;

2 April 2015      Ancho.     Views 13200    
Category: Fashion, Make up, Take Care



მოდური ვარცხნილობები
გაზაფხული/ზაფხული 2015

თუ თქვენ შეპყრობილი ხართ სურვილით, შეცვალოთ რაიმე თქვენს გარეგნობაში, მაშინ მიყევით რეკომენდაციებს ახალი ვარცხნილობის შესახებ. Wella Professional-ის ექსპერტები გთავაზობენ ტრენდული ვარცხნილობების რამდენიმე ვარიანტს.




ვირჩევთ ახალ ვარცხნილობას

მრავალშრიანი ვარცხნილობა

გოგონები, რომლებსაც არ ეშინიათ ექსპერიმენტების, შეუძლიათ მოირგონ მოკლე, მრავალშრიანი ვარცხნილობა. [layered, choppy bob] მისი უნივერსალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია ყოველდღე სხვადასხვანაირი იყო. მისი გადაწყობა სხვადასხვა სტილზე შესაძლებელია თმის დასაყენებელი სხვადასხვა საშუალებებით. მაგალითად ხელისგულებზე დაიდეთ რაიმე გელი და წაისვით ის თმის ბოლოებზე, რაც ცვლის დაყენებულ თმას ან მეორე ვარიანტი დაახვიეთ "ჩოლკა", დავარცხნეთ ძირებში, წაიღეთ უკან და დააფიქსირეთ ლაქით.



გადაპარსული კეფა და გრძელი "ჩოლკა"

მოკლე ვარცხნილობის უფრო ექსტრემალური ვარიანტია კეფის გადაპარსვა და გრძელი "ჩოლკის" დატოვება. თმის დაბანასა და გაშრობაზე სულ რამდენიმე წუთი დაგეხარჯებათ. ასევე უმცირეს დროში მოახერხებთ მის დაყენებას, "ჩოლკა" წინ, გვერდზე ან გადაწეული უკან.






პაჟი

ვარცხნილობა "პაჟი", რომელიც ფრანგი მომღერლის მირეი მატიეს სავიზიტო ბარათი გახდა, კვლავ მოდაშია. პროფესიონალებმა აიღეს ვარცხნილობის კლასიკური ვარიანტი და მის გარშემო რამდენიმე ვარიაცია შემოგვთავაზეს, სხვადასხვა ზომის თმებზე. პაჟი, შეიძლება იყოს როგორც კლასიკური-შემობრუნებული შიგნით და ასევე, თავისუფალი-სიმარტივის ეფექტით.






კიბე

თუ თქვენ კიდევ არ ხართ მზად, უარი თქვათ გრძელ ვარცხნილობაზე, არ ღირს მაკრატლის მომარჯვება. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ შეუცვალოთ ვარცხნილობას იერი. ანუ, გაიკეთოთ "კიბე" სახესთან. თმის შეკვრით თქვენ ხაზს გაუსვამთ ფორმას, ხოლო კულულების დახვევით შესძენთ მოცულობას.





კარე+გრძელი თმა

მათ, ვისაც თმა მხრების ქვევით აქვთ, შესაძლებელია მოეწონოთ ვარცნილობა, რომელიც ორ სიგრძეს მოიცავს. თმები იყოფა ჰორიზონტალურად ორ ნაწილად: მაღლისას შეჭრიან კარეს, მოცულობის შესამატებლად, ხოლო დაბლისას დატოვებენ უცვლელად. თუ თქვენ ამ ვარცხნილობას გადაწყვეტთ გირჩევთ გაამახვილოთ ყურადღება თმის მოვლაზე. მოუვლელმა ბოლოებმა შესაძლოა გააფუჭონ ამ მოდური ვარცნილობის მთელი მიმზიდველობა.



ესეც, აქტუალური ვარცხნილობების საიმიჯო ვიდეო-რგოლი შვარცკოფისგან



Category: Fashion, Make up, Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top