7 October 2015      liliana     Views 3 176    
Category: Fashion

Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!

„Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი 34 წლის დემნა გვასალიაა ,ვუნდერკინდი ქართველი დიზაინერი ,რომელსაც ტანსაცმლის საკუთარი ხაზი Vetements აქვს“-ასე ეხმაურება მსოფლიო მედია საშუალებები ქართველი დიზაინერის წარმატებას. მოდური გამომცემლობები იუწყებიან რომ კრეატიული დირექტორის ამპულაში დემნას ნამუშევარს Balenciaga-ს მოდის სახლისათვის, 2016 წლის მარტში Paris Fashion Week-ზე ვიხილავთ.“მოხარულები ვართ დემნას Balenciaga -ს მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად დანიშვნის გამო, მას ალტერნატივა ნამდვილად არ ჰყავდა, მისი ცოდნა, გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები მოდის სფეროში დემნას უნიკალური ხედვის დიზაინერად აქცევს.ჩვენს მას ვენდობით და გვჯერა რომ დემნა შეინარჩუნების მოდის სახლის ტრადიციებს და პარალელურად ჰარმონიზებულად მიჰყვება გლობალურ ცვლილებებს მოდის სფეროში“-განაცხადა Balenciaga-ს სახლის პრეზიდენტმა იზაბელ გუიჩოტმა. Kering-ის მოდის სახლის პრეზიდენტის ფრანსუა პინოლტის განცხადებით Balenciaga-ს მოდის სახლი საუკუნის განმავლობაში ბევრი დიზაინერის ზეგავლენას განიცდიდა, ამიტომაც დღესდღეობით Balenciaga ნამდვილად ფრანგულ „მარგალიტად“ ითვლება. ძალიან მოხარულები ვართ დემნას სამუშაო ჯგუფის ლიდერად დანიშვნის გამო, მისი პროფესიონალიზმი მოდის სახლს კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.“

Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!

დემნას პირადმა ტანსაცმლის ხაზმა Vetements-მა 2015 წელს LVMH პრიზი აიღო, ხოლო ცოტა ხნის წინ კი ქართველმა დიზაინერმა Vetements Spring/Summer 2016 collection წარადგინა ,რომელმაც მოდის კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა ამისა დემნა 8 წელია Margiela-ს მოდის სახლისთვის მუშაობს და აგრეთვე Louis Vuitton women’s ready-to-wear collections-ს ავტორიც გახლავთ. უკანასკნელი 3 წელია Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორის თანამდებობას ალექსანდერ ვანგი იკავებდა ,რომელმაც თანამდებობის დატოვების მიზეზად დაასახელა ის რომ , მას სურს რომ მთლიანად გადაერთოს საკუთარი ტანსაცმლის ხაზის განვითარებაზე .

Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!
Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!
Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!
Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა!

Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top