1 May 2015      Ancho.     Views 2 420    
Category: Fashion



კარა დელვაინი და ფარელ უილიამსი
Chanel Paris-Salzburg pre-fall 2014/2015-ის
სარეკლამო კამპანიაში


შანელმა სარეკლამო კამპანიის მთლიანი ვერსია გამოაქვეყნა - ბრიტანელი სუპერმოდელი კარა დელვაინისა და ამერიკელი მომღერალისა და პროდიუსერის ფარელ უილიამსის მონაწილეობით. ფოტოსესიის კიდევ ერთი გმირი კარლ ლაგერფილდის ნათლული პატარა ჰადსონი გახდა.



ახალ ფოტოსესიაში კარა და ფარელი არისტოკრატთა ოჯახს წარმოადგენენ. ტვიდის ჟაკეტები, დეკორირებული გულსაბნევები, ტრიკოტაჟის კარდიგანები და სვიტრები ორნამენტებით-კოლექციის ტანისამოსი გამოიყურება, როგორც მე-19 საუკუნის კოსტუმები.






შეგახსენებთ, რომ 2014 წლის დეკემბერში, ფრანგულმა სახლმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარმოადგინა სახელწოდებით "Reincarnation", სადაც მთავარი გმირები სწორედ კარა და ფარელი იყვნენ. სიუჟეტის მიხედვით, დამლაგებელი და შვეიცარი, რომლებიც წინა ცხოვრებაში ავსტრიელი მონარქები იყვნენ, შუაღამისას კი ერთმანეთს ხვდებიან და ცეკვავენ. ნიუ-იორკის ჩვენებაზე მათ ფილმის საუნდტრეკი შეასრულეს.






Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top