;

18 March 2015      Ancho.     Views 4410    
Category: Fashion

https://40.media.tumblr.com/86e7f4033ebde8d1656dc30e1856ff23/tumblr_mymyd3IefX1so18wzo1_500.jpg



ალექსანდერ მაქქუინის მოდური ფეტიშები

ბრიტანელი დიზაინერის 5 მთავარი გატაცება
https://38.media.tumblr.com/8e73654f7c89b2dda27456ce2ff8c8d7/tumblr_n0ukbhDddI1qca450o2_r1_250.gif
1969 წლის 17 მარტს, ლონდონში, ტაქსისტის ოჯახში მეექვსე ბავშვი დაიბადა - ლი ალექსანდრ მაქქუინი, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინერი, ნოვატორი, ექსპერიმენტატორი, მხატვარი და უსაზღვრო ფანტაზიის მქონე შემოქმედი გახდა. თავისი არც ისე გრძელი კარიერის განმავლობაში მან მოასწრო იმის გაკეთება, რასაც უმეტესობა მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერც კი უახლოვდება. მისი კოლექციები გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში, შოუ კი გახდა მაგალითი იმ მოდელიერებისათვის, რომლებიც ცდილობენ არამარტო კოლექციის დემონსტრირებას, არამედ ძირითადი კონცეპტის წარმოდგენასაც.

შემოქმედებით გზაზე დიზაინერის მთავარი შთაგონების წყარო და გულშემატკივარი მისი დედა ჯოისი იყო. 2010 წლის დასაწყისში კი ის გარდაიცვალა, მაქქუინმა ტრაგედია ვერ გადაიტანა და იმავე წლის 11 თებერვალს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავიხსენოთ მისი 5 მთავარი მოდური ფეტიში.

https://40.media.tumblr.com/be352963475063d4acc0968f4d749451/tumblr_mfv0mh5OvM1qj7piio1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/tumblr_lggdudUc5w1qg5u0eo1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/tumblr_mb78mwHXsm1qayp2mo1_500.png
https://40.media.tumblr.com/tumblr_lz8kbu1uDC1qddhowo1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/826cffed838eba0730f116313174305d/tumblr_n2lrqoYwDE1rqjgbxo1_500.jpg


ფეხსაცმელი ARMADILLO



კოლექცია Plato`s Atlantis (2010 წლის გაზაფხული/ზაფხული) დიზაინერის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. მასში მან გამოხატა სამყარო, ისეთი როგორიც იქნებოდა ტრაგედიის-გლობალური დათბობის შემდეგ. მთავარი მოდური ტრენდი იყო ფეხსაცმელი ARMADILLO, მაღალ პლატფორმაზე და 30 სანტმეტრიან ქუსლზე, რომლითაც ლეიდი გაგა მოგვევლინა თავის ვიდეოში Bad Romance და ამ სახით მაქქუინს მეტი პოპულარობა მოუტანა.

http://data2.whicdn.com/images/6674377/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/1638227/large.jpg
https://40.media.tumblr.com/445c543ddb6ccdaba5bfa87564c6168c/tumblr_nagz7dMihC1txzfl8o1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/tumblr_m9ks9stYjN1reprxdo1_500.jpg


ბუმბული



მაქქუინი ბავშვობაშ გატაცებული იყო ორინტოლოგიით და დადიოდა კიდეც ჩიტების აგებულებათა სასწავლო კურსზე. ამ ჰობბმა ასახვა ჰპოვა შემდგომ მისი ტანსაცმლის კოლექციებში, მაგალითად, The birds (1995) და The Horn of Plenty (2009). ზოგიერთი მოდელი მთლიანად შესრულებული იყო იხვის ბუმბულით. ექსტრავაგანტური სამოსი რთული სილუეტებით-არც ისე უთანხმდება რეალობას, მაგრამ ტრენდი მთლიანად ბრენდის "დნმ" გახდა.

https://40.media.tumblr.com/67a877a5a60c21e86241478ce947fdd5/tumblr_mndyxta5021r12egho1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/5848d4a81484f75502a041a510fde6d3/tumblr_mslx7dL6zc1ryso53o1_500.jpg
https://41.media.tumblr.com/6cae0011bc83b92ab8b9166bd29831b6/tumblr_n9gmw91UF91rrnbdgo1_500.jpg
http://data3.whicdn.com/images/59886434/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/45958085/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/28636767/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/11111934/large.jpg
https://36.media.tumblr.com/7e7a20b7b9170f27b3335a7e80f07631/tumblr_n0ukbhDddI1qca450o3_r1_500.jpg


კლეჩატი



მაქქუინს არასოდეს ავიწყდებოდა თავისი შოტლანდიური ფესვები. წინაპრების მიწას მიეძღვნა მისი განსაცვიფრებელი კოლექციები: Highland Rape (გაუპატიურებული შოტლანდია) და Widows of Culloden (კალოდენის ქვრივები). შოუების ცენტრალური ტრენდი რა თქმა უნდა, ტრადიციული შოტლანდიური ქსოვილი იყო -წითელი და შავი უჯრედებით., რომელთანაც შერწყა დაუჯერებელი დეტალები. მან თითქოს საჰაერო კაბები შექმნა უწონადი ქსოვილებით. მაქქუინი თავადაც არ ერიდებოდა პუბლიკაში ტრადიციული შოტლანდიური კაბით გამოჩენას.

https://36.media.tumblr.com/tumblr_ln4emtHiZp1qd9iv4o1_500.jpg
https://36.media.tumblr.com/tumblr_lmpuzioQFX1qdc8bao1_500.jpg
https://41.media.tumblr.com/e169bcfb60f3d1d100bb5ab09a26b186/tumblr_mi2ac3l6cT1rz7d41o1_500.jpg
http://40.media.tumblr.com/tumblr_lyxf43Ro2x1rnpx0uo1_500.jpg



თავის ქალა



მუდამ თავის თავში ჩაფლული, ავადმყოფურად მგრძნობიარე ინტროვერტი-ალექსანდრ მაქქუინი თავის შემოქმედებაში მუდამ ახდენდა სიკვდილის თემის წამოწევას. ამ სტილს მიუძღვნა კოლექცია Dante (1996), შოუ რომელიც ჩატარდა კათოლიკურ ეკლესიაში, ორღანის ხმის ფონზე. ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც მის მიერ შექმნილ ბრენდთან ასოცირდება ეს თავის ქალაა. მისით ფორმდება ცხვირსახოცები, მაისურები, კლატჩები და ბიჟუტერია.

https://41.media.tumblr.com/59a2aa09a0fd1c1ca49d662b35b3cce0/tumblr_my7u6b0gI71qlcg2go1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/49154008b93824ab937f12440ab63a2f/tumblr_mi2yrjz9Dc1qexld5o8_500.jpg
https://40.media.tumblr.com/116d1c5936069bff3252087ce208bea3/tumblr_n0uk8zwJzz1qj7piio1_500.jpg
http://data2.whicdn.com/images/155142784/large.jpg



პეპლები



დიზაინერის კიდევ ერთი ფეტიში-მწერები, კონკრეტულად კი პეპლებია. ეს მოტივიც მთელი მისი სიცოხლის ხაზს გაჰყვება, მის ნამუშევრებს დაწყებული კაბების პრინტებიდან დამთავრებული თავსაბურავებით. მაქქუინი ახროციელებდა ნატურალიზმს, მისი პეპლები ეს ზრაპრული მშვენიერი არსებები კი არა, სარწმუნოდ მომზირალი მწერებია.


https://40.media.tumblr.com/9477d8364dab78327549d1cfbc74311d/tumblr_mn943acOQk1s60yq6o1_500.jpg
http://data1.whicdn.com/images/57973591/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/9987363/large.jpg
https://40.media.tumblr.com/tumblr_mcxh74VcER1qkv54go1_500.jpg
https://41.media.tumblr.com/1aa6093820d1f9d3bb65aa4a1a769c93/tumblr_mjhxmtjnp21rwahwmo1_500.jpg
http://41.media.tumblr.com/tumblr_lqevllHegM1qbhxv3o1_500.jpg


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top