1 October 2015      TataNakani     Views 16 959    
Category: Fashion / Take Care

გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა ეს რეალობას ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება. არ არსებობს ჩარჩოები, რომლებშიც თავისუფალი, განათლებული და მიზანდასახული ადამიანები მოექცევიან. მამაკაცების გემოვნებაზე საუბარი ბევრად უფრო რთულია, რადგან ხშირად გაუგებარია მათი რეაქცია კონკრეტულ საკითხზე. ქალბატონებისათვის, რომელთაც არ იციან როგორ მოაწონონ თავი საყვარელ ადამიანებს, წარმოგიდგენთ ტიპობრივ, აქტუალურ ტრენდებს, რომლებიც მამაკაცების უმეტესობას მოსწონთ. საინტერესო და განსხვავებული ქალბატობის სტილი მამაკაცისთვის შესამჩნევია, ეცადეთ იყოთ უფრო მეტად ინდივიდუალურები, ტრენდები ამაში აუცილებლად დაგეხმარებიან.

იხილეთ აქტუალური 10 ტრენდი, რომლებიც მამაკაცებს მოსწონთ.

#1 პრინტიანი და საინტერესო ზედები მამაკაცებისთვის ადვილად შესამჩნევია. მათ მოსწონთ ორიგინალური ქალბატონები, რომლებშიც ინტერესისა და შინაგანი სამყაროს ელემენტებს ხედავენ.


#2 მამაკაცების ყველაზე საყვარელი სამოსი - ჯინსი ნებისმიერ შემთხვევაში დაიმსახურებს მოწონებას, თუმცა მაღალწელიანი ფორმის ჯინსით შედეგი უკეთესი იქნება.


#3 დიდი ზომის სვიტერი მამაკაცებითვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამოსია.


#4 ბოსის ამპლუაში ძლიერი და თავდაჯერებული ქალბატონი კოსტუმში მამაკაცისთვის მიმზიდველი და საინტერესოა.


#5 საინტერესო აქსესუარით - ქუდით მამაკაცის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ.


#6 რბილი ნაჭრის სავარჯიშო იერის მქონე შარვლები მამაკაცებს ძალიან უყვართ. კომფორტულ არჩევანს ისინი აუცილებლად მოიწონებენ.


#7 სპორტული ტოპები მიმზიდველი და საინტერესოა. ისინი დაინახავენ რომ გიყვართ ვარჯიში და სხეულიც შესანიშნავ ფორმაში გაქვთ.


#8 მუსიკალური ჯგუფებისა თუ მომღერლების პოსტერებიანი მაისურები მათ ძალიან მოსწონთ. შეარჩიეთ თქვენი ზომის მაისური, რათა ერთ დღესაც ის თქვენი საყვარელი ადამიანის ტანზე არ აღმოაჩინოთ.


#9 ელეგანტური კომბინიზონები დახვეწილ ქალბატონებს სხვა ელფერს მატებს. მამაკაცების თვალებს ეს არ გამოეპარებათ.


#10 მამაკაცებს უყვართ, როდესაც მათი სამოსი გაცვიათ! ღილებიანი პერანგები თქვენი კომფორტის, საუკეთესო ლუქისა და მოწონების წინაპირობაა.


გარანტიები არ არსებობს, თუმცა ნუ დაიშურებთ ძალებს საუკეთესოს გასაკეთებლად. თქვენი პიროვნების შეცნობის შემდეგ მამაკაცებს აღარ დასჭირდებათ ზედმეტი ელემენტების ძებნა, თუმცა ტრენდები მაინც სასარგებლო იქნება თქვენთვის. გაითვალისწინეთ ისინი და იგრძენით თავი კომფორტულად თქვენს უნიკალურ სტილში საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top