28 May 2015      Ancho.     Views 7 635    
Category: Fashion / Make up



საზაფხულო მაკიაჟის 10 ტრენდი

ამ ზაფხულს, მოდის სახლების ვიზაჟისტებმა გადაწყვიტეს დაერღვიათ ყველა მიღებული კანონი — მუქი მონასმები გახდა თეთრი, გაღიავდა წარბების ფერიც, წამწამები კი სულაც არ არის აუცილებელი გამოიყურებოდეს ბუნებრივად. წარმოგიდგენთ მაკიაჟის ახალ ტრენდებს კარს მომდგარი სეზონისათვის.



ბრინჯაოს ნათება

ზაფხული-ეს ის დროა, როცა შეგიძლია თავი მოიწონო ბრინჯაოსფერი რუჯით, ან შექმნა მისი ეფექტი მხოლოდ მაკიაჟის დახმარებით. ბრინჯაო მისაღებია ნებისმიერი რაოდენობით. გამოიყენეთ ნათელი ჩრდილები, პუდრა და ტუჩსაცხი თბილ ფერებში.





გრძელი მონასმები

Chanel-ის ჩვენებამ გვიკარნახა თვალის გრძელი ჩრდილები, რომლებიც ვიზუალურად ადიდებენ თვალებს და მზერას მეტად გამომხატველს. ასეთი მაკიაჟის გამეორება შესაძლებელია ლაინერითა და მუქი ჩრდილებით.





ღია წარბები

გოგონები, რომლებსაც ღია ფერის წარბები აქვთ და მათ ოდნავ განსხვავებული ტონალობით ამუქებენ, ამ სეზონზე მათ რიჟა ფერის ფანქრით უნდა გამოყონ თავიანთი ღია წარბები. ეს ტენდეცია განსაკუთრებით უხდებათ ცისფერ/ნაცრისფერ თვალებიან გოგონებს.





გათხაპნილი წამწამების ეფექტი

ნამდვილად საკამათო ტრენდია, რომელიც განაგრძობს გაიმყაროს პოზიციები. ქალები ყოველტვის ეძებენ ტუშს, რომელიც მაქსიმალურად ყოფს წამწამებს და მათ ბუნებრივ და იდეალურ ელფერს სძენს. ახლა, ყველაფერი პირიქითაა!






Nude Face

ბუნებრიობა ყოველთვის მოდაშია, განსაკუთრებით ამ სეზონზე. მაკიაჟის შექმნა სტილში nude-წარმოაჩენს კანის იდეალურ ტონს, რომელიც დასამუშავებელია. ამისათვის კი საჭიროა კონსილერი, მსუბუქი ტონალური, ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი და პასტელური ფერები.






კაშკაშა ტუჩები

Dolce & Gabbana-ს მოდის სახლი გვთავაზობს აქცენტი არა თვალებზე, არამედ ტუჩებზე გავაკეთოთ. გავამახვილოთ ყურადღება, რომ ეხლა ტრენდია, არამარტო კლასიკური წითელი პომადა, არამედ მდიდრული კენკრისფერებიც.






თეთრი მონასმები

თუ ჩვეული შავი ფანქარი უკვე მოგბეზრდათ, სცადეთ ჩანაცვლოთ ის თეთრით. შესაძლოა ასეთი სტილის მაკიაჟი სარისკოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ექსპერიმენტები საინტერესოა და ამ შემთხვევაშიც ღირს.






თვალის მუქი უპეები

როგორც ყოველთვის, ვიზაჟისტები გვირჩევენ, რომ თვალის შიდა დაბოლოებები უფრო ღია ტონალობებით შევღებოთ-ეს კლასიკური მაკიაჟის წესია. ამ ზაფხულს კი ამ წესის დარღვევა უწევთ, რადგანაც ახლა ტრენდია, რომ ტონალობა გაამუქოთ თვალის ბოლოდან მის უპეებამდე და არა პირიქით. ეს რა თქმა უნდა არ არის გამიზნული ყოველდღიური მაკიაჟისთვის, მაგრამ საღამოებისათვის მეტად ეფექტურია.



ღია ვარდისფერი ჩრდილები და ტუჩსაცხი

მოდის ზენიტშია ღია ვარდისფერი ჩრდილებისა და ტუჩსაცხის შეხამება. მაკიაჟის ეს ვარიანტი მოსახერხებელია ყოველდღიურობაში და უხდება ყველა ტიპის გოგოს. მთავარია, სწორად შეირჩეს საკუტარი ვარდისფერი ტონი.







Category: Fashion / Make up
Tags:

Share it
Comments
Back to Top