;

2 May 2015      Ancho.     Views 5106    
Category: Fashion, Fun, Interesting



როდის გაჩნდა მინი-ქვედაბოლო?
ლეგენდარული ნივთის გაჩენის ისტორია ქალის გარდერობში


დღეს, ქვედაბოლოს სიგრძე ყოველი სეზონის მოდური გავლენით ირჩევა, ადრე დიზაინერები კი იბრძოდნენ თითოეული სანტიმეტრისთვის. მინი-ქვედაბოლოები ფემინისტური მოძრაობის უნიფორმად და სექსუალური რევოლუციის სიმბოლად ითვლებოდა. ის იწვევდა საზოგადოების აზრს.

მოდის ისტორიკოსები დღემდე ბჭობენ, როდის გაჩნდა მინი და ვინ იყო მისი ავტორი. თანამედროვე ინტერპრეტაციით ეს მოდელი წარმოდგენილი იქნა 1960-იანებში. ინოვატორებად ერთმანეთს ერკინებიან ფრანგი ანდრე კურეჟი და ინგლისელი მერი ქუანთი, რომლებმაც ფაქტობრივად, ერთდროულად წარმოადგინეს მინი ქვედაბოლოები თავიანთ კოლექციებში. თუმცა, რომელიმე მათგანი რომ მტკიცედ დავასახელოთ გამომგონებლად, მაინც არაადეკვატურია. სინამდვილეში მინი ქვედაბოლო გაცილებით ადრე გამჩნდა, წარმოგიდგენთ მინის, როგორც ტრენდს.





5400-4700 ჩვენს ერამდე: არ გაგიკვირდეთ და მინი ქვედაბოლო იმაზე დიდი ხნის წინ გაჩნდა, ვიდრე ხალხმა საერთოდ მოიგონა სხვადასხვა ტიპის ტანისამოსის სახელწოდება. მაგალითად, ეგვიპტეში, ტანმოვარჯიშეები მოკლე ქვედაბოლოებში გამოდიოდნენ. ამას გვიდასტურებს არქეოლოგიური ფრესკები.

1920-იანი წლები: შემდეგ მინი მხოლოდ რამდენიმე ათასი წლის შემდეგ დაბრუნდა. უბრალოდ, მეოცე საუკუნის დასაწყისში ისინი განკუთვნილი იყო გამონაკლის შემთხვევებში, სპორტისა თუ ცეკვების ვარჯიშისთვის. საზოგადოებაში მინით გამოჩენა მიუღებელი იყო, მაგრამ მსოფლიოში ცნობილ მოცეკვავეს ჟოზეფინ ბეკერს ეს არ აბრკოლებდა. ის გახსნილ ტანისამოსში ჩნდებოდა სცენაზეც და ცხოვრებაშიც. ყველაზე ცნობილი მაგალითია-ქვედაბოლო ბანანებისგან, რომლითაც ის გამოვიდა "ფოლი-ბერჟერში" პარიზში.



1950-იანი წლები: საუკუნის შუაში, ქუჩაში გოგონების მოკლე ქვედაბოლოებით გამოჩენა კვლავ შეუძლებელი იყო, სამაგიეროდ, მინი პირველად გამოჩნდა ეკრანზე- სამეცნიერო/ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში: "FLIGHT TO MARS" და "FORBIDDEN PLANET".


კადრი ფილმიდან "FORBIDDEN PLANET"




კადრი ფილმიდან "FLIGHT TO MARS"

1960-იანების პირველი ნახევარი: სწორედ ეს დეკადა ითვლება მინი-ქვედაბოლოს ისტორიაში ოფიციალურ შემოჭრად. პიონერები ქალის ტანსაცმლისაგან განთავისუფლებაში, რაც მას ფეხებს უმალავდა, გახდნენ ფრანგი ანდრე კურეჟი და ინგლისელი მერი ქუანტი. ამ ორთაბრძოლაში ლიდერობდა ქუანტი-და სწორედ მას შემდეგ ითვლება ლონდონი მინის სამშობლოდ. ბრიტანელ დიზაინერს ქმართან ერტად ჰქონდა ბუტიკი "Bazaar" ჩელსის რაიონში. სწორედ მათ კარებთან დადგა ადგილობრივ ამბოხებულთა რიგი, რომელთაც სურდათ გარდერობის ახალი საკულტო ნივთი დაემკვიდრებინათ, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წელი ითვლებოდა გამომწვევ სიუხეშედ. მინის ეპოქის მთავარი სიმბოლო გახდა სუპერმოდელი ტვიგი.






1960-იანების მეორე ნახევარი: თუ ჯერ კიდევ 1965 წელს, მოდელი ჯინ შრიმპტონის მუხლზემოთ ქვედაბოლოთი გამოჩენა, შიშველ ფეხებზე, მელბურნში ნამდვილი სკანდალის მიზეზი გახდა, 1968 წელს უკვე თვით ჯეკი კენედმა აირჩია მინი ქორწილში წასასვლელ ტანისამოსად. მოკლე კაბები და ქვედაბოლოები გახდა საერთაშორისო გავლენა: მათი ხილვა შესაძლებელი გახდა ივ სენ ლორანის ცნობილ კოლექციებში, პაკო რობანის კოსმეტიკის ფანტაზიებში.




1970-იანი წლები არ ყოფილა საუკეთესო პერიოდი მინი-ქვედაბოლოს ისტორიაში. ეს მოდელი ამოღებულ იქნა მოდის კვერცხლბეკიდან და მხოლოდ ჯგუფ Blondie-ს სოლისტს, დები ჰერის არ დავიწყნია გარდერობის ამ პოპულარულ ნივთზე, მუდმივად ჩნდებოდა რა სცენაზე მინით.

1980-იანი წლები: ამ ათწლეულში, მინი ასოცირდა პირველ რიგში, გოგონა-"ჩერლიდერების" უნიფორმად. კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო მადონას გამოჩენა MTV-ის დაჯილდოების ცერემონიალზე მოკლე საქორწილო კაბით.





1990-იანი წლები: მინის ასეთივე პოპულარობით იმ დროიდან აღარ უსარგებლია, როგორც მის "ოქროს ეპოქაში", 60-იანებში. ვინ იფიქრებდა, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ჭკუას დაკარგავდნენ ლოს-ანჯელესელი მეძავის სტილზე? მაგრამ, ფილმის "Pretty Woman"-ის გმირმა ჯულია რობერტსმა ულტრა-მინი ქვედაბოლოებში შეძლო გამხდარიყო მაგალითი. რამენიმე წლის შემდეგ ტრენდი აიტაცეს ახალგაზრდების ახალმა კუმირებმა-პოპ ვარსკვლავებმა. ბრიტნი სპირსის სასკოლო მოკლე ქვედაბოლოში გამოჩენა დიდხანს აღაფრთოვანებდა მსოფლიო ახალგაზრდებს.


კადრი ფილმიდან "ლამაზმანი"

XXI საუკუნე: ჩვენს დროში, როცა პრინციპიალურად რაიმე ახალი შექმნა დიზაინში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, მოდელიერები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ წარსული წლების კულტობრივ აღტკინებას. მინი ქვედაბოლო, რომელიც 50 წელზე დიდი ხნის წინათ გაჩნდა, რეგულარულად ჩნდება პოდიუმზე: ზოგიერთი ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს იმ ეპოქის სულის გადმოცემას, სხვები სრულიად ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ ლეგენდარული მოდელის თემაზე.












Category: Fashion, Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top