4 March 2016      ANGEL     Views 66 647    
Category: Fashion / Make up / Prom Dress




9 ვარცხნილობა წვეულებისთვის
გლამურული და დახვეწილი იერის შექმნა ყველაზე მეტად აქსესუარებითა და თმის ვარცხნილობით შეგვიძლია. წარმოგიდგენთ 9 მოდური ვარცხნილობის ტრენდს, რომელთან ერთადაც ნებისმიერი საღამოს კაბა თუ მოკრძალებული ლუქი ჯინსის შარვლის კომპლექტაციით სადღესასწაულო იერს მიიღებს.


Glamorous curls
რომელსაც ჰოლივუდის ოქროს ხანის ვარცხნილობად მოიხსენიებენ,
თანაბარი მბზინავი ტალღები და წითელი ტუჩსაცხი - კლასიკაა.



Embellished ponytail
კიკინა ძვირფასთვლებიანი თმისამაგრით
თუ კი მინიმალისტური სტილისკენ გიჭირავთ თვალი,
ეს მცირედი დეტალი სრულიად შეცვლის თამაშის წესს



Half-up bouffant with a bow
თავისუფლად (და 'ნაჩოსით') სანახევროდ აწეული თმა ფერადი ლენტით ან ბაფთით - სექსუალური და რომანტიული გოგონას იმიჯი



Soft milkmaid braid
მართალია დიდი ყურადღებით უნდა გაკეთდეს ნაწნავი,
მაგრამ ფინალური შტრიხი დაშლილი ნაწნავის ეფექტია რამდენიმე ჩამოგდებული პრადით



Accessorized bun
ყველაზე მარტივი და ადვილად შესანარჩუნებელი ვარცხნილობა, რომელიც გიხსნით ნებისმიერი სიტუაციიდან: იქონიეთ ზარდახშაში თვლებით მორთული თმისამაგრი, რომელსაც გადაწეულ და კოსაში შეკრულ თმაში ჩაიმაგრებთ. ჩამოისწორეთ და ბზინვარება შემატეთ გვერდულ ჩოლკას ან წინა პრადებს და თქვენი ვარცხნილობაც მზად არის.



Effortless twist
მარტივი ტვისტი და ვინტაჟური თმისამაგრი,
რომელიც გამოკვეთს თმის ფაფუკ ტალღოვანებას და მოცულობას.



Bouncy blowout
მოცულობითი ვარცხნილობა 90' სტილში,
სახესთან გადაწეული აქცენტირებული დეტალებით



Sculptural chignon
ხომ უნდა გაიმეოროთ ამდენჯერ ნანახი how to-ტუტორიალებიდან ორნამენტული შინიონი, რომელსაც მოყვება სკულპტურულად გამოკვეთილი კონტურით შესრულებული ღაწვების მაკიაჟი.



Undone updo
ეს კი ნამდვილი თამაშია: რომანტიული და სექსუალური, თუმცა ბუნებრივი და ძალდაუტანებელი ლუქი. სანახევროდ აწეული თმის ვარცხნილობა, ჩამოშლილი ძვირფას თმისამაგრს მიღმა.



Category: Fashion / Make up / Prom Dress
Tags:

Share it
Comments
Back to Top