;

11 June 2015      TataNakani     Views 4399    
Category: Fashion, Prom Dress, Georgians


ცნობილი ქალბატონები ლისის ტბაზე მანანა მანიას ჩვენებაზე შეიკრიბნენ.
M.M-ის ჩვენებაზე 50 ლუქი მოდელების ნაცვლად მსახიობებმა წარმოადგინეს.
300 სტუმარს ლისი ლაუნჯმა უმასპინძლა.

ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო საღამოს, საქორწილო და თავისუფალი სტილის სამოსი.
ჩვენების კურატორი ლიკა ყაზბეგი, ხოლო წამყვანი ზუზუ ბეჟაშვილი გახლდათ.

კოლექცია მაკა შალიკაშვილმა, ეკა ჩხეიძემ, ჯანეტ ქერდიყოშვილმა, ლიკა ყაზბეგმა, ლელო ჩქარეულმა, ეკა ანდრონიკაშვილმა და სხვა ცნობილმა ქალბატონებმა წარმოადგინეს.

მანანა მანიას კოლექციის კონცეფცია თავისუფლება, ინდივიდუალურობა და უნიკალურობაა. ჩვენებაზე წარმოდგენილი 50 კოსტუმი განსხვავებული იყო. კოლექცია გამორჩეულია ფერთა სიმრავლით, განსხვავებული ნაჭრებითა და კოსტუმების მრავალფეროვნებით. M.M-ის მოდის სახლი, როგორც სამოსს, ასევე აქსესუარებსაც ქმნის. ჩვენებაზე გამოყენებული ყველა ნივთი მოდის სახლს ეკუთვნის.

მანანა მანიას მთავარი მოტივაციაა სამოსში წარმოაჩინოს ადამიანის შინაგანი სამყარო. სამოსით ინდივიდუალურობის გამოხატვა დიზაინერმა არა მოდელებს, არამედ მსახიობებს მიანდო.
თავისუფალი და არაორდინარული ჩვენება ეკა ჩხეიძემ გახსნა.

იხილეთ მანანა მანიას 2015 წლის კოლექცია.




















































































M.M
ფალიაშვილის #44/5


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion, Prom Dress, Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top