;

11 April 2015      TataNakani     Views 5861    
Category: Fashion, Interior

ფიქრობთ რომ თქვენს სახლს რაღაც აკლია?
თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, თუმცა მოდური ელემენტების დამატება ურიგო არ იქნებოდა. გთავაზობთ 6 რჩევას, რომელთა დახმარებით შეიცვლება თქვენი სახლის სტილი. თქვენი სახლის მოდური სივრცე თქვენს ყოველდღიურობაზე დადებითად იმოქმედებს.

გახსოვდეთ, მოდა ყველგან და ყველაფერში მნიშვნელოვანია.
გაითვალისწინეთ რჩევები და წარმოაჩინეთ სახლის განსხვავებული სტილი.

#1 აქსესუარების დამატებით თქვენს სახლს საბოლოო ელემენტს შესძენთ. ისინი არა მარტო მოდური ლუქისთვის, არამედ თქვენი სახლისთვისაც საჭიროა. მათ გარეშე ვერ წარმოიჩენს თავს თქვენი შინაგანი სამყარო. საჭიროა პერსონალური შტრიხები. შეავსეთ თაროები წიგნებით, სავარძლები ბალიშებით, მაგიდები კი თასებითა და სანთლებით. აუცილებელია სახლის ინტერიერში თქვენი საყვარელი აქსესუარები წარმოაჩინოთ, უპირველეს ყოვლისა, მათ თქვენს დადებით განწყობაზე ზრუნვა ევალებათ.

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის


#2 შექმენით სურპრიზის მომენტი. არ აქვს მნიშვნელობა რა სტილშია თქვენი ინტერიერი, სურპრიზის ელემენტი ყველაფერს სჭირდება. სადა ინტერიერში გამოიყენეთ მკვეთრი ფერის ელემენტი, დაკიდეთ კედელზე მკვეთრი ფერის ნახატი, გამოიყენეთ სკულპტურები ან მოაწყვეთ თქვენი ავეჯი განსხვავებულად.

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის


#3 სანამ ახალ ნივთებს შეიძენთ კარგად დაფიქრდით როგორ გამოიყენებთ მათ. თუ ლამაზი იატაკი გაქვთ, შეარჩიეთ პატარა ხალიჩა, რათა მთლიანად არ დაიფაროს იატაკის ხიბლი. თუ ფანჯრიდან კარგი ხედი გაქვთ, არ დაფაროთ მუქი ფარდებით.

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის


#4 აუცილებელია სწორად შეხამებული ფერები. ტრადიციულად მოწყობილ სახლებში ფერები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ კედელი თეთრია, ამ შემთხვევაში კარგად უნდა გათვალოთ ინტერიერის აქცენტები. გამოიყენეთ ფერები, რომლებიც ქმნიან ერთობლიობას.

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის


#5 ყველა ოთახს უნდა ჰქონდეს გამორჩეული ნივთი. ნივთები წარმოაჩენენ თქვენს პერსონას, შინაგან სამყაროს. თქვენი გემოვნებისამებრ შეარჩიეთ ნივთები, იქნება ეს ანტიკვარული თუ თანამედროვე უცხო ნივთები. თქვენთან მოსული სტუმრები მაშინვე გკითხავენ- ეს სად შეიძინე? -მოდური სახლის საიდუმლოც ამაშია, ეცადეთ ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული ნივთები შეარჩიოთ.

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის


#6 ორიგინალი ნახატი ოთახის საუკეთესო ელემენტია. ნახატი თქვენი სახლის სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ხოლო სახლის ყველაზე საპატიო წევრი იქნება. პერსონალური შტრიხების დამატება ყოველთვის წარმოაჩენს თქვენს დამოკიდებულებას ხელოვნებასთან.

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის

6 რჩევა მოდური სახლისათვის


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion, Interior
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top