;

29 April 2015      Ancho.     Views 4862    
Category: Fashion, Man

https://38.media.tumblr.com/7e4528a4437c590ed79b004a78983547/tumblr_nexy4mD8PI1sw8ut9o6_500.gif


Men's World
ყველაზე ცნობილი მოდელი მამაკაცები

მამაკაცები განსაკუთრებით მოთხოვნადები არიან სამოდელო ბიზნესში და ზოგიერთი მათგანი არნახულ წარმატებასაც აღწევს.






რიკ ჯენესტი



რიკ ჯენეტმა იგივე "ზომბი ბიჭუნამ" თავისი პირველი ტატუ 16 წლის ასაკში გაიკეთა. რომ არა მშობლების ხელშეშლა, ეს მოვლენა უფრო ადრეც მოხდებოდა. პირველს მოყვა მეორე, შემდეგ მესამე, მეოთხე..ამ მომენტში კი მის ტანზე ასობით ტატუა დატანილი. ძნელი წარმოსადგენია რამდენი დოლარი აქვს დატოვებული რიკს ტატუ-სალონში, ის მუდამ მიიწევდა ოცნებისკენ, გაექრო ზედაპირული კანი და წარმოდგენა ჰქონოდა ცოცხალ გვამზე. "შავ-თეთრი ადამიანი" ზოგ ადამიანში შიშს იწვევს, მაგრამ რიკი ამაზე არ ნერვიულობს. მისმა გიჟურმა ექსპერიმენტმა წარმატება მოუხვეჭა, მას უამრავი სარეკლამო კონტრაქტები გაუჩნდა. იწვევენ მუსიკალურ კლიპებსა და ფილმებში.







შონ ოპრაი

შონი 17 წლის იყო, როდესაც ის შოუში "ამერიკელი ტოპ-მოდელი" აღმოაჩინეს. ახალგაზრდა ბიჭის პრომო ფოტო MySpace-ზე შენიშნეს. მას შემდეგ, შონის კარიერა მწვერვალებისკენ წავიდა. ახლა, ამ ლამაზ ბიჭუნას იწვევენ ისეთი ბრენდები, როგორებიც არიან: Hermès, Salvatore Ferragamo, Versace... თავად შონის თქმით ის ხანდახან რობოტივით დადის, მაგრამ სამსახურზე უარს არ ამბობს და თავის პორტფოლიოს მნიშნელოვანი მიღწევებით ამდიდრებს. წინა წელს ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაცად დაასახელეს სამოდელო ბიზნესში.












ტონი უორდი

ფოტოგრაფებსა და დიზაინერებს უყვართ მისი კეხიანი ცხვირი, შავი თმა, შეშლილი გამოხედვა და ქარიზმა. ტონიმ 50 წელს გადააბიჯა, მაგრამ ახალგაზრდა ახალი მოდელები მას კონკურენციას მაინც ვერ უწევენ. ის ურცხვად აგდებს მათ სამოდელო რინგიდან და მკაცრი სვლით მიიწევს Roberto Cavalli-ს, Chanel-ის, Dolce & Gabbana-ს, Diesel-ისა და Fendi-ს პოდიუმებზე. თავისუფალ დროს კი სვამს ჩაის მადონასთან ერთად, რომელიც მისი უკვე დიდი ხნის მეგობარია.








დევიდ განდი



Dolce&Gabbana-ს სახლის ფავორიტი, ეს ცისფერთვალება ლამაზმანი უბრალო ოჯახში დაიბადა და წარმატებას კონკურსში გამარჯვებით მიაღწია. მას შემდეგ რეგულარულად ჩნდება ცნობილი ბრენდების კამპანიებში, ყველაზე მეტად კი მას ბიანკა ბალტისთან ერთად გადაღებულ რეკლამასთან ასოცირებენ. დევიდმა ნაწილობრივ შეცვალა მამაკაცი მოდელების აღქმა, მანამდე თუ აუცილებლად გამხდარ ბიჭებს იყვანდნენ, დევიდის შემხედვარე დიზაინერებმა გადაწყვიტეს მამაკაცი მოდელები ათლეტური გარეგნობით შეეფასებინათ.







ჯონ კორტახარენა

ესპანელი მოდელი ფლობს ყველა საჭირო მახასიათებელს სამოდელო კარიერისთვის. სიმაღლე 188, თვალები მწვანე, თმა წაბლისფერი, ფიგურა ზუსტი, კუნთები მკვეთრი. ეს ყველაფერი დაეხმარა ჯონს გაეფორმებინა კონტრაქტი ისეთ ბრენდებთან როგორებიც არიან Just Cavalli, Versace, Giorgio Armani, Mango, Etro, Trussardi, Diesel, Guess, H&M, Tom Ford. ასევე, მან ითამაშა ფილმში "მარტოხელა მამაკაცი" კოლინ ფერტთან და ჯულიანა მურისთან ერთად, მოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელ კადრში.








მატიას ლაურიდსენი



თვალების გამო მას "დანიელთა პრინცს" ეძახიან: სწორი, მკაცრი სიარული, ამაყი დგომა, კარგად ლაპარაკის უნარი, სიყვარული ლიტერატურისა და ხელოვნების მიმართ. მატიასს მარცხენა ყვრიმალზე განმასხვავებელი ნიშანი აქვს. რადგანაც ნათქვამია, რომ მამაკაცს შრამი ამშვენებს, ვიზაჟისტებიც არ ცდილობენ ამ ნაკლის დაფარვას.








ნოა მილსი



მოდურ სამყაროში დაფუძნებას ნოა თავის დას უნდა უმადლოდეს, რომელმაც მალევე შენიშნა ძმის ნიჭი და მისი ფოტოები ვანკუვერის სამოდელო სააგენტოებში გაგზავნა. 2004 წელს დაიწყო კოლექციებში გამოჩენა, 2005 წლიდან დღემდე კი ოფიციალურად წარმოადგენს დოლჩე და გაბანას. მან თავის გამოცდა სხვა მხრივაც გადაწყვიტა და ასე აღმოჩნდა სამანტა ჯონსის საწოლში ფილმში "სექსი დიდ ქალაქში 2".










Category: Fashion, Man
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top