12 May 2015      ANGEL     Views 3 119    
Category: Fashion / Advertisment / Georgians



Rosie - Grand Opening
www.facebook.com/Rosiemultibrand
თბილისი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის #15
032 2200 113

თბილისში მულტიბრენდული მაღაზია - Rosie გაიხსნა
სულ ცოტა ხნის წინ თბილისში კიდევ ერთი ცნობილი მაღაზია გაიხსნა, უფრო სწორად კი მულტი-ბრენდული მაღაზია - Rosie, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს აღიარებულ მსოფლიო ბრენდებს: Ralph Lauren Polo, Armani Collezioni, M missoni; და სულ მალე პუშკინის #15-ში მდებარე ამ მაღაზიას დაემატება Alexander McQueen-ი და სხვა ცნობილი ბრენდები!




ეს ნამდვილი დღესასწაულია მოდის მიმდევართათვის. მაღაზია თავისი კონცეფციით რადიკალურად განსხვავდება თბილისში არსებული მდიდრული და გლამურული მაღაზიებისგან, აქ ერთადაა შერწყმული ბრენდის თანამედროვე და ტრადიციული ხაზები. მაღაზიაში, რომელიც ორ სართულზეა განთავსებული, ქალისა და მამაკაცის კლასიკური და თავისუფალი სტილის კოლექციებია წარმოდგენილი. ის დააინტერესებს ახალგაზრდებსაც და მათ, ვისთვისაც ყველაზე პრობლემატურია შოპინგი თბილისში - მამაკაცებს! მამაკაცებისთვის აქ წარმოდგენილია თავისუფალი და სპორტული POLO-ს ხაზი და სოლიდური სამოსიც. მაღაზიაში არსებული შესანიშნავი გარემო კი ვიცით იდეალური იქნება წყვილების-შოპინგისთვის : )










Rosie-ს გახსნის საღამოზე მოწვეულ სტუმრებს ტკბილეულით, კოქტეილებით და შამპანურით გაგვიმასპინძლდნენ
, დადებითი განწყობის შესაქმნელად Dj დავით გაბუნიამ იზრუნა. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მომღერლები, მოდის ბლოგერები და ცნობილი ადამიანები.

მაღაზია Rosie საქართველოში შპს “Leader System”-ის მიერ არის წარმოდგენილი. აღნიშნული კომპანია ასევე ფლობს თბილისის ცენტრში თავისუფლების მოედნის N2 - ში მდებარე მსოფლიოში ცნობილი, ბრენდის მაღაზია Burberry-ს.

“მოხარულები ვართ, რომ 8 მაისს Rosie-ს მაღაზიის გრანდიოზული გახსნის ცერემონია ჩატარდა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ მაღაზიაში წარმოდგენილი მსოფლიოს წამყვანი, ცნობილი ბრენდების სამოსი.“
- განაცხადა კომპანიის დირექტორმა დავით მჭედლიძემ.


























Rosie - Grand Opening
www.facebook.com/Rosiemultibrand
თბილისი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის #15
032 2200 113

Category: Fashion / Advertisment / Georgians
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top