;

14 November 2015      TataNakani     Views 8576    
Category: Fashion


2015 წლის The Victoria’s Secret-ის რიგით მეოცე საიუბილეო ჩვენება ნიუ-იორკში გაიმართა. 69-ე პოლკის არსენალში ნიუ-იორკის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში ორმოცდაშვიდი მოდელი წარდგა მაყურებლის წინაშე. 8 დეკემბერს მთელ მსოფლიოს ექნება საშუალება სატელევიზიო ვერსიაში იხილოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და რეიტინგული VS შოუ.

"1995 წლიდან შოუ ნიუ-იორკში იმართებოდა, ნიუ-იორკი ჩვენი შოუს ისტორიის განუყოფელი ნაწილია." - Sharen Jester- VS-ის აღმასრულებელი დირექტორი.



მეოცე საიუბილეო შოუ გამორჩეული იყო ახალი ანგელოზებით, მსოფლიოში ცნობილი და მოთხოვნადი მოდელები კენდალ ჯენერი და ჯიჯი ჰადიდი VS-ს პოდიუმზეც დადგნენ. წარმოაჩინო VS-ის კოსტუმი ტოპ მოდელებთან ერთად მათთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოცდილება იყო.

"ეს ჩემთვის უბედნიერესი მომენტია. ეს არის ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, აღტაცებული ვარ. როდესაც გავიგე რომ ამირჩიეს, თავიდან არ მჯეროდა, ტირილი დავიწყე, დიდი შოკი იყო. ჩემს მეგობართან ერთად ამ შოუში მონაწილეობა ძალიან მაგარია. მიხარია, რომ დროს ერთად გავატარებთ." - კენდალ ჯენერი.

"ახლა მშვიდად ვარ, მთავარია ჩემს გვერდით ჩემი მეგობრები არიან და ეს მავსებს. VS შოუ არ არის მხოლოდ განსხვავებული შოუ, ეს მაძლევს მოტივაციას. მომწონს თეთრეულის წარმოჩენა, ჩემი სხეულს ეს უფრო უხდება, ვიდრე მაღალი მოდა. ეს არის ის რაც, მართლა, ჩემია."- ჯიჯი ჰადიდი.

ეს ჯიჯისთვის მესამე ცდა იყო, წინა წლებში მან ვერ მიიღო მონაწილეობა შოუში, თუმცა წლევანდელი ცდა მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

VS-ის უცვლელი მოდელები ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა, ქენდის სვანეპოლი, ბეატი პრისლუ და 12 ახალგაზრდა ანგელოზი, როგორც ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ.





წელს 47 მოდელმა დაიპყრო პოდიუმი. "ფორბსის" ინფორმაციით ყოველწლიურად შოუს ფინანსები 50 მილიონ დოლარს შეადგენს. 2015 წლის შოუში 12 ახალგაზრდა ანგელოზი, პირველად წარდგა მაყურებლის წინაშე. წლევანდელი შოუ ახალი ანგელოზებით უდაოდ გამორჩეული იყო.



წლის Fantasy Bra ლილი ოლდრიჯს ერგო.




შოუს მუსიკალურად აფორმებდნენ Ellie Goulding; Selena Gomez და The Weeknd. დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით შოუში რიანასაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მომღერალმა ფოკუსი ახალ ალბომზე გააკეთა. რიანა შოუს შემდეგი წლიდან შემოურთდება. მომღერალმა ინსტაგრამის გვერდზე ატვირთა ფოტო, რომლითაც მიმართა VS გუნდს:
Wish I was there with you guys. Kill it tonight. See you all next time. Love, Rihanna.
8 დეკემბერს სრული შოუს ხილვის საშუალება მთელ მსოფლიოს ექნება.
იხილეთ VS შოუს გამორჩეული კოსტუმები.
































































ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top