;

17 September 2015      Ancho.     Views 4000    
Category: Fashion, Stars

ELLE: IT-GIRL Olivia Palermo

IT-GIRL
ოლივია პალერმო


ტომი ჰილფიგერთან თანამშრომლობაზე, სენტიმენტებსა და სტილის შეგრძნებაზე

ტომი ჰილფიგერი ხშირად არჩევს მოდურ, ელეგანტურ და მდიდრულ მეგობრებს, იმისათვის რომ წარმოადგინოს საკუთარი ბრენდი. დიზაინერის მიწვევა ოლივიამაც მიიღო და ჟურნალ Elle-ს მოუყვა მისი და მისი ქმრის თანამშრომლობის შესახებ დიზაინერთან.

ELLE: IT-GIRL Olivia Palermo

-როგორ მიიღეთ ცნობილი რედაქტორის მიწვევა?

მე ყოველთვის მომწონდა ტომის კლასიკური სტილის მიქსი. როდესაც მან მე და იოჰანესუს თანამშრომლობა შემოგვთავაზა, ჩვენ არც დავფიქრებულვართ ისე დავთანხმდით. აქამდე ჩვენ ისედაც დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა.

-პროექტზე მუშაობისას ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

მე მივიღე დაუვიწყარი შთაბეჭდილება ქმართან საერთო სამუშაოსგან. ჩვენ ძალიან ვიხალისეთ გადაღებებზე.


ELLE: IT-GIRL Olivia Palermo

-საუკეთესო მოდური რჩევა რაც კი ოდესმე მიგიღიათ?

"ბავშვობაში დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არ გავსულიყავი სახლიდან, სანამ სათანადოდ არ ვიქნებოდი ჩაცმული. დღემდე მივსდევ მის რჩევას. როდესაც წარმოსაჩენად გამოიყურები, თავს უფრო მეტად თავდაჯერებულად გრძნობ"

ELLE: IT-GIRL Olivia Palermo

-ვინ არიან თქვენი სტილის აიქონები?

მე ყოველთვის შთამაგონებდა 1950-60იანი წლების მოდა, ასევე ძველი ჰოლივუდის გლამური. მე მომწონს შავ-თეთრი კინოს ყურება, ოდრი ჰეპბერნის, გრეის კელის, კერი გრანტისა და ჰემფრი ბოგარტის მონაწილეობით. ამ ფილმებით დღემდე შეიძლება ვისწავლოთ მოდური საიდუმლოებანი. ასევე, მე გამიმართლა, რომ მაქვს შესაძლებლობა ბევრი ვიმოგზაურო. მე შთამაგონებს ქუჩის სტილი, რომელსაც ვხედავ სხვადასხვა ქვეყნებში. ცალკე სიამოვნებაა დააკვირდეთ როგორ იცმევს ხალხი ტოკიოს, პარიზისა და ლონდონის ქუჩებში.

ELLE: IT-GIRL Olivia Palermo

-რაზე ამახვილებთ ხოლმე ყოველთვის ყურადღებას ლუქში?

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აქსესუარები. მე მომწონს ექსპერიმენტები ფეხსაცმელებზე, ჩანთებზე და მორთულობაზე. ისინი ხელს უწყობენ ერთიანი ლუქის ჩამოყალიბებას.

ELLE: IT-GIRL Olivia Palermo
Tommy Hilfiger

-თქვენი საყვარელი ხერხი აქსესუარების მოხმარებისას.

მე ვფიქრობ, რომ ქამრები ხელს უწყობენ დაუვიწყარი ეფექტის ჩამოყალიბებას - მაშინაც კი თუ თარგი/სამოსი თქვენი სტილი არ არის, ის მაინც გერგება, სწორედ ქამრის მეშვეობით. ასევე,საუკეთესო გამოსავალია რომ არ მიაკითხოთ მკერავს.

-ყველაზე სენტიმენტალური ნივთი თქვენს გარდერობში?

მე მოდაში ვარ ადრეული ასაკიდან. როდესაც 21 წლის გავხდი, დედამ Rolex-ის ოქროს საათი მაჩუქა, რომელიც დღემდე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. დედაჩემს ძალიან კარგი გემოვნება აქვს აქსესუარებში. როდესაც პატარა ვიყავი, მას ხშირად დავყავდი ანტიკვარული ნივთების გამოფენაზე-რითიც ბევრი გავიგე იუველურ ვინტაჟზე. დღესდღეობით, ასეთი ნივთების კოლექციონერი ვარ.

ELLE: IT-GIRL Olivia Palermo

-როგორ ირჩევთ ყოველდღიურ სამოსს?

მე მუდამ დაკავებული ვარ, სულ შეხვედრებსა და გზებზე ვარ, ამიტომაც არ მაქვს დრო, რომ დილით დავფიქრდე ჩემს გარდერობზე. წესრიგი კარადაში - არის პრობლემის გადაწყვეტა. ყველაფერი ყურადღებით მაქვს განაწილებული, ამიტომაც იოლად ვპოულობ იმას რაც საჭიროა. მთავარია შექმნა სტილისტური კომპლექტი იმისგან რაც გაქვთ.

ELLE: IT-GIRL Olivia Palermo

-როგორ იცვლება თქვენი სტილი დღის და ღამის დროს?

ჩემი საყვარელი ხერხია - ეფექტური აქსესუარები, ისინი მეხმარებიან შევცვალო ყველაფერი. თქვენ არასოდეს შეცდებით, თუ გაიკეთებთ ბეჭედს, სამაჯურს ან მასიურ ყელსაბამს.

-დაასახელეთ სამი ელემენტი, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ყველა ქალის გარდერობში.

კარგი წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, კლასიკური საათი და იდეალურად მორგებული კოსტუმი.

ELLE: IT-GIRL Olivia Palermo

-გიყვართ ღია ჩრდილები? თუ მონოქრომული პალიტრის მოყვარული ხართ?

ნებისმიერ წელიწადის დროს მომწონს ღია ფერის სამოსის ტარება. ეს ხომ ნამდვილი სიამოვნებაა-აიღოთ ძირითადად რომელიმე ფერი და ექსპერიმენტები განახორციელოთ სხვადასხვა ფერის აქსესუარებით. არ გეშინოდეთ ფერების შერწყმა და კომბინირება!

-Tommy Hilfiger-ის ბოლო კოლექციაში ყველაზე მეტად რა გხიბლავთ?

ჩემი ფავორიტია სვიტრი V-ფორმითა და კლასიკური ტოპი საზღვაო სტილში. ისინი უკვე დამკვიდრდნენ ჩემს გარდერობში. მე ასევე მომწონს "ბოიფრენდი ჯინსები", შავ-თეთრი ერთიანი კაბა და საზაფხულო შორტები. კოლექციაში აისახება რამდენიმე სტილი, ამიტომაც ყველა ნივთი ადვილად ერევა ერთმანეთს.

ELLE: IT-GIRL Olivia Palermo

-თქვენი სტილის შეგრძნება რამდენად მოდის ჰარმონიაში ჰილფიგერის ხედვასთან?

ტომი კლასიკური სტილის ნამდვილი პროფესიონალია. მე ყოველტვის ვცდილობდი გარდერობის მოწყობას ისეთი ელემენტებით, როგორებიცაა ხარისხიანი ჯინსები, პერანგები და სვიტრები, ტომი ჰილფიგერის ყველა კოლექცია კი გვთავაზობს ყოველდღიური ნივთების მდიდრულ არჩევანს, რომლებიც ადვილად ეხამება ერთმანეთს.


ELLE: IT-GIRL Olivia Palermo


Category: Fashion, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top