;

23 April 2015      TataNakani     Views 4145    
Category: Fashion

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია


სარა ჯესიკა პარკერი მოდური ქალბატონების შთაგონების წყაროა. ქერი ბრედშოუს აპლუის შემდეგ, მოდის სფეროში მოღვაწეობა მან დიზაინერის აპლუაში განაგრძო. სარამ SJP-ის უახლესი კოლექცია წარმოადგინა. ძვირფასი მასალისგან შექმნილი ფეხსაცმელები იტალიაში არის დამზადებული.
SJP-ის კოლექცია ფერადი, კლასიკური წვრილი ქუსლითა და დახვეწილი ფორმით გამოირჩევა.

სარა ჯესიკა პარკერი ფეხსაცმელების ხაზის შთაგონების წყაროსა და საკუთარი სტილის შესახებ:

"ფეხსაცმელები ბავშვობიდან მიყვარს. ჯორჯ მალკემუს (Manolo Blahnik). 1986 წელს შევხვდი. მაშინ American Express ბარათით, პირველად, ვიყიდე მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელები. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო, ვალის გადახდაზე მალე უნდა დამეწყო ფიქრი!"

"Zappos-ის გუნდთან ერთად გადავიწყვიტე შემექმნა კოლექცია. როცა ლოს ანჯელესის ღამის ცხოვრებაზე ვფიქრობ, პირველი, რაც თავში აზრად მომდის ეს თავგადასავლები, ფერები, სინათლე და ბრწყინვალებაა. შესაბამისად, შევარჩიე მასალა, ორნამენტებიც და ფეხსაცმლის მოდელებიც, რომლებიც მგონია რომ ძალიან უხდება ქალაქს."

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია


"მე ნიუ-იორკში ვცხოვრობ, ყველა ტიპის ქალბატონს ვხვდები. მაღალს, დაბალს, მძიმეწონიანს, გამხდრებს, ტურისტებს, ქალბატონებს, რომლებსაც უყვართ ბევრი მაკიაჟი, და მათაც ვინც უმაკიაჟოდ სიარულს ამჯობინებს, მე ყველა მიყვარს! მე არ შევქმნი ფეხსაცმელებს, მხოლოდ ერთი ტიპის ქალბატონებისათვის, მგონია რომ ეს უსამართლობაა. ხშირად ვმგზავრობ მეტროთი, ირგვლივ ყველაფერი დიდ როლს თამაშობს ჩემს შემოქმედებაში. ჩემზე დიდი გავლენა პატრიცია ფილდმაც მოახდინა. რთულია, ვთქვა რომ ეს ქერი იყო, რადგან ჩემი და პატრიციას ერთობლივი მუშობით შეიქმნა ქერის სტილი. ვიცი, ბანალურადაც ჟღეს, მაგრამ ქალებს, რომელთაც ვხედავ ქუჩაში
ჩემი ძირითადი შთაგონების წყაროები არიან."


SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია


"შეიძლება თქვამ რომ "ქუსლები ძალიან მაღალია", ან პირიქით; "უფრო დაბალქუსლიანი ფეხსაცმელები უნდა იყოს", ან პირიქით. ვფიქრობ, რომ ბოლოს მაინც ის უნდა შევქმნა, რისიც მჯერა და აღტაცებული ვარ. ჩემი ფეხსაცმელები იტალიაში არის დამზადებული, შეძლებისდაგვარად იტალიური წარმოების ფეხსაცმელები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასში გვაქვს."

"ადრე ვფიქრობდი, ფეხსაცმლის ხაზისთვის ქერი დამერქმია. ვფიქრობდი იმაზე, თუ რას ნიშნავდა ეს."

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია


როცა სახლიდან გასასვლელად ვემზადები, უბრალოდ ჩემს თავზე ვფიქრობ, თუ რა მაგრძნობინებს თავს კარგად მაშინ, როცა გარეთ გავალ. თქვენ აღარ იცვამთ მეგობრისა და თუ კოლეგის მსგავსად; აღარ იცვამთ, ისე როგორც დედამ გითხრათ და
აღარ მიჰყვებით ჟურნალებში აღიარებულ მოდურ ტენდენციებს.
ყველაზე კარგად მაშინ არ ხართ, როდესაც უბრალოდ თქვენს თავს გრძნობთ?


SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია


SJP-ის კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია

SJP-ის ფეხსაცმელების ახალი კოლექცია


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top