;

14 July 2015      KobakhidzeNuca     Views 4189    
Category: Fashion, Stars


STYLE ICON - CARLA BRUNI

კარლა ბრუნი - წვეულებების მოყვარული გოგონადან პირველ ლედამდე

90- იანი წლების სუპერმოდელი, მომღერალი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლე. იტალიელი ქალბატონი, რომელიც სადა და დახვეწილი სტილით გამოირჩევა, რაშიც იდეალური სხეულიც უწყობს ხელს და თამამად შეიძლება ეწოდოს ქალური და დახვეწილი სტილის ეტალონი.

კარლა ბრუნი 90' წლების სუპერმოდელად მიიჩნევა ნაომი კემპბელ და სხვა იმ ეპოქის ცნობილ მოდელებთან ერთად. ის გასაოცარ, დახვეწილ ქალბატონად გადაიქცა ნიკოლა სარკოზთან რომანის გაბმის შემდეგ. წვეულებების მოყვარული სუპერმოდელის ისტორია მცირედი სკანდალებისდა მიუხედავად მის ხასიათს მხოლოდ საინტერესო დეტალებს სძენს და არა და არ ვნებს ქალბატონს. კარლას ფოტო, სადაც მან შიშვლად იპოზიორა ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთერთ საუკეთესო ფოტოდ ჩაიწერა და აუქციონზე რამდენიმე მილიონ დოლარად გაიყიდა - როგორც ხელოვნების ნიმუში. კარლა დახვეწილი გემოვნების და ქალური სისუსტეების ძლიერი მაგალითია, რომელმაც ყველაფერი ჭკვიანურად გათვალა და გადაათამაშა.

STYLE ICON - CARLA BRUNI

კარლა იტალიელი პიანისტის მარისა ბორინი და კლასიკური კომპოზიტორის ალბერტო ბრუნი ტედეშის ოჯახში დაიბადა, მას და-ძმა ყავს. 2008 წლის ინტერვიუში კარლა გამოტყდა, რომ მისი ნამდვილი მამა იტალიაში დაფუძნებული ბრაზილიელი მაგნატი ვინმე მაურიციო რემერტი გახლდათ, რომელიც ასევე მუსიკით იყო გატაცებული და დედამისთან 6 წლიანი რომანი აკავშირებდა. თუმცა კარლა ბრუნი-ტედეშის ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიიჩნევა და ოჯახის მემკვიდრეობასაც ფლობს, ფირმა, რომლის წილიც მისმა ოჯახმა Pirelli-ს მიყიდა და შემდგომ საფრანგეთში გადასახლდნენ 1975 წელს, რათა თავი დაეღწიათ კომუნისტი ტერორისტების მუქარისგან მოეტაცებინათ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით მათი ბავშვები. კარლა 7 წლის ასაკიდან საფრანგეთში იზრდებოდა და შვეიცარიის სკოლაში სწავლობდა. შემდგომ სწავლა პარიზში განაგრძო ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც 19 წლის ასაკში მიატოვა სამოდელო სფეროდან შემოთავაზებების გამო. მოდელობასთან ერთად ის ხშირად ჩნდებოდა პრესაში გახმაურებული რომანების წყალობით, ხვდებოდა ვინსენტ პერეზს, მიკ ჯაგერს, ერიკ კლაპტონს, შარლ ბერლინგს და ფრანგ პრემიერ მინისტრ ლორან ფაბიუსს. გატაცებულია მუსიკით და ჩაწერილი აქვს რამდენიმე ალბომი. აქტიურადაა დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით და ეხმარება შიდსით დაავადებული დედებსა და ბავშვების დაცვის პროგრამას Born HIV Free. კარლა ორი შვილის დედაა, გოგონა ჯულია სარკოზი 2011 წელს შეეძინა ნიკოლა სარკოზთან ქორწინებიდან 43 წლის ასაკში, პირველი შვილი ვაჟი აურელიენ ენთოუენი 2001 წელს ქორწინების გარეშე ყავს გაჩენილი ფრანგი ფილოსოფიის ფროფესორ რაფაელ ენთოუენისგან, რომელიც იმ პერიოდში ქორწინებაში იმყოფებოდა, წყვილი 2007 წელს დაშორდა.



















































Category: Fashion, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top