;

7 April 2015      TataNakani     Views 6177    
Category: Fashion, Take Care

რჩევები გარდერობის მოსაწესრიგებლად

სეზონურად გარდერობის ცვლილება და დალაგება აუცილებელია. გადავსებული გარდერობის გასუფთავება ყველას უჭირს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. უსარგებლო ნივთებისთვის ადგილის მოძებნაში, ჩვენ დაგეხმარებით. გთავაზობთ 5 იდეას, თუ როგორ შეიძლება მოაგვაროთ გარდერობთან დაკავშირებული პრობლემები და მოაწესრიგოთ თქვენი საყვარელი პატარა "სამყარო".

#1 დაყავით თქვენი გარდერობი სექციებად ლამაზი ლენტების დახმარებით.

შარვლების, პერანგების, კაბებისა და ქვედაბოლოების ადვილად პოვნაში თქვენი დაყოფილი სექციები დაგეხმარებათ.გაუკეთეთ გარდერობის დასაკიდ ძელს ლამაზი ლენტები, რომლებიც გაგიადვილებთ სასურველი სამოსის პოვნას. ერთმანეთში არეულ სამოსში რთულია იპოვნო სასურველი. ლენტების დახმარებით კარადის არეულობას მალე მოაწესრიგებთ.

რჩევები გარდერობის მოსაწესრიგებლად


#2 გადამალეთ;
თუ დაგჭირდათ, ისევ დაკიდეთ გარდერობში;
თუ არ გაგახსენდათ ე.ი. აღარ გჭირდებათ.

ყველას აქვს ისეთი სამოსი, რომელსაც აღარ იცვამს, თუმცა მისი თავიდან მოშორება არ უნდა. გარდერობი კი ასეთი სამოსით სავსეა. გადააწყვეთ ცალკე ის ტანისამოსი, რომლებსაც არ იცვამთ. შეინახეთ კარგად. თუ გაგახსენდებათ რომ ის შენახული სამოსი გჭირდებათ, დააბრუნეთ გარდერობში. დროის განმავლობაში დავიწყებული ნივთები თუ თქვენთვის უსარგებლო იქნება, მაშინ დროა ისინი ვინმეს აჩუქოთ.

რჩევები გარდერობის მოსაწესრიგებლად


#3 გამოიყენეთ კონკრეტული რაოდენობის საკიდები.

ახალი ნივთის შესაძენის შემდეგ არ დაკიდოთ ახალი საკიდი. შეცვალეთ ძველი ახლით. ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენს გარდერობში სამოსის რაოდენობა. კონკრეტული რაოდენობის საკიდები დაგიცავთ გარდერობის უსარგებლოს გადავსებისგან.

რჩევები გარდერობის მოსაწესრიგებლად


#4 არ მოხსნათ იარლიყები სამოსს, მანამ სანამ არ ჩაიცვამთ.

სამოსის შეძენის შემდეგ ქალბატონებს უყვართ, როდესაც ახალ ნივთს უტოვებენ იარლიყს. ეს კარგი მეთოდია, იმისათვის რომ დარწმუნდეთ მართლა გჭირდებათ თუ არა შეძენილი ნივთი. თუ აღმოაჩენთ რომ დროის განმავლობაში, გარდერობის დალაგებისას, ბევრი იარლიყ მოუხსნელი სამოსი შეგხვდათ, ეს მათი უსარგებლობის მაჩვენებელია. თუ დიდი დრო არ გასულა შეძლებთ მის უკან დაბრუნებას მაღაზიაში. როგორც წესი, ახალი ტანსაცმლის ჩაცმას ყველა ჩქარობს. გარდერობში უსარგებლოდ ჩამოკიდებული ნივთები კი დროა სხვას აჩუქოთ.

რჩევები გარდერობის მოსაწესრიგებლად


#5 იყავით ორგანიზებულები.

ეცადეთ დაალაგოთ თქვენი გარდერობი სამოსის დანიშნულებისამებრ. ყოველდღიური სამოსი ერთად, ხოლო გამოსასვლელი ცალკე. ამით თავიდან აიცილებთ ყველაფრის არევას. რამდენიმე წუთი გარდერობში ქექვას. ზემოხსენებული რჩევები დაგეხმარებათ ყველაფერი მოაწესრიგოთ. მოიწყვეთ თქვენი პატარა და საყვარელი სამყარო, ისე როგორც მას შეეფერება. გარდერობის დალაგებისას ჩართეთ საყვარელი მუსიკა და გაერთეთ. ეცადეთ ყველა საქმიანობიდან მიიღოთ სიამოვნება.

რჩევები გარდერობის მოსაწესრიგებლად


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fashion, Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top