13 October 2015      TataNakani     Views 16 139    
Category: Fashion / Take Care



მიმზიდველობის საიდუმლო ყველა ქალბატონს აქვს. ინდივიდუალური სტილის პოვნისას, იკვეთება ის გამორჩეული ელემენტები, რომლებიც გეხმარებიან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში. რას ფიქრობენ მამაკაცები თქვენს სტილზე, რთულად წარმოსადგენია, თუმცა არსებობს მეცნიერული დაკვირვებების შედეგად ჩამოყალიბებული აზრი, თუ რა არის მათთვის მიმზიდველი. ამჯერად, მიმზიდველ სამოსზე ვსაუბრობთ, რომლებიც მათთვის საინტერესოა. Harpers Bazaar-ის 7 ჩამოყალიბებული პუნქტი, წარმოგვიდგენს ელემენტებს, რომლებიც ქალბატონს უფრო მიმზიდველს ხდის.

#1 მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები.
მამაკაცებისთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მიმზიდველობის ერთ-ერთი ელემენტია. თავდაჯერებული ქალბატონებისთვის პრიორიტეტული არ არის ყველაზე მაღალი ქუსლი, საშუალო სიმაღლის ქუსლითაც შემატებთ თქვენს ლუქს მიმზიდველობას.

#2 სექსუალური, თავდაჯერებული და ელეგანტური ლუქის უცვლელი ელემენტი - შავი ფერის კაბაა.

#3 სამოსი, რომელიც წარმოაჩენს თქვენს მხრებსა და მკლავებს.
მამაკაცებისთვის მიმზიდველია იდუმალი ქალბატონის მხრები და მკლავები. შეარჩიეთ არა გამომწვევი, არამედ საინტერესო სამოსი თქვენი მიმზიდველობისათვის.

#4 The Journal of Personality and Social Psychology-ის დასტურით მამაკაცებისთვის სიყვარულის, ვნებისა და რომანტიკის ფერი წითელია, რომელიც მათთვის ყველაზე მიმზიდველია!

#5 სილუეტები, რომლებიც გამოკვეთენ სხეულს.
მამაკაცებისთვის საინტერესოა სამოსი, რომელიც სხეულს მკვეთრად წარმოაჩენს. მათ პირდაპირ აქვთ საშუალება თვალი შეავლონ თქვენი სხეულის სილუეტს.

#6 ტუჩსაცხი "ცუდ" დღესაც არსებობს. გაიხალისეთ თქვენი ყოველი დღე სასურველი ტუჩსაცხით, გააძლიერეთ მიმზიდველობის ეფექტი.

#7 მოდური ქალბატონისთვის აუცილებელი აქსესუარი - სათვალე , მამაკაცებისთვისაც მიმზიდველია. იდუმალი თვალები საყვარელი აქსესუარის მიღმა დატოვეთ და მიეცით საშუალება მას ამოიცნოს თქვენი სურვილები.


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top