;

18 April 2015      TataNakani     Views 4224    
Category: Fashion



"ჩემი სხეული მეუბნება რომ დროა გავჩერდე. მე პატივს ვცემ მას. გაჩერება- ეს ჩემი პრივილეგიაა. მადლობელი ვარ, რომ 14 წლის ასაკიდან მქონდა შესაძლებლობა ამ სამყაროში მოგზაურობა დამეწყო. დღეს, 20 წლის შემდეგ, ჩემთვის პრივილეგიაა ჩემს ბოლო ჩვენებაზე გამოსვლა."- ჟიზელ ბუნდჰენი.

ჟიზელ ბუნდჰენმა საპოდიუმო კარიერა დაასრულა

34 წლის ასაკში სუპერმოდელმა საპოდიუმო კარიერა ბრაზილიაში,Colcci-ის ჩვენებაზე სან პაულოს მოდის კვირეულის ფარგლებში დაასრულა. 20 წლის წინ ამავე ადგილას შედგა მისი დებიუტი პოდიუმზე. ჩვენებას მისი მშობლები და მეუღლე ტომ ბრეიდი დაესწრნენ. ჟიზელის ბოლო გამოსვლა ემოციური იყო, როგორც მისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვისაც.

ჟიზელ ბუნდჰენმა საპოდიუმო კარიერა დაასრულა

ჩვენების ბოლოს ჟიზელი მოდელებთან ერთად გამოვიდა სცენაზე, რომლებთაც ჟიზელის ფოტოებიანი თეთრი პერანგები ეცვათ. ოვაციური და ამაღელვებელი იყო მისი ბოლო ჩვენება სან პაულოში.

ჟიზელ ბუნდჰენმა საპოდიუმო კარიერა დაასრულა

შოუს შემდეგ 37 წლის ტომ ბრედმა მეუღლეს სოციალურ ქსელში მიმართა:

"გილოცავ ჩემო ცხოვრების სიყვარულო. შენ ყოველდღე შთამაგონებ, რომ უკეთესი ადამიანი გავხდე."

ჟიზელ ბუნდჰენმა საპოდიუმო კარიერა დაასრულა

ბრაზილიელმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოდელმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ის დაასრულებდა საპოდიუმო კარიერას. მას მეტი დროს გატარება უნდა მის მეუღლე ტომთან და შვილებთან, ბენჟამინთან და ვივიანთან ერთად. მისი კარიერის დასრულების მიზეზად მისი სხეულის მდგომარეობაც დაასახელა.

"საპოდიუმო კარიერის დასრულება ახალი პროექტების შესრულების საშუალებას მომცემს. მე გავაგრძელებ ამ ბიზნესში მუშაობას, თუმცა არა პოდიუმზე." - ჟიზელ ბუნდჰენი.

ჟიზელ ბუნდჰენმა საპოდიუმო კარიერა დაასრულა
ჟიზელ ბუნდჰენმა საპოდიუმო კარიერა დაასრულა
ჟიზელ ბუნდჰენმა საპოდიუმო კარიერა დაასრულა
ჟიზელ ბუნდჰენმა საპოდიუმო კარიერა დაასრულა

ავტორი:ტატა ნაკანი


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top