1 October 2015      TataNakani     Views 5 902    
Category: Fashion / Take Care

საშემოდგომო ტენდენციებზე უკვე მრავალი სიახლე წაიკითხეთ და მოდის სახლების კოლექციებიც იხილეთ. თუმცა რა ხდება პრაქტიკაში? თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რა არის თქვენთვის ყველაზე საჭირო სამოსი საშემოდგომო სეზონისთვის, ამისთვის დამატებით რჩევებს წარმოგიდგენთ. ექსპერტების აზრით, საშემოდგომოდ აუცილებელი სამოსის სია გრძელი არ არის, მთავარია, ტრენდები თქვენს სტილს მოარგოთ. არ დაკარგოთ ინდივიდუალური სტილი და ამავდროულად გაიზიარეთ მოდური ტრენდები. საშემოდგომო სეზონი კომფორტულად, მოდურად და თავდაჯერებულად უნდა გაატაროთ. იხილეთ ყველაზე აქტუალური საშემოდგომო ტრენდები და მილანის მოდის კვირეულის ქუჩის სტილი თქვენი შთაგონებისათვის.

საშემოდგომო სეზონის ყველაზე პრაქტიკული სამოსი

#1 საშემოდგომო გარდამავალი პერიოდისთვის მხოლოდ მაისურით ვეღარ შექმნით სასურველ ლუქს. დახვეწილი, პრაქტიკული და მოდური პერანგი სეზონის აუცილებელი სამოსია.

#2 სპორტული ფეხსაცმელი უკვე მეორე წელია არ კარგავს აქტუალობას. მოდა სპორტულ სტილზეც დომინირებს. კომფორტული და მოდური სპორტული ფეხსაცმელი თქვენი გარდერობის ყველაზე საყვარელი წევრი იქნება და დატვირთულ სამუშაო რეჟიმსაც გაგიმარტივებთ.

#3 ფართხუნა შარვალზე მოთხოვნა ისევ არ წყდება. შეარჩიეთ განსხვავებული ფერისა და მატერიის ნაჭერი, რათა თქვენი ლუქის საინტერესო ნაწილი ყველასგან გამოირჩეოდეს.

#4 განურჩევლად ნაჭრისა, ფერისა და ფორმისა - შარფი, საშემოდგომო სეზონის აუცილებელი ტრენდია.

#5 ჩექმის სიგრძე უფრო და უფრო გრძელდება, რადგან ეს საუკეთესო ხერხია წარმოაჩინოთ თქვენი სხეული. გრძელი ფორმის შექმები შეუხამეთ მოკლე ქვედაბოლოს, წარმოაჩინეთ თქვენი საუკეთესო მხარე.


#6 როგორც უკვე ბევრჯერ აღინიშნა, 2015 წლის საშემოდგომო პალტოების სიგრძეც გრძელია.



წარმოგიდგენთ მოდურ ლუქებს თქვენი შთაგონებისათვის.
მილანის მოდის კვირეული



















Photo- Diego Zuko

ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top