25 November 2015      ANGEL     Views 16 081    
Category: Fashion / Take Care



Bang bang, the fringe is back!
ზამთრის სეზონის აქტუალური beauty-ტრენდი ვარცხნილობაში: ჩოლკა

შეამჩნევდით, რომ მრავალი სელებრითი ზაფხულის სეზონის შემდეგ გრძელ და ტალღოვან თმას დაემშვიდობა და მოკლე ვარცხნილობას მიანიჭა უპირატესობა. ყველას სურს განაახლოს ვარცხნილობა ზამთრისთვის, თუმცა დიდი დანაკარგის გარეშე... ამიტომაც ჩოლკა ოპტიმალური და მოდური გამოსავალია. ამ მცირე დეტალს დიდად შეუძლია ლუქის შეცვლა. წარმოგიდგენთ მოდელებს, რომელთაც ჩოლკა ამშვენებდათ ზამთრის კოლექციების წარდგენისას და ვნახოთ, რომელი სტილის ჩოლკას აარჩევთ. გრძელ და გვერდზე გადაწეულ ბოჰო-ვერსიას, გამბედავ რეტრო მოკლე ჩოლკას, გრძელ პრადებად ჩამოყრილ რომანტიულ იერს, ან უსწორმასწორო მეამბოხეს და გოთის სტილში.



ყველაზე აქტუალურს კი 1970' სტილში შესრულებული ვარცხნილობა წარმოადგენს: გრძელი ტალღოვანი თმა და თავისუფალი ჩოლკა. მოდელები ლარა სტოუნი და ფრეია ბეია ასეთ ლუქს ჟურნალ W-ს მოდურ ფოტოსესიაში წარმოადგენდნენ, ჯულია სტეგნერი კი CHLOE'ს გოგონას სახეს წარმოადგენს AW16.


Felder Felder, F/W ’15

Bottega Veneta, F/W ’15

Giambattista Valli, F/W ’15

Tory Burch, F/W ’15

Gucci, F/W ’15

Rebecca Minkoff, F/W’ 15

Saint Laurent, F/W ’15

Alexander Wang, F/W ’15

Holly Fulton, F/W ’15

Blugirl, F/W ’15

Vera Wang, F/W ’15

Nanette Lepore, F/W ’15

Tsumori Chisato, F/W ’15

ფრანგი ქალბატონები ასეთი ვარცხნილობის ნამდვილი ექსპერტები არიან
მარიენ ფეითფული, ჯეინ ბირკინი, ბრიჯიტ ბარდომ უდიდესი გავლენა იქონიეს ამ სტილის ჩამოყალიბებაზე, მათი ვარცხნილობა ფრანგული ხასიათის შესაბამისად: ძალდაუტანებლად დახვეწილად გამოიყურებოდა













გერმანელი მოდელი ჯულია სტეგნერი სწორედ "ფრანგული ხასიათით" აგრძელებს სტილს





...

სახის ოვალის ფორმის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს თუ როგორი ჩოლკა მოგიხდებათ:



ცნობილი ქალბატონების მაგალითზე














Category: Fashion / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top