;

8 May 2015      ANGEL     Views 2400    
Category: Fashion, Georgians

დასრულდა მერსედეს-ბენცის მოდური დღეები რომელიც პირველად გაიმართა საქართველოში, თბილისში.

მრავალმა ცნობილმა ქართველმა, უცხოეთში მოღვაწე ეროვნებით ქართველმა და უკრაინელმა და რუსმა დიზაინერმა სწორედ მერსედეს ბენცის კვირეული არჩია თავიანთი კოლექციების წარმოსადგენად. ასევე გაიმართა დამწყები დიზაინერების BENEXT და ფოტოხელოვანთა ART Georgia კონკურსი. ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცე შეირჩა, სადაც განთავსებული იყო გენერალური სპონსორის Mercedes-Benz -ის უახლესი მანქანის მოდელები. ასევე ქართველ და უცხოელ სტუმრებს ზოგიერთმა დიზაინერმა გამორჩეული ჩვენებით უმასპინძლა ალტერნატიულ სივრცეში, მოეწყო შოურუმი, გამოფენები და ინსტალაციები, ყოველი ჩვენებებით დატვირთული დღის ბოლოს კი After Party ეწყობოდა სტუმრებისთვის და MBFDT პერსონალისთვის. კვირეულის მიწურულს კი N-Duo-Concept და More Is Love-მ მოდური საუზმე და ბრანჩი მოუწყვეს უცხოელ ჟურნალისტებსა და ბაიერებს.

დასრულდა მერსედეს-ბენცის მოდური დღეები და ველით მას მომდევნო სეზონზე, რომელიც ვიცით განაგრძობს განვითარებას ამ შესანიშნავი სტარტიდან. სულ მალე კი ენჯელ.ჯი შემოგთავაზებთ დამსწრე სტუმრების ჩაცმულობის ფოტოებს და ჩვენებების დეტალურ მიმოხილვას.



მოდით ვთქვათ ხმამაღლა, მოლოდინი მერსედეს-ბენცის მოდური დღეებისადმი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო არ იწოდა "მოდის კვირეულად" და კონკურენტული ხედვა "თბილისის მოდის კვირეულისადმი" გადაჭარბებული არ აღმოჩნდა. მერსედეს-ბენცის მოდის დღეები მასშტაბურობით გამოირჩეოდა, აქ ყველაზე წარმატებულმა ქართველმა დიზაინერებმა მოიყარეს თავი და სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ჩატარებული მოდის კვირეულის შემდეგ არც სტუმრებს ეტყობოდათ გადაღლილობა.

ავთანდილი, თამუნა ინგოროყვა, დათუნა სულიკაშვილი, აკა ნანიტაშვილი, TEYO, GOLA... მათ ჩვენებებს განსაკუთრებული ინტერესით ველოდით. MB Fdays-ს პოდიუმიდან მათ იმედები არ გაუცრუებიათ მოდის მიმდევართათვის.

MB Fdays Tbilisi-ს ორგანიზატორი სოფია ჭყონია კი მუდამ სამუშაო გარემოში იყო ჩაფლული და პერფექციონისტისთვის დამახასიათებელი შრომისმოყვარეობით ბექსთეიჯიდან და პრესის ზონიდან ადევნებდა თვალს თითოეულ ჩვენებას და ყურადღებას არ აკლებდა უცხოელ სტუმრებს. ველით გამოხმაურებას მსოფლიო პრესაში და შეფასებას, რომელმაც ვიცით თბილისურ საზოგადოებაში მოწონება დაიმსახურა.



MBFDT დათუნა სულიკაშვილის ჩვენებამ გახსნა, რომლის მთავარი პერსონაც დიზაინერის მუზა - კრისტი ყიფშიძე გახლდათ. ატელიე კიკალამ ჩანს გადაწყვიტა არ ჩამორჩენოდა არც ამ მოდის დღეებს და თითქმის იგივე კოლექცია წარმოადგინა რაც TFW-ზე ორიოდე კვირის წინ, მხოლოდ პერფორმანსის გარეშე. რუსეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ალექსანდრ არუტუნოვის ჩვენება კი ყველაზე პომპეზური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, თბილისელმა დიზაინერმა ჩვენებისთვის მწერალთა სახლი შეარჩია. მოდელები, რომელთაც ნიკო ფიროსმანის ტილოებით დამშვენებული ხელჩანთები ეჭირათ (რაც უკვე ტრენდად ჩამოყალიბდა მოსკოვში) მწერალთა სახლის დარბაზებში დააბიჯებდნენ ქართული მელოდიებისა და ამერიკული ჯაზ-გლამ-მუსიკის ფონზე, მისი ჩვენებაც კრისტი ყიფშიძემ დახურა, რომელიც წითელ ძვირფას კაბაში იყო გამოწყობილი და სახეს ვუალი უფარავდა. ასევე რუსეთში ცნობილმა, ქართველმა დიზაინერმა ბესარიონმა ექსპო ჯორჯიაში გამართა ჩვენება, მას განსაკუთრებით დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს რუსი და უკრაინელი მოდის სფეროში მოღვაწე პერსონები, რომლებიც სპეციალური მოწვევით ესწრებოდნენ მოდის დღეებს. მოდის დღეები ავთანდილის ჩვენებამ დახურა რიტუალების სასახლის ეზოში, სადაც საქართველოში მოღვაწე ცნობილ ქართველ მოდელებთან ერთად თაკო ნაცვლიშვილიც გამოვიდა, სწორედ მან დახურა მერსედეს ბენცის მოდური დღეების FW15 სეზონი.

MBFDT day#6
AVTANDIL


WALK OF SHAME


NINO BABUKHADIA

ANNA OCTOBER


MBFDT day#5
TEYO

AKA NANITASHVILI

LITKOVSKAYA

GOLA DAMIAN for INGOROKVA


MBFDT day#4

LAKO BUKIA / INSTALLATION

TATIANA MEPARIDZE / EXHIBITION

SIMON MACHABELI & GRIGOR DEVEJIEV / EXHIBITION

BESSARION

KETI CHKHIKVADZE

LAKE STUDIO

GVANTSA JANASHIA

MBFDT day#3
TAMUNA INGOROKVA

Alexander Arutyunov


MBFDT day#2
ANUKA KEBURIA / INSTALLATION


ATELIER KIKALA


POUSTOVIT


PRZHONSKAYA



MBFDT day#1
DATUNA SULIKASHVILI







Category: Fashion, Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top