და დახვეწილი ქალბატონებისთვის❣
ბრენდის სლოგანი ამართლებს მის მნიშვნელობას. ახალგაზრდებისა და მოდური ქალბატონებისთვის უახლეს კოლექციას ბრენდის დამფუძნებლები ელენე გოგელია და გვანცა ბახუტაშვილი გთავაზობენ. Angel.ge-ს მკითხველს მაგნიტუზის ზედების, ქვედაბოლოებისა და Natuka For Magnituz-ის ქუდების ხილვის საშუალება ეძლევა.


გამარჯობა, ჩვენ ,,მაგნიტუზები” ვართ, ბავშვობის მეგობრები. ყოველთვის გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაც, ერთი საქმე, რომელშიც მთელ სულსა და გულს ჩავდებდით. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ქართული ბრენდი Magnituz-ი. სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, სიმბბოლურია და ჩვენთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.
Magnituz-ი ქმნის ხარისხიან და განსხვავებულ სამოსს გემოვნებიანი და დახვეწილი ქალბატონებისთვის. დამზადებულია საქართველოში❣


Magnituz-ის პირველი კოლექციის შესახებ ბრენდის დამფუძვნებლებმა ელენე გოგელიამ და გვანცა ბახუტაშვილმა ოფიციალური გვერდიდან მიმართეს მომხმარებელს.
სამოსის გარდა, მაგნიტუზში შეხვდებით ნატუკა გალდავას მიერ შექმნილ ნაქსოვ ქუდებს.
Natuka For Magnituz ცივი სეზონის აუცილებელ აქსესუარებს ქმნის, წარმოდგენილ ქუდებთან ერთად, მიიღება პირადი შეკვეთებიც.



Magnituz-ისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. სამოსი და აქსესუარები, რომლებიც დამზადებულია საქართველოში და ორიენტირებულია მომხმარებელზე ბრენდის წარმატების წინაპირობაა. იხილეთ მაგნიტუზის პირველი კოლექცია და Natuka For Magnituz-ის ქუდები.

Natuka For Magnituz








Magnituz




























ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
მოდელები- ნატუკა გალდავა, ტატა ნაკანი, თაკო შოშიაშვილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბრენდის ოფიციალური გვერდები:
Facebook- Magnituz
Instagram - Magnituz
საკონტაქტო ინფორმაცია
Natuka For Magnituz - Tel/ +995 598 93 09 03
Magnituz - Tel/ +995 599 711 002; 598 42 24 78

Category: Fashion / Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top