10 April 2015      Ancho.     Views 4 095    
Category: Fashion / Stars



პანკის დედოფალი
ვივიენ ვესტვუდი


დიზაინერის შემოქმედების 5 საკულტო მომენტი


8 აპრილს ვივიენ ვესტვუდს 74 წელი შეუსრულდა. ის არის ინგლისური მოდის ყველაზე ეპატაჟური და სკანდალური პერსონა. მისი ჩვენებები შოკში აგდებდა თავდაჭერილ ბრიტანულ საზოგადოებას, მაგრმ უსაზღვრო ტალანტის გამო, ვივიენს ყველაფერს პატიობდნენ.





პანკის ბებია

თავისი პირველი ეპატაჟური და სკანდალური კოლექციების შექმნა ვივიენ ვესტვუდმა 70-იანებში დაიწყო. იყიდებოდა ისინი პატარა მაღაზიაში, ლონდონის რაიონ ჩელსიში. მაღაზია მან ქმართან მალკოლმ მაკლარენთან ერთად გახსნა, Sex Pistols-ის ერთ-ერთ დამაარსებელთან ერთად. სწორედ მაშინ დაიწყო მოდის ისტორიაში ყველაზე ხმამაღალი რევოლუცია-ახალი სტილის დაბადება, გარეგნული სახე შეეცვალათ არამარტო ლონდონის მაცხოვრობლებს არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას. ვესტვუდს გადამწყვეტი როლის თამაში გამო, დღემდე უწოდებენ პანკის ბებიას.



GOD SAVE THE QUEEN
http://n1s1.hsmedia.ru/92/e0/40/92e040e39a03d788feef4f1211e092fd/340x464_1_befb712eceae722b1fe2449a9144fefd@536x709_0xd42ee42a_13794133451396816743.jpeg 1977 წელს პანკ ჯგუფმა Sex Pistols გამოუშვა სინგლი God save the Queen, რომელიც დაუკავშირეს ელიზაბეტ მეორის კორონაციის 25 წლისთავს. ვივიენმა კი იზრუნა მუსიკოსების ეპატაჟურ ჩაცმულობაზე ამ მოვლენასთან დაკავშირებით: მაისურები პრინტით, რომლებზეც დედოფალი გამოსახული იყო პირზე ქინძისთავმიბმული. გასაოცარია, მაგრამ 15 წლის შემდეგ, 1992 წელს, ვესტვუდმა თვით ელიზაბეტის ხელით მიიღო ბრიტანული ორდენი. ბუკინგემის სასახლიდან გამოსვლის შემდეგ, ვივიენმა შემოირტყა ფოტოგრაფები იმის სადემონსტრაციოდ, რომ გრძელი, კონსერვატიული კაბის ქვეშ მას თეთრეული არ ეცვა. ეს ჟესტიც ბრწყინვალედ გამოუვიდა.






დროის მანქანა
http://n1s1.hsmedia.ru/d6/41/cb/d641cb1abdf0063000be2c5c3481c679/340x464_1_91ecb014417b0b1fa8f3e32c4395f062@500x704_0xd42ee42a_5399055811396816743.jpeg1980-იანების დასაწყისში, ვესტვუდი გაცივდა პანკის მიმართ, მაგრამ აღეძრა ვნება და სიყვარული ისტორიული კოსტუმების მიმართ. მისი პირატული და ედვარდისეული კოლექციები კიდევ მრავალი წელი შთააგონებდნენ ამ სტილის მიმდევრებს, მათ შორის ჯონ გალიანოს, მარკ ჯეიკობსს, ალექსანდრ მაქქუინს და სხვა დიზაინერებს. 1987 წელს, დიზაინერმა მაყურებელს წარუდგინა კოლექცია "დროის მანქანა"- XIX საუკუნის კოსტუმების მოტივებზე. პოდიუმზე, კოლექციის მთავარი ნიმუში გახდა "თავისუფლების ქანდაკების" კორსეტი. მოდის ისტორიაში ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც ტანსაცმლის ეს ელემენტი საჩვენებლად გამოიტანეს და აღარ ჰქონდა უბრალოდ თეთრეულის პოზიცია. ეს იყო კიდევ ერთი არც ისე მასშტაბური, მაგრამ მნიშვნელოვანი მოდის რევოლუცია, განხორციელებული ვივიენ ვესტვუდის მიერ.







კვარცხლბეკიდან ჩამოვარდნა

"მე ქალებს კვარცხლბეკზე ვსვამ"-თქვა ვივიენ ვესტვუდმა 1993 წელს და პოდიუმზე მოდელები დაუჯერებელი სიმაღლის, 25 სანტიმტრიანი ქუსლის ფეხსაცმელებით გაუშვა. შესაძლოა, ფეხსაცმელებს თავისით არ მოეხდინათ ფურორი, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი რომ არ ჩამოვარდნილიყო თავისი გამოსვლისას "კვერცხლბეკიდან" და ვეღარ წამომგარიყო ფეხზე მალევე.



თვით ის ქუდი

დღეისათვის, დიზაინერის ცნობილი ქმნილებაა ქუდი Mountain, რომელიც 1982 წელს კლექცია Nostalgia of Mud-ისთვის შექმნა. აქსესუარს მეორე სიცოცხლე მიანიჭა მომღერლმა ფარელ უილიამსმა, რომლითაც 2014 წლის გრემის ცერემონიალზე იმღერა. მას შემდეგ, მუსიკოსი არ იშორებს ეპატაჟურ თავის მორთულობას. ქუდის სიმაღლე შეადგენს 20 სანტიმეტრს და შთაგონებულია პერუელი ქალების ქუდების მიერ. ფარელის ქუდს შექმნილი აქვს ცალკე თვითერის ექაუნთიც, სადაც ის გამოწერილი ჰყავს 20 ათასს ადამიანს.





✄ ვესტვუდი – პირველი ქმირს გვარია ვივიენ იზაბელ სუაირისთვის, რომელთანაც სულ 3 წელი იცხოვრა;
✄ რამდენიმე წელი, ვივიენმა დაწყებითი კლასების მასწავლებლად იმუშავა;




ბენჟამინი, ვივიენის უფროსი ვაჟიშვილი, წარმატებული ეროტიკული სტილის ფოტოგრაფი გახდა;
ჟოზეფი, ვივიენის უმცროსი შვილი, ცნობილი ქალის თეთრეულის ბრენდის Agent Provocateur-ის დამაარსებელია;




✄ 2007 წელს, ვესტვუდს მიანიჭეს პრიზი მოდის განვითარებაში შეტნილი წვილისათვის დაჯილდოვებზე-British Fashion Awards, მაგრამ ვივიენი სცენაზე არ ასულა, რადგან ამ დროს საპირფარეშოში იმყოფებოდა;
✄ 2013 წელს ვესტვუდმა შექმნა კოსტუმები ინგლისის ნაციონალური ბალეტის დასისათვის.
































Category: Fashion / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top