;

2 April 2015      ANGEL     Views 3169    
Category: Fashion, Georgians


LWood Eyeglasses
ლევან ლაშქარაშვილის ხელნაკეთი ხის სათვალეები

LWood Eyeglasses
დიზაინერ ლევან ლაშქარაშვილს ხელნაკეთი ხის სათვალეების წარმოების იდეა სულ ცოტა ხნის წინ გაუჩნდა და ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების შესახებ უკვე გაიგებდით მრავალი სიუჟეტიდან, მან ბრენდს LWood Eyeglasses უწოდა და რამდენიმე მოდელის სათვალეს აწარმოებს და ასევე იღებს კერძო დაკვეთებს.

ხეზე მუშაობა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და ერთხელაც ვიფიქრე თუ კი მეტალის და პლასტმასის სათვალე არსებობს, რატომ არ შეიძლება ხის სათვალეც იყოს. ასე, გაჩნდა ძალიან მარტივად იდეა. შემდეგ დავიწყე იდეის დამუშავება.. მე ხის მხატვრული დამუშავება და დიზაინი მაქვს დამთავრებული, ახლაც დიზაინზე ვსწავლობ აკადემიაში, რაც შეეხება მოდის ტენდენციებს ვფიქრობ, რომ ჩემი თითოეული ფორმის და დიზაინის სათვალე სრულიად შეესაბამება არსებულ ტრენდებს. მაგრამ ზოგჯერ ინდივიდუალური დაკვეთის შემთხვევაში მიწევს სხვადასხვა სტილის და ფორმების შექმნა იქიდან გამომდინარე, თუ რა სურს დამკვეთს. ჩარჩოში მაღალი ხარისხის პოლარიზებული მინები ჯდება. პროცესი შრომატევადია იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად თითოეული დეტალი ხელით მუშავდება,ვთვლი, რომ სათვალეების უნიკალურობაც ზუსტად ეს არის. დაახლოებით ერთი სათვალის დამზადებას 1 კვირა სჭირდება, ინდივიდუალური შეკვეთის შემთხვევაში უფრო მეტი, ფასი კი $300-დან იწყება.




Wood Eyeglasses unlike anything
Beautiful All Natural Wood Eyeglasses handcrafted using wood bending technology

facebook: facebook.com/LWoodEyeglasses
twitter: twitter.com/lwoodeyeglasses
instagram: instagram.com/lwoodeyeglasses










Category: Fashion, Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top