8 May 2015      Ancho.     Views 2 331    
Category: Fashion / Photos



ლუი ვიუტონის კრუიზის კოლექცია კალიფორნიაში
ნიკოლა ჟესკერმა ახალი შემოქმედება პალმ-სპრინგსში წარმოადგინა


შანელის საკრუიზო კოლექციის შეფასების შემდეგ სეულში, მოდურმა საზოგადოებამ მსოფლიოს სხვა წერტილში გადაინაცვლა, იმისათვის რომ ენახათ რას შესთავაზებდა ნიკოლა ჟესკერი. ლუი ვიუტონის კრეატიულმა დირექტორმა შოუს ლოკაციის ადგილად მთავარი ღირშესანიშნაობა აირჩია-პალმ სპრინგსის მოდერნიზმის სტილის რეზიდენცია. ნაგებობა 25 მილიონ $-ად იყიდება. თვითონ ჩვენება ღია ცის ქვეშ მოეწყო, ეზოში, სადაც განთავსდა 400 სტუმარი, მათ შორის იყვნენ მირანდა ქერი, მიშელ უილიამსი, კეტრინ დენევი და აშ.





არქიტექტურის თანამედროვე შედევრმა უბრალოდ არ მოხიბლა ნიკოლა, მისი კოლექცია მიძღვნილი იყო ფორმის მიმართ: განიერი მხრები, თავისუფალი სახელოები, ძნელადშესაკვრელი, მკაცრი ქამრები-ამ ყველაფერმა ბრწყინვალედ იჩინა თავი პოდიუმზე. წარმოდგენილი მოდელების სტილი აშკარა რევერანსი იყო 70-იანების მოდის მიმართ-თავისი დამახასიათებელი თავისუფლების, ბოჰემურობის და წვეულებების სიყვარულით.








თუ წინა წელს, ჟესკერმა არჩევანი А სილუეტის ქვედაბოლოებზე გააკეთა, წლევანდელ ჩვენებაზე მან მაქსი კაბები შემოგვთავაზა, რომელიც შეუხამა უხეშ ბათინკებსა და მაღალძირიან კედებს. გრძელი ქვედაბოლოების ალტერნატივა ულტრა მოკლე შორტები გახდა. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ტყავი, რომლისგანაც გაკეთებული იყო ტანისამოსის ყველა ელემენტი. ნიკოლა კვლავ გატაცებულია პრინტებითა და აპლიკაციებით.





















































Category: Fashion / Photos
Tags:

Share it
Comments
Back to Top