30 May 2015      Ancho.     Views 5 650    
Category: Fashion



მოდური ტრენდი: ბოტასები
2015


2015 წლის ზაფხულის სეზონმა მოდისათვის მსხვერპლის გაღებაზე უარი თქვა. კომფორტისა და მოხერხებულობის შეგრძნება ამოსავალი წერტილი გახდა ახალი სტილის დამკვიდრებაში. ფეხებზე, რომ მტკიცედ იდგე, საჭიროა გაითვალისწინო დიზაინერების შემოთავაზება ბოტასების შესახებ. როდესაც, მაესტრომ, კარლ ლაგერფილდმა თავის გაზაფხული 2015-ის კოლექციაში ბოტასების პოზიცია გაამყარა, თითქმის ყველა დიზაინერმა აითვისა ეს სპორტული ტენდეცია.











ღია, ნათელი ფერები


Burberry

ჭრელი ფერის სნიქერსები Burberry -ის კრეატიულმა დირექტორმა შექმნა. მის კოლექციებში თამამი ფერთა მიქსები ჭარბობდა, რომლებიც მშვენივრად ეხამება შიფონის კაბებსა და მდიდრულ ქვედაბოლოებს. ბოტასებს უხამებენ ტყავის და ქსოვილის დეტალებს, რომლებიც მთლიანობაში გამოიყურება როგორც ნათელი ფაზლი. ფერადი თასმები-საერთოდ ძალიან შეუყვარდათ მოდის მოყვარულებს, ალბათ გახსოვთ კიდეც დრო, როდესაც ფეშიონისტები მარცხენა და მარჯვენა ბოტასებს სხვადასხვა ფერის თასმებს უკეთებდნენ. მოდამ ტენდეცია აღადგინა.






პლატფორმა


DKNY

DKNY ს დიზაინერებმა ამ სეზონზე ბოტასები და პლატფორმა ეფექტურად შეათამაშეს, ამით ტრენდი გახადეს მაღალი და დაურთეს ფერები ზოლებად. ნეონის ჩრდილები მართლაც საოცრად შეეხამა პლატფორმას. ასეთი მოდელები ძალიან ჰარმონიულად შეეწყო ურბანისტულ სტილს, რომელსაც ბრენდი სეზონიდან სეზონამდე ამკვიდრებს. დიზაინერები სხვადასხვა ფაქტურის ქვედაბოლოებისგან შექმნილ სილუეტს მსგავს ექსტრავაგანტურ ელემენტს უმატებენ.






ორიგინალური თასმა


Emporio Armani

არმანის ჩვენებაზე, მოდელები პოდიუმზე გამოდიოდნენ სპორტულ ბოტასებში მაღალ თასმებზე და დაბალ ყელზე, რაც პადიომის დიდ ნაწილს აჩენს. შიშველ ფეხზე ჩაცმული სნიქერსები აქტიური შენამატია ტყავის ქურთუკთან, თუმცა ისინი საქმიან ქალაქის სტილსაც საოცრად ერგება, რადგანაც ფეხსაცმელი ლუქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.






კლასიკა თეთრში


Temperley London DKNY

Total white ყოველთვის მუშაობს, როდესაც გსურს იყო პერფექციონისტი შენი სტილის გამოვლინებისას. DKNY-ს დიზაინერებმა მყიდველებს თეთრი ბოტასები შესთავაზეს ფართო, ფერად ძირებზე. ეს მოდელი საუკეთესოა ოდნავ გამჭვირვალე, მსუბუქ კაბებზე, მეტალის აქსესუარებზე და ჯინსის ჟაკეტები.

კლასიკური თეთრი კედები-საუკეთესო სპორტული ინვესტიციაა. გაიხსენეთ საკულტო Converse. Temperley London-ის კოლექციებში დიზაინერმა გვაჩვენა რამდენად მარტივია ატაროთ მსგავსი ბოტასები შარვალ-კოსტუმთან, ჟილეტებთან და საღამოს კაბებთანაც კი. მთავარია შექმნათ გააზრებული გულგრილობა ქალაქის სტილის გათვალისწინებით.










Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top