;

14 April 2015      • Angel M •     Views 4049    
Category: Fashion, Photos, Man



DOCUMENT JOURNAL
ბალმანის 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია ახლო ხედიდან

+ინტერვიუ

ოლივიე რუსტენი არ უშინდება თამამ განცხადებებს. ის სულ რაღაც 25 წლის იყო, როდესაც პირველად დაიწყო ლეგენდარულ ბრენდ "ბალმანთან" მუშაობა. ამის მიუხედავად თავდაჯერებულობა არასოდეს დაუკარგავს. ოლივიე არ არღვევს ტრადიციას და როგორც ადრე, ახლაც ისეთ სამოსს ქმნის, რომლებიც ტანის სილუეტს მიყვება და ქალურობასა და სიძლიერეს გამოხატავს. გასაკვირი არც არის, რომ თავის ფავორიტ მოდელებს და მუზებს მოიხსენიებს, როგორც "ბალმანის არმიას." ამასთან ერთად აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სელებრითებთან. ქანიე ვესტი, რიანა და კიმ კარდაშიანი ბალმანის სახეები არიან.

ინტერვიუ:

როდის შექმენი პირველი ესკიზი?
თავიდან ჩემი მშობლები ძალიან შეშინებულები იყვნენ. მე ვხატავდი ხელის და ფეხის თითებს. ექვსი წლის არც ვიქნებოდი ამ დროს. ისინი იმდენად ღელავდნენ, რომ პედიატრთანაც კი მიმიყვანეს. ამის შემდეგ მე უკვე შემეძლო ადამიანის სახის ბევრი დეტალის დახატვა.

შეგიძლია გაიხსენო ბოლოს რა დახატე?
კი, ორი კვირის წინ დავხატე მოქარგული კაბა ახალი შოუსთვის.

პირველად როდის გაემგზავრე საფრანგეთიდან?
2003 წელს, როდესაც 18 წლის ვიყავი, იტალიაში წავედი და ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იცვლებოდა. ჩემი მშობლები, ბებიები და ბაბუები ჩემს გასაცილებლად იყვნენ. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. მამაკაცთა მონასტერში ვიქირავე ბინა და რომში ერთ-ერთ მოდის სახლში დავიწყე მუშაობა.

ბოლოს სად იმოგზაურე?
ჩემი შოუს მერე, 2014 წლის მარტს, გავემგზავრე ლოს ანჯელესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურომა აღმოჩნდა, ვინაიდან მე გამიჩნდა მიზნები, რომლებიც უნდა ავასრულო. მაგრამ მოდის გარეთ ცხოვრებითაც დიდ სიამოვნებას ვიღებ.

რა იყო შენი პირველი სამუშაო?
ფლორენციაში კლუბში ვცეკვავდი და ანაზღაურება 200 ევრო მქონდა. ამ დროს ერთ ადამიანთან ერთად ვცხოვრობდი, რომელსაც ყველ ღამე მოყავდა ახალი პარტნიორები.

სად ცხოვრობ ახლა?
ამჟამად 135 კვადრატული მეტრის აპარტამენტი მაქვს პარიზის "Place de la République-ში." ჩემი აივნიდან არაჩვეულებრივად ჩანს Je suis Charlie-ს" დემონტრაციები. ზოგადად ყველა მსგავსი დემონსტრაცია ყოველთვის კარგად ჩანს.

როდის გქონდა უკანასკნელი სამუშაო?
ბალმანის კონტრაქტს 2011 წლის აპრილში მოვაწერე ხელი. ჩემმა პრეზიდენტმა მითხრა: "შენი ცხოვრება შეიცვლება, შენი სახელი ახალ განზომილებაში აღმოჩნდება." მე კი ვუთხარი: "მადლობა." ის შარშან გარდაიცვალა, მე ის სიკვდილამდე ვნახე და ეს სულისშემძვრელი იყო.

როდის გქონდა პირველი ინტერვიუ?
ეს იყო "France2-სთვის".

ბოლოს ვის ელაპარაკე?
ახლახანს "Le Petit Journal-ის" გადაღებებზე ვიყავი და მათ ველაპარაკე "Têtu-ს" ახალი გარეკნის შესახებ. მე მათთვის შიშველმა ვიპოზირე და ამის შემდეგ, "ფეისბუქზე" უამრავი სექსუალური შემოთავაზება მივიღე.

შეგიძლია, გაიხსენო პრველი რამ, რაც დიდი ჭირვეულობით იყიდე?
როდესაც 18 წლის ვიყავი, იტალიაში, მედუზას ყვითელი ქამარი მომეწონა ვერსაჩეს კოლექციიდან. მთელი თვის ფული მასში გადავიხადე.

მსგავსი შემთხვევა უახლოეს წარსულში ხომ არ გახსენდება?
შარშან, ახალ წელს, დუბაიში ვიყავი. იქ ულამაზესი ფეიერვერკები იყო. იმისათვის, რომ უსაფთხოდ და მშვიდად ვყოფილიყავი, მე ვიქირავე კერძო სანაპირო სასტუმროს წინ. საკმაოდ ძვირი დამიჯდა.

რა რეაქცია ჰქონდათ კლიენტებს, როდესაც პირველად გიხილეს ბალმანის კრეატიულ დირექტორად?
პირველი რაც მითხრეს იყო: "ეს შეუძლებელია, შენ ხომ ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისათვის, რომ დიზაინერი იყო!"

კლიენტები ხშირად გწერენ? და რას გწერენ?
"შეიძლება კიმთან სელფი გადავიღო?"

შენ რიანასთანაც მეგობრობ. როდის შეხვდით?
პირველად ჩემს სტუდიაში შევხვდით, შემდეგ კი საფრანგეთში მის კონცერტზე ვიყავი. ეს ჩვენი მეორე პაემანი იყო და მას მადლობაც გადავუხადე ამისთვის.

დღეს რამე მესიჯი მოგწერა?
არა. მაგრამ თავის დაბადებისდღეზე გამომიგზავნა: "გამარჯობა ქმარუკა!", ის იმ წითელ ვარდებთან ერთად იყო, რომლებიც მე გავუგზავნე.

მოუციათ შენთვის კარგი რჩევები?
ერთხელ სუზი მენკესმა დამინახა, რომ ძალიან ვნერვიულობდი კულისებში და მითხრა: "მიენდე საკუთარ თავს, ნერვიული ჩანხარ. დაიჯერე საკუთარი თავის, ასე წარმატებას მიაღწევ."

უკანასკნელი რჩევა?
ჩემმა პრეზიდენტმა მითხრა სიკვდილის წინ: "ძალიან ბევრი ადამიანი გიჟდება, დარჩი მიწაზე და ბედნიერი იქნები."

ცუდი რჩევები?
"არ გარისკო", "ამ მიმართულებით არწახვიდე."

რამე სპორტით თუ ხარ გატაცებული?
10-დან 16 წლამდე კვირაში სამჯერ ფეხბურთს ვთამაშობდი. კარგადაც გამომდიოდა, მისგან კარგი ფეხები და გული შემომრჩა. კარგი მორბენალი ვიყავი და ბურთს არავის ვუთმობდი.

ვარჯიშობ ახლა?
ბოქსით ვარ დაკავებული. ჟურნალის ყდაზე შიშველი უნდა გამოვჩენილიყავი და ამის გამო ბევრს ვვარჯიშობდი.















მოდელები: რაილი მონტანა, ჯესიკა სტამი, ენალი ბომა, მალაიკა ფირტი, ისა ლიში, კეტრინ მაკნილი, ამანდა ველში.


Category: Fashion, Photos, Man
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top