6 April 2015      Ancho.     Views 7 937    
Category: Fashion / Take Care



სახის მოვლა
✘ 10 არასწორი მოსაზრება სახის კანის მოვლის შესახებ


მზიანი გაზაფხული უფრო და უფრო იჭრება ნათელი ფერებით. იღვიძებს სახის კანიც. ცდილობს მოერგოს ახალ რიტმს და შემთხვევით ეჯახება უსიამოვნებებს. ჩნდება გაღიზიანება და აკნე, იქერცლება კანი ან პირიქით, ცხიმივით ბრწყინავს. გთავაზობთ უსარგებლო სტერეოტიპების დანგრევას და რჩევებს როგორ გავუმკლავდეთ გაზაფხულის ტიპიურ პრობლემებს.



✘ "რაც უფრო მეტ საშუალებას იყენებ, მით უფრო პროდუქტიულად და სწრაფად იღებ შედეგს"

არაზომიერება და არაეკონომიურობა მალე მიგიყვანთ კოსმეტოლოგთან, და არა ბრწყინვალე შედეგთან. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ძლიერ ნივთიერებებს შეუძლიათ გამოიწვიონ კანის გაღიზიანება. ყველაზე გავრცელებული აქტიური ნივთიერებები, რომლებიც განკუთვნილია კანის გასწორებისთვის და გამონაყართან ბრძოლისათვის, ესენია: ვიტამინი "ცე", რეტინოლი და გლიკოლის მჟავა. ასევე აქტიურ ნივთიერებებად ითვლება სალიცილის მჟავა და პეროქსიდი-ისინი ახმობენ მუწუკებს.

ასეთი ნივთიერებები მიღებულ უნდა იქნას დოზირებულად და სწორად-მხოლოდ იქ სადაც ამის საჭიროებაა. მაგალითად, რეტინოლის კრემის გამოყენებისას საკმარისია ერთი წვეთი.

https://40.media.tumblr.com/de4873fdca90366e1357e13ae87b9348/tumblr_myt8xtChtk1qhd5gho1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/fa98216ddb5f3b9686cd987c0ee57015/tumblr_namq4kp3dT1r39ffzo1_500.jpg



✘ "აბსოლიტურას ყველას სჭირდება ტონიკის გამოყენება"

ქალების 90%-ს შეუძლია სავსებით მშვიდად არ მოიხმაროს ის. რისთვისაა საჭირო ტონიკი? იმისათვის რომ გავაკონტროლოთ კანის ცხიმის გდაჭარბებუბული განაწილება. მარტივად რომ ვთქვათ, კანი რომ არ "კაშკაშებდეს". სინამდვილეში, ბევრისთვის საკმარისია უბრალოდ გაისუფთაოს სახე ყოველ დილით და გაიკეთოს გამწმენდი ნიღაბი კვირაში ერთხელ. შესაძლებელია, გიჩნდებათ კითხვა რა ჭუჭყი რჩება ბამბაზე სახის ლოსიონით გასუფთავების შემდეგ.? ეს ჭუჭყი არ არის. ეს ცხიმის ნომრალური რაოდენობაა, რომელიც მუქდება გამასუფთავებელი ნივთიერებისა და ჰაერთან კონტაქტისას.

ამიტომ, ტონიკი საჭიროა მაშინ თუ ძალიან ცხიმიანი ან გამონაყარისადმი მიდრეკილი კანი გაქვთ. თუ ეს ასეა გამოიყენეთ სალიცილის მჟავის შემადგენელი ნივთიერება.

https://31.media.tumblr.com/73ee090002c3ef4e4e778596c03439ec/tumblr_nazdbmMRLm1qj4315o1_500.gif


✘ "რაც უფრო მეტ SPF საშუალებებს ისმევ, მით უფრო ძლიერია დაცვა"

SPF საშუალებები(ქილებზე წაწერილი დიდი ასოებით SPF არის კოსმეტიკა, რომელიც იცავს სახის კანს მზისგან). თქვენ ფიქრობთ, რომ თუ თქვენი კრემი შეიცავს SPF 30-ს, ტონალური 15ს, ხოლო პუდრა 10ს, მათი მიმატებით ვიღებთ 55ს, გეტყვით რომ არა. სამწუხაროდ დაცვა ითვლება მხოლოდ უმაღლესი მაჩვენებლით. ჩვენ შემთხვევაში 30.

http://41.media.tumblr.com/01fdf2a5a3b81f237cf0d310d0f8116f/tumblr_mzewsbPv0U1sxhvigo1_500.jpg
http://40.media.tumblr.com/23d0d9caefb865c918eb21789ed45782/tumblr_nmcsx4yWnM1tq8mmmo1_500.jpg


✘ "ტუჩის ბლესკი იწვევს სიმშრალესა და მიჩვევას"

შეიძლება, შენი ტუჩის ბლესკის გარეშე შენ თავს არაკომფორტულად გრძნობ და ვერ აფერხებ მის კვლავ და კვლავ წასმას. მაგრამ ეს სულაც არ არის დამოკიდებულება, უბრალოდ შენ მოგწონს შენი ტუჩების ამგვარი მდგომარეობა — დატენიანებული და რბილი, ისინი გამოიყურებიან არაჩვეულებრივად! სიმშრალესა და აქერცვლაში დამნაშავე შესაძლოა იყოს შენი ჩვევა იკვნიტო ტუჩები. შენ ვერც კი ამჩნევ როგორ აკეთებ ამას, რადგან ბლესკი არომატული და გემრიელია. თუ გინდა შეჩერდე, რაღაც დრო აღარ მოიხმარო ის. კვირის განმავლობაში წაისვით ტუჩებზე რაიმე კრემი ან ვაზელინი. შემდეგ გადადით ბალზამზე (ვაზელინის, გლიცერინის ან მინერალური ზეთის შემადგენლობით). ის არ გაგაღიზიანებთ და სწრაფად შორდება."

http://38.media.tumblr.com/cb7e83dfdba0c83d261faa41be0caa94/tumblr_nm985xYVIH1u13e5ko1_500.gif
http://40.media.tumblr.com/dfe57031cf30f8d383b8eeb08226566a/tumblr_nmazv5rRLb1sse8pjo1_500.jpg


✘ "ყოველთვის აუცილებელია თვალების გარშემო სპეციალური კრემის გამოყენება"

მართალია, კანი ამ ადგილას საგრძნობლად თხელია, დელიკატური და მოვლას საჭიროებს. მაგრამ,ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამისათვის მხოლოდ სპეციალური ნივთიერებები გამოდგება. თუ შენი კრემი კარგად ატენიანებს, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ის თვალის გარშემოც, ელემენტარული სიფრთხილის დაცვით- არ წაისვათ კრემი მოძრავ ქუთუთოზე შეხებით. დღის კრემი მზის ფილტრით-ცინკუმის ოქსიდითა და ტიტანის დიოქსიდით უფრო ნაკლებად აღიზიანებს კანს, ვიდრე ქიმიური ფილტრით-ავობენზონით და ოქსიბენზონით. ნაზად წაისვით კრემი თითის ბალიშებით, რომ არ დააზიანოთ თხელი კანი.

http://36.media.tumblr.com/4294cb41da2ee78d3be5e76dcecadca5/tumblr_mx3jil9Bp91scl8yho1_500.jpg
http://38.media.tumblr.com/4fb6b951915880dfa8f301ed49b53cb0/tumblr_nmcevqwwNu1t1p6q6o1_500.gif


✘ "შენ ვერ დაინახავ შედეგს თუ არ გამოიყენებ შესაბამისი ბრენდის მთელი ხაზის პროდუქციას"

შენი მიზანია იპოვნო შენთვის შესაფერისი ნივთიერებები. საქმე იმაშია, რომ ყველა ბრენდი შესაძლოა ეფექტური იყოს შენთვის ერთ კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებაში-დატენიანებაში, გასუფთავებაში და აშ. იმისათვის, რომ ეს გაიგო არსებობს ტესტერები — არ შეიკავო თავი მათგან და ეძებე ზუსტად ის რაც შენ გიხდება.





✘ "მხოლოდ ტუში ფუჭდება მალე"

დარწმუნებულები ხართ, რომ თქვენი ღამის კრემი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ორი წელი შეუსრულდა ძველებურად მშვენიერია? გვინდა "გაგახაროთ": მასში არაფერი სარგებელი აღარ არის. დროთა განმავლობაში აქტიური ინგრედიენტები კარგავენ თავიანთ ძალას და წყვეტენ მოქმედებას. მაგრამ, უარესი არის ის, რომ უკვე ძველი კოსმეტიკური საშუალებები საუკეთესო ადგილია ყველანაირი ბაქტერიის გამრავლების.

დაიმახსოვრეთ: არ შეინახოთ კანის მოვლის საშუალებები ერთ წელზე მეტხანს. და ყურადღებით დააკვირდით შეფუთვას: ზოგიერთი მათგანის შენახვის ვადა გახსნიდან 6,12 და 15 თვეზე მერყეობს. იყავით ყურადღებით: მნიშვნელოვანია არამარტო ვადა, არამედ შენახვის ადგილიც. კრემები უფრო დიდხანს რჩებიან მოქმედნი თუ ინახავთ მუქ, მშრალ და ცივ ადგილას (აბაზანა და მაცივარი საუკეთესო არჩევანი არაა) მჭდროდ დახურული თავით. და არ ჩაყოთ შიგნით თითები, ამისათვის არსებობს ფუნჯები.

https://40.media.tumblr.com/9f6daaf8a522207c3d38b1203b614c14/tumblr_n3fqa5E2ax1rdjb76o1_500.png
https://36.media.tumblr.com/9d3cf63137d9e2ce6ac6cabac4fe6d36/tumblr_mqgqf2vgiv1swsbdno1_500.jpg
http://40.media.tumblr.com/466e13a773a1d0310d8f54bed8acc3a3/tumblr_na5rgv7zUx1qbkefco1_500.jpg


✘ "შოკოლადისა და ცხიმიანი საჭმლისგან ჩნდება მუწუკები"

მოდუნდით და ისიამოვნეთ ტკბილეულით. პიცასა და კანფეტებში არაფერი არ არის ისეთი რაც გავლენას იქონიებდა ამ პროცესზე. (თუ რა თქმა უნდა, პიცას სახეზე არ ისმევთ, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა გამონაყარი ნამდვილად გაჩნდეს) აი სუში და მოლუსკები კი იწვევს გამონაყარს, რადგანაც შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს-ცნობილ პროვოკატორს.

http://40.media.tumblr.com/7958c73a69f1e9deb72512cfcf43ffce/tumblr_nlzfqujn7C1qegcl7o1_540.jpg


✘ "ნაოჭები მხოლოდ მშრალ კანზე ჩნდება"

მაშინ პრობლემა გადაიჭრებოდა ჩვეულებრივი დამატენიანებელი საშუალებებით. სიბერის ძირითადი მიზეზი-კოლაგენის გამომუშავების შემცირებაა. მზე აჩქარებს ამ პროცესს. თუ გინდათ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა გამოიყენეთ კრემი ნაოჭების წინააღმდეგ, რომელიც ანტიოქსიდანებს შეიცავს, მაგალითად ვიტამინ "ცეს". დამატენიანებელი საშუალებები უბრალოდ უკეთესს ხდიან გარეგნულ იერს.

http://41.media.tumblr.com/0338c496540a5b991e9e1f6321da2d15/tumblr_n45bdcURi51qfyjoto1_500.jpg


✘ "ცივი წყალი ფორებს ავიწროვებს"

თქვენი კანი (ფორებთან ერთად) მემკვიდრეობით გადმოგეცათ. აქ უკვე ვეღარაფერს გააკეთებთ, მითუმეტეს ცივი წყლით. იმისათვის, რომ გამოაკეთოთ გაფართოებული ფორები, საჭიროა მათი გასუფთავება. კანის ცხიმით და მკვდარი უჯრედებით ისინი უფრო დიდებად გამოიყურებიან. და კიდევ, ფორები იჭიმება ასაკთან ერთად, როდესაც კანი კარგავს კოლაგენს. გამოსავალი: ანტი-ასაკობრივი საშუალებები.



https://38.media.tumblr.com/99752e8d50073c3b8824464006d33435/tumblr_n585lb7O241qj4315o1_500.gif


Category: Fashion / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top