3 October 2015      Ancho.     Views 2 620    
Category: Fashion / Photos

Fall in Love H&M

Fall in Love
ანა ევერსი და ნიკოლას რიპოლი
H&M -ის ლუქბუქისთვის შემოდგომა ზამთარი 2015/16


22 წლის გერმანელმა მოდელმა ანა ევერსმა (Anna Ewers) და ნიკოლას რიპოლმა (Nicolas Ripoll) ბრიჯიტ ბარდოსა და სერჟ გენსბურის რომანტიკული ისტორია გაითამაშეს H&M-ის შემოდგომა/ზამთარი 2015/16-ის სარეკლამო კამპანიაში Fall in Love. კამპანიასთან ერთად, ბრენმა H&M, ყველა მსურველს შესთავაზა მიეღო მონაწილეობა აქციაში და გაეზიარებინა ინსტაგრამზე სასიყვარულო ისტორიების ფოტოები #HMFallinLove ჰეშთეგის დართვით.





ანა ევერსის მსგავსებამ ბრიჯიტ ბარდოსთან და კოლექციაში არსებულმა 60-იანების ბოჰემურმა სულმა წარმოშვეს გადაღების იდეა, რომელიც ფრანგი მსახიობისა და მუსიკოსის სერჟ გეინსბურგის (Serge Gainsbourg) რომანის ალუზია გახდა.

გადაღებების დეკორაცია გახდა ნიუ-იორკი და არა პარიზი. Josh Olins-ის ფოტოებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმში მოდელები პოზირებენ ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს კაფეში, სეირნობენ ქალაქში და თამაშობენ შეყვარებულ წყვილს.

კოლექცია Fall in Love-ის ჰიტებია: რომანტიული მინი კაბები, თექის პალტო, ბარხატის კოსტუმები, თეთრი ბლუზები თასმიანი შესაკვრელებით, ფართო ქუდები.

Fall in Love H&M
Fall in Love H&M

Fall in Love H&M
Fall in Love H&M
Fall in Love H&M


Category: Fashion / Photos
Tags:

Share it
Comments
Back to Top