;

30 October 2015      ANGEL     Views 2454    
Category: Fashion, Fun, Interesting, Tbilisi Fashion Week



Mercedes‐Benz Fashion Week Tbilisi გაიმართება 5-9 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MoMa . როგორც ჩვენთვის ცნობილია მოდის კვირეულზე 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენენ ცნობილი ქართველი დიზაინერები: თამუნა ინგოროყვა, ავთანდილი, ლელა ელოშვილი, ბესარიონი, გვანცა ჯანაშია, Atelier Kikala ...

Mercedes-Benz -ის საერთაშორისო მოდის კვირეული თბილისში უკვე მეორედ გაიმართება სოფია ჭყონიას ორგანიზებით, რომლის მიზანიც საქართველოში მოდის სფეროს მაქსიმალურად მაღალ დონეზე წამოწევაა. კვირეულს მრავალი მოწვეული სტუმარი დაესწრება უცხოეთიდან: მოდის მოყვარული გავლენიანი ხალხი, ჟურნალისტები, კრიტიკოსები და ბაიერები.. ჩვენებებისთვის კი ლოკაციად უნიკალური ადგილი - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMa შეირჩა. „მომა“ 5 დიზაინერის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას უმასპინძლებს, მოეწყობა შოუ-რუმებიც.


”Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015 სხვა მხრივაც გამორჩეული იქნება. ჩვენ ამ კვირეულის განმავლობაში ახალი სტანდარტების დანერგვას ვცდილობთ: ნაჩვენები იქნება სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები, აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა და დიზაინერებზე გაკეთდება. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს”
- ამბობს კვირეულის ხელმძღვანელი სოფო ჭყონია.



20 წელია რაც Mercedes‐Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინი, მოსკოვი, სტამბული, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი და უკვე თბილისიც. მსოფლიოს 50 ქვეყანაში MB ხელს უწყობს დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს, მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებს შორის. მოდის კვირეულის მთავარი პარტნიორია „Mersedes-Benz“. კვირეულის პარტნიორები არიან „კოკა-კოლა“, “ფერერო როშე”, „სამსუნგი“ და “თბილისი მოლი“. ”თბილისი მოლში” წლის ბოლომდე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების Showroom.

მოდის კვირეულის დევიზია ”ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად”.
Mercedes‐Benz Fashion Week –ზე ასევე რა თქმა უნდა წარმოდგენილი იქნება Mercedes‐Benz-ის ახალი მოდელები.

MBFW TBILISI
Mercedes-Benz Fashion Week TBILISI
#MBFASHIONWEEKTBILISI

თამუნა ინგოროყვა

AVTANDIL


ELOSHI - ლელა ელოშვილი

ბესარიონი BESSARION


გვანცა ჯანაშია


Atelier Kikala - ლადო ბოკუჩავა



Category: Fashion, Fun, Interesting, Tbilisi Fashion Week
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top