;

12 November 2015      ANGEL     Views 7033    
Category: Fashion, Georgians

MADI handmade knitwear
ქართული ნაქსოვი ტანსაცმლის ბრენდი ‘MADI handmade knitwear’ დაარსდა 2015 წლის იანვარში დიანა დვალიშვილისა და მარიამ გოგუას მიერ. იმის მიუხედავად, რომ ბრენდი ერთი წელიც არ არის რაც მოღვაწეობს, ქართველ მომხმარებელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყველაფერი დაიწყო ერთი კარდიგანის მოქსოვით, რომელმაც დიზანიერის - მარიამ გოგუას მეგობრებში დიდი მოწონება დაიმსახურა და აქედან გაჩნდა იდეა შექმნილიყო Facebook გვერდი. ბრენდმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი ქართული მოდის ბიზნესში.

Madi handmade knitwear ქმნის Must Have ტანსაცმელს, რომელიც გათვლილია ძირითადად ახალგაზრდებზე, არის ძალიან ტრენდული და კომფორტული, რაც მთავარია პრიორიტეტი ენიჭება ხარისხს. დიზაინერები ცდილობენ მათი სამოსი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ამასთანავე მაღალი ხარისხის. ძირითადად კოლექციებში ჭარბობს ნათელი ფერები, მათ ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს ბუნება.

ფეისბუქის გვერდის საშუალებით ხდება შეკვეთის გაფორმება. კარდიგანის შეკვეთა შესაძლებელია კლიენტისთვის სასურველ ფერთა გამაში და ზომის მიხედვით, რასაც დაახლოებით 9-10 დღე სჭირდება და ფასები 260-320 ლარის ფარგლებში მერყეობს.













MADI-ს კარდიგანები უკვე მრავალმა ცნობილმა ქალბატონმა მოირგო და შეიყვარა





facebook.com/MADI handmade knitwear
instagram: @madi_knitwear
🔸Handmade knitwear from Georgia.🔸Worldwide delivery.🔸
For information text: WhatsApp, Viber +99551555551




Category: Fashion, Georgians
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top