;

26 May 2015      Ancho.     Views 8156    
Category: Fashion


5 მოდური ტრენდი
რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან


წარმოგიდგენთ სილამაზის ინდუსტრიის კლასიკურ შემთხვევებს, რომლებიც აქტუალურია მუდმივად.



წითელი პომადა


ნიუ-იორკის მცხოვრებლები 1912 წელს და მერლინ მონრო

მადონა და გვენ სტეფანი

მე-20 საუკუნის დასაწყისში წითელი ტუჩსაცხი ქალებისათვის სამართლიანობისთვის ბრძოლისა და ხმის უფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. მისით იღებავდნენ ტუჩებს მასიური დემონსტრაციების დროს. დროთა განმავლობაში სიმბოლიზმი ჩაცხრა და და გზა დაუთმო ახალ თეორიას - სექსუალურობას. "ალუბალი ტორტზე" 50-იან წლებში მერლინ მონრო გახდა. პლატინის ქერათმიანის ტიტული გამომწვევი ტუჩებით, სერიოზული პრეტენდენტია "მუდმივის" ეპითეტზე. წითელი პომადის მიმდევრები 80-90 იან წლებში მადონა, ხოლო 2000-ანებში გვენ სტეფანი გახდა. გარდა ცნობილი აიქონებისა, ტრენდი დღესაც აქტუალარად გამოიყენება ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებში.













SMOKY EYES


გრეტა გარბო და ეიზაბეტ ტეილორი

ნაომი კემპბელი და კარა დელვინი

შემთხვევითი არაა, რომ მრავალმნიშვნელოვანი მსუბუქი მაკიაჟი და ხშირი წამწამები პოპულარული გახდა უხმო კინოს ეპოქაში. მათი დახმარებით, გრეტა გარბოს შეეძლო ეკონტაქტა მაყურებელთან მხოლოდ თვალების მეშვეობით. smoky eyes-ს კიდევ ერთი ძლიერი გამოვლინება მოხდა 1963 წელს, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა სურათი "კლეოპატრა", სადაც მთავარ როლს ელიზაბეტ ტეილორი განასახიერებდა. სწორედაც კაშკაშა თვალები-არის ასოციაცია, რომელიც პირველი გვაფიქრდება ეგვიპტელი დედოფლების ხსენებაზე. მსუბუქ მაკიაჟსა და მდიდრულ ვარცხნილობაზე გიჟდებოდა ნაომი კემპბელი 90-იანებში. დღეს, smoky eyes-ს უამრავი ვარიაცია შვენის ყოველ მეორე მოდის ჩვენებას.









"ჩოლკა"


ბეტი პეიჯი და ჯეინ ბირკინი

შენონ დოერთი და რიანა

რთულია იპოვნოთ ქალი, რომელსაც ცხოვრებაში არ დასუვამს თავის თავისთვის კითხვა: "შევიჭრა თუ არა "ჩოლკა"? 1950-იანებში ამერიკელმა საკულტო მსახიობმა ბეტი პეიჯმა უპასუხა "კი". სწორედ მან მიანიჭა მას კულტურის აუცილებელი ატრიბუტის ტიტული. 60-70-იანებში "ჩოლკამ" უფრო მეტად ბოჰემური საზოგადოება მოიცვა. გაიხსენეთ ინგლისელი მოდელი ჯეინ ბირკინი. 90-იანებში ვარცხნილობის სტილი დაამკვიდრეს სერიალის "ბევერლი ფილზი 90210"-ს გმირებმა, 2000-იანებში კი რიანამ.











"კატისებრი თვალები"


ბრიჯიტ ბარო და ტვიგი

ტეილორ სვიფტი და არიანე გრანდე

რა არის ის მაგიური მიმზიდველობა, რითიც თავს იწონებდა ბრიჯიტ ბარდო 60-იანებში? გრძელი ღია ფერის ლოკონები, სქელი ტუჩები? ვიზაჟისტები ერთხმად დაგიმტკიცებენ: იდეალური მონასმები! შავი ლაინერი თვალებს ფართოს და ღიას ხდის და მათ იდეალურ ფორმას სძენს. არაა გასაკვირი, რომ დღემდე ბევრი ქალი მიმართავს ამ სილამაზის ხერხს. ამგვარი სტილის დამკვიდრებელი იყო ტვიგიც, მის მაკიაჟს წლობით იმეორებენ. სექსუალურ მონასმებს თვალების კუთხეებში უარი ვერც ტეილორ სვიფტმა და არიანა გრანდემ უთხრეს.











ვარცხნილობა "ბობი"


ლუიზა ბრუქსი და ლინდა ევანჯელისტა

ვიქტორია ბექჰემი და სიენა მილერი

ლუიზა ბრუქსის "ბობი" 1920-იანი წლების მოდის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი დეტალია. ვარცხნილობის ფორმამ ძლიერი გავლენა იქონია არტ-დეკოს სტილზე და არაერთხელ იქნა გამეორებული ბოლო ათწლეულების განმავლობაში. პოდიუმზე მოღვაწეობის თავის "ოქროს ხანაში" ლინდა ევანჯელისტა ბრწყინავდა რეკლამებსა და ჩვენებებში თავისი თავით. სწორედ "ბობი" გახდა ვარცხნილობის იდეალი და სავიზიტო ბარათი მოდელებისათვის. ეს ფორმა კარგად მოირგო სტილის აიქონმა ვიქტორია ბექჰემმა. "ბობის" კლასიკურმა ვარიანტმა ბრწყინვალედ გამოყო მისი ლოყები. უფრო მსუბუქი ვარიანტით თავს იწონებს სიენა მილერი.











Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top