18 March 2015      • Angel M •     Views 6 983    
Category: Fashion / Films, Movies / Stars

დღესდღეობით ადამიანთა უმრავლესობას საკუთარი სტილის ქონის თავისუფალი არჩევანი აქვს. ყოველი მათგანი შთაგონებას სხვადასხვაგვარად იღებს. მაგალითის ასაღებად ერთ-ერთი მარტივი გზა არის ფილმები. მნიშვნელობა არ აქვს ფილმი რომელ წელს არის გადაღებული.
მოდა ხომ ბრუნავს?! ამიტომ, გთავაზობთ 90-იანი წლების 5 გამორჩეულ ფილმს, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ სტილის შთაგონება.

Clueless, Pretty Woman, Jawbreaker, Spice World, The Craft

90-იანების ფილმები, რომლებიც შთაგაგონებთ

Clueless (1995)



ალბათ ბევრ 90-იანების ბავშვს შეუძლია უამრავი ციტატის გახსენება ფილმ - ‘Clueless’-დან.
ფილმი მოგვითხრობს ბევერლი ჰილსის გაბუჭებულ გოგონებზე, რომლებიც იძულებულები
არიან სკოლის და სხვა სიძნელეებს შეეჭიდონ. მთავარმა პერსონაჟებმა დიდი წვლილი შეიტანეს
სხვადასხვა ტენდენციების დამკვიდრებაში. მაგალითად: მოკლე და უჯრიანი ბოლოკაბები,
დიდი ქუდები, და რაღა თქმა უნდა ცნობილი დიზაინერების ძვირადღირებული ლუქები.






Pretty Woman (1990)



ფილმში Pretty Woman ჯულია რობერტსი თამაშობს მეძავის როლს. მას პარტნიორობას
რიჩარდ გირი უწევს. ერთკვირიანი ურთიერთობის შემდეგ მათ რა თქმა უნდა ერთმანეთი
უყვარდებათ. ამას გარდა, ფილმში უმთავრესი დატვირთვა აქვს მოდას. რობერტსი ქუჩის
მეძავობიდან ნამდვილ ლედად ყალიბდება. ყველაზე ცნობილი მაყალყელიანი შავი
ჩექმებია, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება წითელი კაბის დავიწყება.






Jawbreaker (1999)



1999 წლის ფილმი Jawbreaker არის შავი კომედიის მატარებელი ფილმი, რომელიც
გადაღებულია 1980 წლის ფილმ ‘Heathers’-ის მიხედვით. ის მოგვითხრობს სკოლაში
პოპულარული გოგონების შესახებ. ფილმში შემთხვევით კვდება გამოსაშვები საღამოს
დედოფალი. ამ გარემოებების გარდა იხილავთ 90-იანი წლების მოდის ძირითად
ელემენტებს, როგორებიცაა: ბეწვიანი ჯემპრები, სათვალეები, ნათელი ფერები და
მოკლე მაისურები.






Spice World (1997)



90-იანების და არა მხოლოდ 90-იანების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გოგონათა ჯგუფმა
'Spice Girl'-მა 1997 წელს საკუთარი ფილმი გადაიღო, სახელწოდებით ‘Spice World’. ფილმში
წინა პლანზე წამოწეულია მოდა, რომელიც დღეს იმ დროს გაგახსენებთ. პლატფორმიანი
ფეხსაცმელი, ზოლიანი პრინტები, ვიწრო კაბები, და მოკლე ქვედაბოლოები.






The Craft (1996)



The Craft-იც სკოლის გოგონებიზე მოგვითხრობს, რომელბიც ჯადოქრობით არიან გატაცებულები.
სულ მალე ისინი აღმოაჩენენ, რომ მაგისთან ხუმრობა საშიშია, რადგან მას ცუდი მხარეებიც აქვს.
სტილს რაც შეეხება, მაგიური თემა ჭარბობს: გოთური სტილის სამოსი, სკოლის ფორმები, ტყავის
ქურთუკები და მუქი ტუჩსაცხები.






Category: Fashion / Films, Movies / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top