17 March 2015      ANGEL     Views 10 048    
Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge



სალომე ღვინიაშვილის დიზაინერული დებიუტი SalOme for DALOOD
წარმოადგენს საკაპსულო კოლექციას, რომელიც მოდელმა DAlOOD-თან კოლაბორაციით შექმნა, კოლექციის პრეზენტაცია 18 მარტს შედგება კოსტავას #23-ში მდებარე ატელიეში;

ენჯელ.ჯი სალომეს დალოოდის ატელიეში, კოლექციის პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე ესტუმრა და სამუშაო პროცესში ჩავწერეთ ინტერვიუ, თუ როგორ შეიქმნა კოლექცია და რა გეგმები აქვს სალომეს, როგორც დიზაინერს. ასევე წარმოგიდგენთ ლუქბუქს და ფოტოებს სახელოსნოდან:



ექსკლუზიურად www.angel.ge-სთვის
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია

ANGEL: სალომე, როდის და რა ვითარებაში გაჩნდა კოლექციის შექმნის იდეა?

სალომე ღვინიაშვილი: დიდი ხანია მაკა კვიციანისგან მოდის საუბარი გამეკეთებინა კოლექცია დალოოდისთვის, სწორედ მისი შემოთავაზებით დავიწყე კოლექციაზე მუშაობა SalOme for DALOOD . შევეცადეთ კოლექცია ყოფილიყო Must Have, ის რასაც ყველა გოგო ისურვებს ქონდეს გარდერობში, ეს საკაპსულო, კომერციული კოლექციაა მაღაზიისთვის. ამ კოლექციაში, მაგალითად სვიტერები იქნება 3-4 ფერის და სულ რამოდენიმე ცალი, არ გავამეორე ბევრი რამ და არის რაღაცეები რაც იქნება მხოლოდ 1. კოლექცია საერთო ჯამში მოიცავს დაახლოებით 5-6 ლუქს.

SalOme for DALOOD ლუქბუქი / ფოტოგრაფი: ანასტასია პაიჭაძე


ANGEL: როგორ ქალბატონს წარმოადგენს თქვენი კოლექცია,
თუ მოიცავს ეს ისეთ სამოსს, რომელსაც თავად ჩაიცმევდით


ეს კოლექცია გავაკეთე ჩემგან, ჩემი სტილიდან გამომდინარე. ქალი არის იდეა, მისი ქალურობა და კლასიკურობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაძლოა გეცვას სპორტულად, მაგრამ ქალურობა არ უნდა დაკარგო, ეს არის ჩემთვის მთავარი მიზანი. კლასიკური ჩემი სტილია.

ANGEL: ვხედავთ, რომ უცხოური ბრენდების და ქართველი დიზაინერების
ნაწარმის მოყვარული ხართ, როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი კოლექცია მათ გვერდით


რა თქმა უნდა ძალიან ბევრი უცხოელი დიზაინერი მომწონს და არის ჩემს გარდერობში, მაგრამ ბოლო პერიოდში დიდ უპირატესობას ვანიჭებ ქართველებს. ვფიქრობ, რომ როდესაც არსებობს ქართული ბაზარი და ძალიან ბევრი კარგი, წარმატებული დიზაინერი, რატომ არ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ქართველ დიზაინერებზე? ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მომხმარებელი მოიწონებს ჩემს კოლექციას. ხშირად მომდის სოციალურ ქსელში შეკითხვები თუ რა ბრენდი მმოსავს და თითქოს მოსწონთ რაც მაცვია, ამ ყოველივემ განაპირობა გამეკეთებინა ის - რაც მე მომწონს, რასაც თავად ჩავიცმევდი პირველ რიგში.





ANGEL: დასრულდა მოდის კვირეულების სეზონი: NY, მილანი, პარიზი..
ვის კოლექციებს ადევნებდით თვალს და სულ მალე დაიწყება TFW, როგორია მოლოდინი


მოდის კვირეულებს ყოველთვის ვადევნებ თვალს, ძალიან მომეწონა სელინის და მიუ მიუს კოლექცია ამ სეზონზე, თბილისის მოდის კვირეულს კი განსაკუთრებით ველოდები, ველი სიახლეებს ჩვენი დიზაინერებისგან. რამდენიმე მათგანის კოლექცია კი უკვე ვიცი, ჩემი მეგობრები, რომლებმაც წარადგინეს ლუქბუქები პარიზის მოდის კვირეულის შოურუმზე. თბილისის ამ მოდის კვირეულზე ჩემი კოლექცია არ იქნება, თუმცა ვიმედოვნებ შემდგომ მოდის კვირეულზე - შემოდგომაზე მეც შევუერთდები.




ANGEL: როგორ წარმოგიდგენიათ, რომელ ბრენდებს შეუხამებდა
მოდური ქალბატონი თქვენს სამოსს კოლექციიდან?


არ მომწონს როდესაც ლუქი არის აწყობილი ერთი ბრენდით, ანუ მომწონს მიქსი და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად კომბინირება.
ეს ძალიან ტენდენციურია და აღარ არის მოდაში მხოლოდ ბალმეინის ან მხოლოდ დიორის ლუქი. შეიძლება ჟივანშის ქურთუკზე ჩაიცვა ვთქვათ სალომეს შარვალი და ეს მე ძალიან გამახარებს.: )

ANGEL: კვლავ კოლაბორაციას გეგმავთ თუ დამოუკიდებლად კოლექციის შექმნას?
ვნახოთ როგორ მოიწონებს ხალხი ჩემს კოლექციას.



სალომე ღვინიაშვილის საკაპსულო კოლექციას SalOme for DALOOD
18 მარტიდან იხილავთ კოსტავას #23 ნომერში მდებარე DAlOOD-ის ატელიეში



Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments
Back to Top