;

27 September 2015      Ancho.     Views 4867    
Category: Fashion, Stars



ამერიკული სტილის 6 საიდუმლო

ამერიკელების სტილი - მუდამ განხილვის საგანი და დისკუსიისთვის საკამათო თემაა. მოდის პროფესიონალების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის საერთოდ არ არსებობს, მეორეები კი თვლიან, რომ ამერიკელი მოდის მოყვარულების სტილი casual-ია. ამერიკულის სტილი ნამდვილად არსებობს და ის საუკეთესოდ უხდება, მათ ვინც უპირატესობას ანიჭებს ლაკონურ, მაგრამ სტილისტურ ლუქებს ყოველდღე. წარმოგიდგენთ ნამდვილი ამერიკელების სტილის 6 მთავარ წესს.



უბრალოება

იმ დროს, როცა ბრიტანელი მოდის მოყვარულები სტილში არაორდინალურ ექსპერიმენტებს მიმართავენ, ამერიკელები აფასებენ უბრალო და გასაგებ ლუქებს, გამოსადეგარს ყოფით ცხოვრებაში და საშუალების მომცემს არ დახარჯო დიდი დრო დილის მომზადებისას. თუ ასეთი მიდგომა შენთვის ახლოა, დაიწყე შენი სტილის ამერიკანიზაცია, სწორედ გარდერობის შესწავლა ეხმარება ამერიკელების უმრავლესობას.



მამაკაცური სამოსი

ამერიკელების გარდერობში არც თუ ისე ცოტა ნივთი მოგზაურობს მამაკაცის გარედერობიდან - ჯინსები, პილოტი-კურტკები, თეთრი მამაკაცის მაისურები, კლასიკური შარვალ-კოსტუმი. "მამაკაცური" ნივთები საკმარისად ავსებს ქალის აქსესუარებსა და ფეხსაცმელებს, იმისათვის რომ ლუქი გამოიყურებოდეს სტილისტურად და ჰარმონიულად.



პრაქტიკულობა

აშშ-ში ყველა ქალს უყვარს პრაქტიკული ხასიათი - ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს სამსახურში წასვლაც, მშობელთა კრებაზე დასწრებაც, მეგობრებთან შეხვედრაც და მაღაზიაში სიარულიც. ამიტომაც, ისინი ხშირად ირჩევენ უნივერსალურ კომპლექტს ოდნაც დაუდევარი სტილის, განსაკუთრებულ სიყვარულს კი ამჟღავნებენ მოსახერხებელი ფეხსაცმლის მიმართ. შეხვდეთ ამერიკელს ქუსლებზე სამუშაო დღეებში, შესაძლებელია მაშინ, თუ მათთვის აუცილებელი წინაპირობაა მათი ტარება სამსახურის დრეს-კოდიდან გამომდინარე.





ბუნებრიობა და შესაბამისობა

ამერიკაში არავინ დააფასებს გრაფიკულ ჩრდილებს და წითელ პომადას დღისით - ბუნებრიობას არჩევენ თითქმის ყველა ადგილობრივი ფეშენისტები. აქ ყველაზე მეტად ფასდება "აყვავებული" გარეგნობა - ჯანსაღი თმები (ძირითადად ნატურალურ ფერებში), კარგი კანი, იდეალური კბილები მუშაობენ უფრო კარგად ვიდრე 2 კილოგრამი კოსმეტიკა. ხოლო იმისათვის, რომ გამოვკვეთოთ ბუნებრიობა და მოვლილი სილამაზე, საკმარისია დავამატოთ ცოტაოდენი ტუში, პუდრი და ტუჩის ბლესკი.



შეუცვლელი დენიმი

ამერიკა ჯინსების სამშობლოა, ამიტომაც არ გაგვიკვირდება, რომ აქ დენიმმა დიდი ხანია შეისისლხორცა სტატუსი "წმინდა". ეს კი სამართლიანია - არსებობს კი ასეთი უნივერსალური მატერიალი კიდევ? ჯინსები ამერიკელებისთვის წარმოადგენენ ოპტიმალურ ვარიანტს დღესასწაულზეც და ყოფით ცხოვრებაშიც-საკმარისია კომპეტენტურად შევუხამოთ ის ლუქს.



კოვბოი და ინდიელი

ამერიკა მრავალეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, ამიტომაც ამერიკელი დიზაინერების შთაგონების წყარო ნაკლებობას არ განიცდის. აქ არის კოვბოური ქუდები და ფეხსაცმელები, ფერმერების კომბინიზონები და ინდიელთა მოტივები, სამხრეთ ამერიკელებისა და კარიბის ზრვის მაცხოვრებელთა ორიგინალური სამოსი. ამასთან, სხვადასხვა ისტორიების აღრევა გვაძლევს არა უსიამოვნო მოდურ "ვინეგრეტს", არამედ სიცოცხლისუნარიან და სტილისტურ შედეგს.




Category: Fashion, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top