;

9 October 2015      Ancho.     Views 2836    
Category: Fashion



მოდის კვირეულის შედეგები: 7 მთავარი ტრენდი
გაზაფხული-ზაფხული 2016


დეზაბილიე, მამაკაცური კოსტუმების ვარიაცია, 90-იანები და სხვა ტენდეციები მსოფლიოს მთავარ პოდიუმებზე

მთავარი მოდის კვირეულების მარათონმა მთელ თვეს გასტანა და დასასრულს მიუახლოვდა, ეს კი ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნები იმის შესახებ თუ რა იქნება მოდური მომავალ სეზონზე - 2016-ის გაზაფხული/ზაფხულზე. წარმოგიდგენთ მსოფლიო პოდიუმების 7 მთავარ ტენდეციას.



დეზაბილიე/Dishabille
(სახლისთვის განკუთვნილი კაბა, ნახევრად ჩაცმული მდგომარეობა)
7 main trend SS 2016
Givenchy, Dior, Balenciaga


ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მოდის სახლის რედაქტორები თავის გუნდთან ერთად ამტკიცებდნენ, რომ თეთრეულის თემა პოდიუმზე უკვე მოძველდა. თუმცა, ამჯერად, დეზაბილიის თემაზე ალუზიები გახდნენ ლაიტმოტივები ოთხივე მოდის ქალაქის ჩვენებებზე. სწორედ ამ სტილს მიუძღვნა უკანასკნელი კოლექცია ალექსანდრ ვანგმა Balenciaga-სთვის, მასვე მიეძღვნა Givenchy-ის საიუბილეო ჩვენება. თეთრეულის თემაზე სხვადასხვა ვარიაციები ეწყობა: პერანგები, კორსეტები... ისინი ჩნდებოდნენ ყოველ მეორე შოუზე, ასე რომ, ბუდუარული ესთეტიკა მთავარ ხმამაღალ ტენდეციად რჩება მომავალ გაზაფხულზე.

მამაკაცური/MANLIKE
7 main trend SS 2016
Lanvin, Vera Wang, Michael Kors

დიზაინერები განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ არაფერი ისე არ წარმოაჩენს გოგონას სიმყიფეს, როგორც ნივთები მამაკაცების გარდერობიდან. მამაკაცური კოსტუმების თემაზე ვარიაციები ვერა ვანგისა და მაიკლ კორსის ახალ კოლექციებში გვხვდება, როგორც კლასიკური ისე დემონტაჟური. ალბერ ელბაზმა კი კოსტუმის თემას Lanvin-ის მთელი კოლექციის ნახევარი მიუძღვნა. ოსტატებმა ფემინიზმი და მამაკაცურობა შეათამაშეს.

90-იანები/90th
7 main trend SS 2016
Versace, Saint Laurent, Victoria Beckham

მთავარი სტილისტური ნიშნები 90-იენაბიდან - ეს არის მინიმალიზმი და გრანჟი, რომლებიც აგრძელებენ დიზაინერების შთაგონებას. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სილუეტი გახდა მეოცე საუკუნის მთავარი მოდური გამოგონება - ლაკონური კაბა-კომბინაცია. ის გახდა Saint Laurent-ის გრანჟის კოლექციის გასაღები და სხვადასხვა ინტერპრეტაციით შეინიშნა ვერსაჩესთან (ღია ცხოველის პრინტით) და ვიქტორია ბექჰემთან (თხელი ჟატის ბარხატით).

დეკონსტრუქცია/Deconstruction
7 main trend SS 2016
DKNY, Maison Margiela, Jil Sander

დეკონსტრუქციის ოსტატი მარტინ მარჯელა უკვე დიდიხანია არ დგას საკუთარი ბრენდის საჭესთან, თუმცა მისი საქმე ცოცხლობს, ყვავის და ახალ თაყვანისმცემლებს იძენს. გარდერობის ჩვეულებრივი ნივთების რეინტერპრეტაცია გადაიქცა Margiela-ს სავიზიტო ბარათად უკანასკნელ ათწლეულის განმავლობაში. მისი მთავარი ადაპტაციები მოდის კვირეულის დროს შეინიშნა DKNY-სა და Jil Sander-თან.

აფრიკის ტომები/TRIBES OF AFRICA
7 main trend SS 2016
Stella McCartney, Isabel Marant, Valentino

აფრიკული კულტურა არც თუ ისე ხშირად ტრიალებს უკანასკნელი წლების კოლექციებში. მარია გრაცია კიურიმ და პიერ პაოლო პიჩოლიმ სამხრეთ კონტინენტს Valentino-ს მთელი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მიუძღვნეს. მდიდრული გრძელი კაბები მორთული იყო რთული ნაქარგებით, რომელიც აბორიგენების ჩაცმულობას მოგაგონებდათ, Stella McCartney-სა და Isabel Marant-თან ეს გეოგრაფიული მიკერძოება არც ისე ნათლად გამოიკვეთა. პირველმა ტანისამოსში გამოიყენა აფრიკული ფერების ტრადიციული შერწყმა: შავი თეთრთან, ყვითელი და ყავისფერი, მეორემ კი ეთნიკური მიკერძოება ეკლეკტიკურ ჟაკეტებში გამოხატა.

ისტორია/HISTORY CLASS
7 main trend SS 2016
Rodarte, Moncler Gamme Rouge, Alexander McQueen

ფრაზა "ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია"- უკვე დიდიხანია გახდა დიზაინერების, სტილისტებისა და მოდის რედაქტორების უმრავლების აქსიომა. 90-იანების შემდეგ ითვლება რომ გამოსაგონებელი ცოტაღა დარჩა-ამიტომაც უნდა მოხდეს სხვადასხვა ეპოქების ოსტატური შერწყმა. ნახევარი წლის წინ გახდა ნათელი თუ რამდენად შორს შეუძლიათ შეტოპონ ბრენდებს ისტორიაში, როდესაც შემოდგომა-ზამთრის ჩვენებებზე ძირითადი ტრენდი ნეორომანტიკა გახდა, ერთდროულად რამდენიმე საუკუნის შერწყმა. ამჯერად, ვიქტორიანული გოთიკა გახდა Rodarte-ს კოლექციებში ამოსავალი წერტილი. ჯამბატისტა ვალიმ Moncler Gamme Rouge-ისთვის XV საუკუნის ესპანური კოსტუმები შექმნა, სარა ბარტონმა კი Alexander McQueen-სთვის პოდიუმზე XVII და XX საუკუნის ინგლისი გააცოცხლა.

ესპანეთი/SPAIN
7 main trend SS 2016
Proenza Schouler, Oscar de la Renta, Michael Kors

კორიდისა და ფლამენგოს სამშობლო მომავალ სეზონზე ერთ-ერთი პოპულარული მიმდინარეობაა არამარტო ტურიზმში, არამედ მოდაშიც. ესპანეთი მთავარ თემად ოსკარ დე ლა რენტას მემკვიდრემ აქცია. შეინიშნებოდა დრამატული წითელისა და შავის შეხამება. მსგავსი ლაიტმოტივი გაიმეორა Proenza Schouler-მა, რომელმაც ფლამენგოს მოცეკვავეთა ტრადიციული კოსტუმების საკუთარი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. ესპანეთის გავლენა ასევე გამომჟღავნდა ამერიკული მოდის კლასიკის შოუზე-მაიკლ კორსთაამ-პირენეის ნახევარკუნძული მისთვის დამახასიათებელი ფერებით, აპლიკაციებითა და ელემენტებით გამომჟღავნდა.







Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top