19 August 2015      TataNakani     Views 4 586    
Category: Fashion / Fun, Interesting


132 წლის წინ მოდის სივრცის ყველაზე გამორჩეული და ეპოქალური ქალბატონი- გაბრიელა "კოკო" შანელი დაიბადა. კოკომ უდიდესი წვლილი შეიტანა ქალბატონთა სტილის განვითარებაში, დატოვა დაუვიწყარი სურნელი, შეცვალა ქალბატონთა აზროვნება და დამოკიდებულება თავიანთი თავებისა და მოდის მიმართ, მან თქვა ახალი სიტყვა მოდის სფეროში. ყველაზე წარმატებული და უკვდავი მოდის სახლის სათავეში 1983 წლიდან კარლ ლაგერფილდი დგას."შანელი" არ კარგავს გავლენას მოდის სფეროში, ის საუკეთესო და შეუცვლელია. მოდის სახლის 2015 წლის საშემოდგომო კოლექციის ფონზე,
გადაავლეთ თვალი ლეგენდარული ქალბატონის- კოკო შანელის ციტატებს.

"მოდა არ არსებობს მხოლოდ სამოსში. მოდა არის ცაში, ქუჩაში. მოდა ეხება იდეებს,
იმას თუ როგორ ვცხოვრობთ, რა ხდება ჩვენ გარშემო."


"მოდა არქიტექტურაა": მთავარი პროპორციულობაა."

"შავისა და თეთრი ფერის სილამაზე აბსოლუტურია, ეს არის სრულყოფილი ჰარმონია."

"მოდა ხუმრობა გახდა. დიზაინერებს დაავიწყდათ რომ კაბების მიღმა ქალბატონები არიან. ქალბატონები მამაკაცებისთვის იმოსებიან, უნდათ რომ ისინი მოხიბლონ. ქალბატონებს მოძრაობაც უნდა შეეძლოთ, სამოსს ბუნებრივი ფორმა უნდა ჰქონდეს!"

"იმისათვის რომ იყო შეუცვლელი, განსხვავებული უნდა იყო."

"მოდა ჭკნება, მხოლოდ სტილი რჩება უცვლელი."



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion / Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top