;

19 May 2015      TataNakani     Views 2973    
Category: Fashion, Photos

Charlize Theron  for W

Mad Max-ის მსახიობი W ჟურნალის ფოტოსესიაში.
2015 წლის მაისის ნომრისთვის შარლიზ ტერონი ორმა ფოტოგრაფმა Mert Alas-მა და
Marcus Piggott-იმ გადაიღეს. მსახიობის სტილზე Edward Enninful-მა იზრუნა.
იხილეთ შარლიზ ტერონი
W ჟურნალის განსხვავებულ, ელეგანტურ და სექსუალურ ფოტოსესიაში.




"Mad Max ადრე ვნახე, პატარ-პატარა კადრებივით მახსოვს: გზა, მანქანები, რომლებიც ძალიან სწრაფად მიდიან. მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო მელ გიბსონი. უბრალოდ ის ერთი მაგარი ბიჭი მეგონა, რომელსაც მაგარი საქმე ჰქონდა. სამხრეთ აფრიკაში არ ვიცოდით ცნობილი ადამიანების შესახებ. წარმოდგენაც კი არ მქონდა რომ ადამიანებმა მსახიობების სახელები იცოდნენ."

"ჩემი პერსონაჟი Mad Max-შიალბინოსი მოჩვენების მსგავსი უნდა ყოფილიყო. ვიფიქრე, რომ გადაპარსული თმა ჩემს პერსონაჟს უფრო გააძლიერებდა. დავურეკე ჯორჯ მილერს და ჩემი გეგმის შესახებ ვუამბე. ის გაჩუმდა, მისი სუნთქვის ხმა მესმოდა, ეს კარგი ნიშანი უნდა ყოფილიყო. ვითხოვე საპარსი მანქანა და მთლიანად გადავიპარსე თავი."




Charlize Theron  for W

Charlize Theron  for W


"ტექნიკურად კარგი მოცეკვავე არასდროს ვყოფილვარ. მე კარგი მსახიობი ვიყავი, რომელსაც შეეძლო ცეკვა."

"30 წლის ასაკში დედობამ ცხოვრებისეული პერსპექტივა მაჩვენა. მეც, სხვა ქალების მსგავსად, განსვჯიდი იმ ადამიანებს, რომელთაც წლები ემატებოდათ. ახლა მივხვდი რომ ჩვენ ჩვენი ყოველი ასაკი უნდა აღვნიშნოთ. ჩემი მზრუნველობითი რჩევა 20 წლის გოგონებისათვის ეს იქნება - თავიდან აიცილონ ნერვული აფეთქებები."

Charlize Theron  for W

Charlize Theron  for W

Charlize Theron  for W


"20 წლის შარლიზს ახლა ვურჩევდი რომ დამშვიდებულიყო. არეული ვიყავი, მეგონა დრო გამექცეოდა. ახლა ვიცი რომ არაფერი არსად არ წავა. ახლა სახლში მივდივარ და ეს ყველაზე სასიამოვნოა. როდესაც 30 წელს გადავცდი , მივხვდი რომ ყველას ვერ ვასიამოვნებ. ახლა შემიძლია დავტკბე ცხოვრებით, ეს არც ისე ცუდი რამ არის."

Charlize Theron  for W


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion, Photos
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top