;

19 August 2015      TataNakani     Views 6798    
Category: Fashion, Fun, Interesting

მოდური ტენდენციები მუდმივად იცვლება. მოდური წესები მალევე კარგავს ძალას და ახალი წესები ჩნდება. ზუსტად არც არავინ იცის ვინ ადგენს ამ წესებს, წესებიდან გამომდინარე ვინ ქმნის მითებს. წარმოგიდგენთ 8 ყველაზე აქტუალურ მითს, რომლებიც ხშირად არჩევანის თავისუფლებას გიზღუდავენ და ჩარჩოში მომწყვდეულებს ინდივიდუალურობის განცდას გიკარგავენ.

#1 თეთრი ფერი არ არის მხოლოდ ზაფხულის აქტუალური ფერი!
იგრძენით თავი კომფორტულად და თავდაჯერებულად ნებისმიერ სეზონზე თეთრი ფერის სამოსში. ფერი, რომელიც ყველაფერს შეგიძლიათ შეუხამოთ, აქტუალური ნებისმიერ სეზონზე! დაივიწყეთ მითები!

#2 მოდური ლუქისთვის არ არის აუცილებელი ერთი ფერის აქსესუარები.
სხვადასხვა ფერის ფეხსაცმლემებითა და ჩანთით თქვენი ლუქი განსხვავებული და ინდივიდუალური იქნება.

#3 სხვადასხვა პრინტის შეხამებით მოდური წესი არ დაირღვევა!
რადგან ასეთი წესი არც არსებობს, იყავით თავისუფლები! გასული წლის ტრენდი - პრინტიანი სამოსი ნებისმიერ სხვა პრინტს შეუხამეთ. თქვენი მთავარი მოტივაცია საუკეთესო ფერთა შეხამებაა.

#4 მეოთხე მითი შავისა და მუქი ლურჯი ფერების შეხამებას ეხება.
მუქი ფერების შეხამება ელეგანტური და დახვეწილი არჩევანია. ასე რომ თამამად დაიცვით ერთად მუქი ლურჯი და შავი სამოსი.

#5 ბრჭყვიალა და კაშკაშა სამოსი მხოლოდ ღამისთვის არ არის!
ეს მითი წარსულს უნდა ჩაბარდეს, ჩაიცვით თქვენი გამორჩეული და თვალწარმტაცი სამოსი დღის ნებისმიერ მონაკვეთში!

#6 გრძელი სამოსის მოსარგებად თქვენი სიმაღლე საჭირო არ არის!
მითი #6 რომ გრძელი კაბები და შარვლები მხოლოდ მაღალ ქალბატონებს უხდებათ მცდარია!

#7 მითი, იმის შესახებ რომ ღია ფეხსაცმელებზე კოლგოტისა და წინდების ჩაცმა არ შეიძლება, ალბათ იმ ადამიანებმა მოიგონეს, ვისაც ეს არ უცდიათ! გემოვნებიან ფერთა და მოდელთა შეხამება ცუდ შედეგამდე არასდროს მიგიყვანთ.

#8 აქსესუარების მოყვარულთათვის ეს მითი დიდი ხნის წინ უნდა გამქრალიყო. ოქროსა და ვერცხლის შეხამება ლუქის გამორჩეული და განსხვავებული ელემენტია.
დაივიწყეთ მითები და ჩარჩოები, თქვენი ინდივიდუალური ხედვა და სტილი ყველაზე მნიშვნელოვანია!



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion, Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top