;

28 May 2015      Ancho.     Views 3189    
Category: Fashion, Stars



ვარსკვლავები არომატ Chanel №5 -ის ისტორიაში

კოკო შანელის მიერ შექმნილ სუნამოს მაისის თვეში იუბილე აქვს. გავიხსენოთ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც სარეკლამო რგოლში მიიღეს მონაწილეობა.

მოდის თამამმა ნოვატორმა კოკო შანელმა ჩაიფიქრა, რომ თავისი პირველი სუნამო სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო. წინა საუკუნის 20-იან წლებში, პოპულარობა ყვავილის არომატებს ჰქონდათ, რომლებსაც ამაყად იპკურებდნენ დღეში რამდენჯერმე. მან რუსეთის იმპერატორის ყოფილ პარფიუმერთან ერნესტ ბოსთან ერთად გადაწყვიტა შეექმნა უფრო მძლავრი რამ, რომელიც გაიფურჩქნებოდა მთელი დღის განმავლობაში. კომპოზიციაში მან ჩართო ბერგამოტი, ლიმონი, ჟასმინი, შროშანი, ვარდი, ამბროია, ვანილი-სწორედ მათ შექმნეს არომატი, რომელსაც შემქმნელთა თქმით "ქალის სურნელი" ჰქონდა.
which smells like a woman





სუნამოს დიზაინიც არსებულის საწინააღმდეგოდ შეიქმნა: ყვავილოვანი თარგების და არაორდინალური ფორმების მაგივრად, კოკომ ფსონი მინიმალიზმზე დადო. არომატი ინახებოდა მართკუთხა ქილაში და გაფორმებული იყო მხოლოდ და მხოლოდ წარწერით Chanel № 5. სახელი ასევე ლაკონურობით შეირჩა. შანელმა ის შეარჩია მას შემდეგ, რაც ერნესტმა მას 10 ვერსია მოუტანა, მოდელიერმა კი არჩევანი სწორედ მეხუთეზე გააკეთა.

პირველი ეგზემპლარები კოკომ მაღალ საზოგადოებაში დაარიგა. ამ ჯილდომ და კოკოს ფოტომ პარფიუმით ხელში ნამდვილი ეფექტური რეკლამა გაუწია ბრენდის პროდუქტს.









ქეთრინ დენევი

60-იან წლებში, არომატის გაყიდვა დაეცა, ამიტომაც ბრენდის არტ-დირექტორმა გადაწყვიტა მისი გარეკლამება მსახიობ ქეთრინ დენევისთვის ენდო. შანელი გახდა პირველი სუნამო, რომლის რეკლამისათვისაც მოიწვიეს ცნობილი ვარსკვლავი. ფრანგი პოზიორობდა ფოტოსესიებში და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე რგოლში, რომელთა რეჟისორიც იყო რიდლი სკოტი. აღსანიშნავია, რომ ქეტრინს არცერთ კადრში არ უჭირავს ფლაკონი ხელში, ის მხოლოდ ფოტოების დამუშავების შემდეგ ჩასვეს.



კაროლ ბუკე

ქეთრინ დენევმა პარფიუმს სტატუსი დაუბრუნა, ამიტომაც მოდის სახლმა გადაწყვიტა მომავალშიც გამოეყენებინა ვარსკვლავი ყურადღების მისაპყრობად. 1986 წელს, არომატის სახე გახდა მსახიობი კაროლ ბუკე, რომელმაც თავის ხასიათს შესძინა მეტი გახსნილობა და სითამამე. ბრენდის ახალი რჩეული გამოჩნდა დეკოლტირებულ კაბასა და პერანგში. სარეკლამო რგოლი კვლავ რიდლი სკოტს ანდეს.



ესტელა უორენი

1996 წელს, ცნობილმა ბრენდმა შეცვალა თავისი პრინციპი და ბრენდის სახე გადახა არა ფრანგი, არამედ კანადელი. Chanel-მა სათავეში კვლავ სექსუალურობა მოაქცია, მან წარმდგენად ჟურნალების: Maxim-ის, FHM-ის, Sports Illustrated-ის მოდელი აირჩია. უორენს მისტიკური ხასიათი შეურჩიეს. სარეკლამო ფოტოზე ის გრძელი კაბით შემოსეს, რომლის კალთაც თევზის კუდს ჰგავდა, რგოლში კი ლუკ ბესონთან ერთად, გოგონა წითელქუდა თამაშობს, გამქრალს მეთვალყურე მგლებისაგან.



ნიკოლ კიდმანი



კოსტუმირებული დრამის ოსტატმა ბაზ ლურმანმა შანელის რგოლი თეატრალურ დადგმაში გადაზარდა, რომელიც ტრაგიკულ სიყვარულს მიეძღვნა. გრძელი საღამოს კაბები და ავსტრალიელი ნიკოლ კიდმანი, რომელიც მანამდე მასთან ერთად მუშაობდა ფილმში "მულენ რუჟი". ბაზის მასშტაბურ დადგმას 2004−2005 წლებში დიდი ფინანსები დაეხარჯა. სამწუთიან ვიდეოზე 43 მილიონ $-მდე დაიხარჯა, რაც საშუალო სტატისტიკის ამერიკული ბლოკბასტერის ბიუჯეტს უდრის.



ოდრი ტატუ



ითამაშა რა 2009 წლის ბიოგრაფიულ ფილმში კოკო შანელი, ოდრი ტატუ ავტომატურად გახდა ცნობილი არომატის სახე. მსახიობი, რომელსაც აქამდე მონაწილეობა არ ჰქონია მიღებული სარეკლამო რგოლებში, ენდო თავის ძველ ნაცნობს რეჟისორ ჟან პიერ ჟენეს. ამჯერად, შედეგი იყო ორწუთიანი რგოლი "ღამის მატარებელი" მიძღვნილი სტამბულში მოგზაურობაზე.



ბრედ პიტი



2012 წელს, შანელმა კვლავ განსხვავებულობა არჩია და ქალის არომატის სახე ბრედ პიტი გახდა. გასაოცარია, რომ ასეთი შთამაგონებელი სიუჟეტების შემდეგ, შემქმნელებმა ისტორიას აღარ მოუხმეს და მსახიობი შავ-თეთრ რგოლში გადაიღეს კედლის ფონზე. ვიდეოში პიტი გვეუბნება, რომ Chanel № 5 ეს არის აუცილებლობა, რომელიც დასდევს მას, როგორც ბედი, სიყვარული და მარადიულობა. მსახიობის აღიარება ჯო რაიტმა აღბეჭდა, რაც შემქმნელებს 7 მილიონი $ დაუჯდათ.



მერლინ მონრო



მოდის სახლ შანელში უყვართ იმ ისტორიის გახსენება, როცა მერლინ მონრო ჟურნალ Life-ში გამოტყდა, რომ ღამით არაფერს არ ატარებს გარდა რამდენიმე წვეთი შანელი ნომერი ხუთისა. ეს ფრაზა მისი კრედოც კი გახდა. ქერათმიანის ფოტომ სუნამოს ქილით ხელში ეფექტური რეკლამა გაუწია შანელს. 2013 წელს, ბრენდმა გადაწყვიტა თავისი ვალი მოეხადა თავის მუზისთვის და გამოუშვა რგოლი, რომელშიც თავი მოუყარა ლამაზმანის უცნობ ფოტოებს, გამომტყდარს შანელის სიყვარულისადმი.




ჟიზელ ბიუნჰენი



2014 წელს სადავეები კვლავ ბაზ ლურმანმა აიღო ხელთ და სარეკლამო რგოლში ჟიზელ ბიუნდჰენი მოგვევლინა. ეს იყო რევერანსი თანამედროვე ქალების მიმართ, რომლებიც ერთმანეთს უწყობენ ბავშვებს, სპორტს, თავის მოვლას და კარიერას. სასიამოვნოა, რომ ამ ქაოტურობაში ლამაზმანი პირველ ადგილზე სიყვარულს აყენებს. ვიდეოს გმირი სიმღერაზე You’re the One That I Want , გადაღებებიდან საყვარელ ადამიანთან მირბის.



Category: Fashion, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top