12 March 2015      Ancho.     Views 7 178    
Category: Fashion / Take Care / Stars


სილამაზის 100 რჩევა
ცნობილი ადამიანებისგან
ნაწილი II


მსახიობები, მომღერლები, მოდელები და აგრეთვე მათი ვიზაჟისტები, დიეტოლოგები და კოსმეტოლოგები სილამაზის საიდუმლოებებს გვიზიარებენ. უკანასკნელი წლების განმავლობაში მოდურმა ჟურნალებმა შეკრიბეს ყველაზე საინტერესო, ორიგინალური და ეფექტური beauty-რეკომენდაციები ცნობილი ადამიანებისა და მათი დამხმარეებისგან - მაკიაჟის, სტილისა და დიეტის გურუებისაგან.

სილამაზის 100 რჩევა
იხილეთ ნაწილი I




34. "ჩემი კარგი ფორმის საიდუმლო-კარგი კვება და საბრძოლო ხელოვნებაა. მე ამან გამიტაცა, მაშინ როდესაც ვმუშაობდი ფილმზე "მეხუთე ელემენტი" და შემდეგ სურათებში, რომლებივ იყო "ჟანა დარკი" და "ბოროტების სავანე", ეს უნარები გამომადგა. რაც უფრო მეტს ვმონაწილეობდი მსგავს ლენტებში, უფრო მეტ გამოწვევას ვიღებდი საკუთარ თავზე: ბრძოლა ხმლებით, ტაიკვანდო, უშუ... მე მგონია, რომ ქალები შექმნილნი არიან საბრძოლო ხელოვნებისთვის. ჩვენ მეტად მინიატურულები, სწრაფები და მოხერხებულები ვართ."
მილა იოვოვიჩი




35. "ღამით, თმის ბოლოებზე ჩვეულებრივ ნივეას კრემს ვისმევ, ლურჯი ბოთლიდან. ის მე ნებისმიერ ძვირადღირებულ შრატზე ან ზეთზე მეტად მშველის."
ები ლი კერშაუ


36. "ჩემი საყვარელი დევიზია: "იყავით არასრულყოფილნი-იცხოვრებთ დიდხანს". იმის ცდაში რომ გავხდეთ იდეალი, ჩვენ საკუთარ თავს ჩარჩოებში ვამწყვდევთ და განვიცდით სტრესს. მე მაქვს თეორია, რომ თითოეული ჩვენგანი თავს ყველაზე ბედნიერად 2 წლის ასაკში გრძნობდა. ჩვენ არავისი არ გვშურდა, არ განვსჯიდით გარშემომყოფებს, არ გვეშინოდა წარუმატებლობის და ვასხივებდით სიყვარულს. ასე, რომ იმისათვის, რომ დავამყაროთ ჰარმონია სამყაროსთან, საჭიროა გავაღვიძოთ ჩვენში ის ბავშვი".
ჰოვარდ მურადი, დერმატოლოგი




37. "მე ყოველთვის ვატარებ თან სახტუნაოს. ის იკავებს უმცირეს ადგილს ჩემოდანში და მე შემიძლია ვივარჯიშო მაშინაც კი, თუ სასტუმროში არ არის სავარჯიშო დარბაზი. 10 წუთი ინტენსიური ხტუნვა და 200 კალორიაც ქრება."
ადრიანა ლიმა





38. "მე რეგულარულად ვიღებავ ქერად. და რაც არ უნდა არაჩვეულებრივი იყოს საღებავი, მას მაინც ზიანი მოაქვს თმებისთვის. ამას კი ანახლებენ აღდგენითი ნიღბები. თუ არ მოგეპოვებათ, გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი. ვისმევ ბოლოებზე და 20 წუთის შემდეგ გულმოდგინედ ვიბან."
ნატაშა პოლი




39. "სუნამო - აღქმადია და სწორი საშუალებაა წარმოაჩინო თავი. არ მიყვარს ძლიერი სუნები, რომლებიც ოთახში იმაზე ადრე ჩნდებიან, ვიდრე ისინი ვისაც ის ასხიათ. პირიქით, ქალმა გასვლისას უნდა დატოვოს თავისი კვალი."
ქეით ბლანშეტი


40. "მე სურნელს ვანაწილებ არამხოლოდ კისერზე, ყურებზე და დეკოლტის ზონაში, ასევე მხრებს შორის ნაკეცებშიც. კაცები ამისგან გიჟდებიან!"
დიტა ფონ რიზი




41. "ცხარე სასმელი მედიცინაში საუკეთესო საშუალებაა იყო ტონუსში ყავის გარეშე. 1ლიტრ ადუღებულ წყალში იდება 20 გრამი რეჰანი, 50 გრამი ჯანჯაფილი (კოჭა/Ginger) და 10 გრამი შავი წიწაკა. ურიეთ იქამდე სანამ წყლის რაოდენობა ორმაგად არ შემცირდება. სვით ცოტ-ცოტა დღის განმავლობაში კვებას შორის."
ჯოი მეთიუ, შეფ-პოვარი


42. "აურიეთ ერთი სუფრის კოვზი სოდა თქვენს გამწმენდ ზეთთან ან ლოსიონთან. წაისვით სახეზე მასაჟური მოძრაობებით და ეგრევე ჩამოიბანეთ ცხელი წყლით. გაიმეორეთ 2-3ჯერ კვირაში. სახე იბრწყინებს!"
ემა სტოუნი




43. "მე ვისურვებდი მესწავლა მედიტაცია. ჯერჯერობით კი საუკეთესო მეთოდი გათავისუფლდე ნეგატიური ენერგიისგან-ეს არის სპორტი. ცურვა ან სეირნობა მთებში. ხანდახან მე იოგაზე დავდივარ. თუ გამომივიდა მეგობრებსაც მივყვები ცეკვაზე."
ნატალი პორტმანი




44. "მიუხედავად გავრცელებული ცდომილებისა, ღია ტონალური კრემი არ აცოცხლებს სახის ფერს, მუქი კი არ ფარავს ნაკლებს. საჭიროა იპოვნო "შენი" ტონალობა და ორიენტირი მოახდინო დეკოლტესა და კისრის ფერზე. თუ ზაფხულის შემდეგ ბრინჯაოს ტონალობა დაგრჩათ, გაანაწილეთ ის ყვრიმალის ძვლებზე. კრემი ვიზუალურად ასწევს მას და სახეს მეტად გამომსახველობითს გახდის."
ლოიდს სიმონდი, ვიზაჟისტი


45. "მე ხშირად ვიბან გაზიანი წყლით. გაზის ბუშტები სისხლის ნაკადის სტიმულირებას ახდენენ. სახის დამატენიანებელ ნიღაბს კი დადებამდე ვუმატებ სპირულინა ს ფხვნილში (Spirulina Powder / Spirulina Capsules / Spirulina Tablets). ის უზრუნველყოფს საოცარ ეფექტს."
ჟიზელ ბიუნდჰენი




46. "რუსებსა და ამერიკელებს საერთო აკვიატება აქვთ: გამოიყენონ უამრავი კრემი. მაგრამ ბევრი არ ნიშნავს საუკეთესოს. ბევრი გატაცებულია ქიმიური პილინგებით და ავიწყდებათ, რომ ეს სერიოზული მედიცინური პროცედურაა და ყველას არ უხდება. რის შემდეგაც სპეციალური მოვლაა საჭირო. ქალები ხშირად ფიქრობენ: "რაც უფრო აგრესიულია, მით უფრო ეფექტურია", მაგრამ ესეც არ არის ასე. გირჩევთ აიღოთ მაგალითი ფრანგებისგან, რომლებიც ძალიან ყურადღებით უვლიან სახეს."
ჟოელ სიოკო, კოსმეტოლოგი


47. "მე ვცდილობ სწორად ვიკვებო, ვჭამ თევზს და ორგანულ ბოსტნეულს. მართალია, ხანდახან ვერ ვუძლებ ცდუნებას კარტოფილი ფრის მიმართ. ვცდილობ რეგულარულად ვივარჯიშო-იოგა და სირბილი კვირაში 3-4ჯერ. ხანდახან ვზივარ დიეტაზე ალკოჰოლის, შაქრისა და ცომეულის გარეშე. მოკლე დროში შესაძლებელია ბრწყინვალე შედეგს მიაღწიოთ. მაგრამ ახალგაზრდობაში მე უფრო დისციპლინირებული ვიყავი სპორტისა და კვების საკითხში. ალბათ მე ეხლა გავაცნობიერე, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა იმსიათვის, რომ უარი ვთქვათ პატარ პატარა სიამოვნებებზე."
ჯულიანა მური




48. "გაფანტეთ პარფიუმი ძვლების ჩატეხილობებსა და კისრის უკანა ჩაღრმავებებს შორის. მისი დასხმა მაჯის ძირში კი არასწორია. ტანისამოსთან და აქსესუარებთან შეხამებისას კომპოზიციები იცვლება, თვითონ სურნელიც მალევე ქრება."
ჟან კლოდ ელენა, პარფიუმერი


49. "არ შეინარჩუნოთ წლობით ერთი და იგივე სტილი. სცადეთ ახალი საშუალებები, ელფერი და ტონალობები. ეს ნაკლები რისკია, ვიდრე თმების შეჭრა. შეიცვალეთ და შეამჩნევთ, რომ სამყაროც შეიცვლება თქვენს გარშემო."
ოლივია ოშედმეზონი, ვიზაჟისტი




50. "აბაზანის გელს ვუმატებ დაფქულ ყავას. გამოდის არაჩვეულებრივი მატონიზირებელი სკრაბი."
ჰოლი ბერი


51. "ჩემს კოსმეტიკაში მთავარი ნივთია პინცეტი წამწამების დასახვევად. მისი დახმარებით ყოველდღიურ ცხოვრებაში მე აღარ ვიყენებ ტუშს. უბრალოდ ხანდახან ვისმევ სულ მცირედ დასაბოლოვებლად."
ჯესიკა ალბა


52. "მე მგრძნობიარე კანი მაქვს. ამიტომაც მე ხშირად ვიყენებ საბავშვო საშუალებებს. განსაკუთრებით თუ საქმე ეხება მზისგან დამცავ საშუალებებს. მათ გაცილებით ფრთხილი შემადგენლობა აქვთ."
შაკირა




53. "მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ მე ვჯდები მარტივ დიეტაზე: მივირთმევ მხოლოდ არატკბილ პროდუქტს, ვსვამ მწვანე ჩაის, ბოსტნეულის წვენებს და წყალს. ასეთი დიეტა გადაიზრდება საოცარ გარეგნობასა და განწყობაში."
სელმა ჰაიეკი


54. "თუ თქვენ წარუმატებლად შეიღებეთ თმა და ფერი არ გამოვიდა ისეთი, როგორიც გსურდათ, გამშრალ ნაწილზე დაიდეთ საბავშვო შამპუნი, დაიფარეთ აბაზანის ქუდი და გაათბეთ ფენით. შემდეგ დაიბანეთ თავი და დაიდეთ მკვებავი ნიღაბი."
კრისტოფ რობინი, ვარსკვლავთა კოლორიტი




55. "ხანდახან, სახლის პირობებში ვახდენ სახის დატენიანებას. ვურევ ცოტაოდენ რძეს წყალში და ვასხავ პულივიზატორში/ბოთლში გახვრეტილი თავსახურით."
სინდი კროუფორდი


56. "მე დიდი ხანია შევნიშნე: რაც უფრო ნაკლებია სექსი, მით უფრო ცუდ ტონუსშია ჩემი სხეული. რაც უფრო მეტი სექსია, მით უფრო კარგად გამოიყურება ხელები და მუცელი."
მირანდა ქერი




57. "მე რეგულარულად ვსტუმრობ სოლარიუმს, მაგრამ კაბინაში მხოლოდ რამდენიმე წუთს ვატარებ. ასეთი მოკლე "შევარდნები" კარგი დატენვის საშუალება კანისათვის. ულტრასხივები იმ პროტეინების აქტივიზაციას ახდენს, რომლებიც ორგანიზმის დამცავ ფუნქციას ამაგრებენ."
უმა თურმანი




58. "პილინგის ან სკრაბის მაგივრად სახისთვის ვიყენებ მშრალ რძეს. ის ბრწყინვალედ ასუფთავებს კანს და ამავდროულად არ ახდენს მის ტრავმირებას."
კამერონ დიასი


59. "ტუჩის ფანქრის მაგივრად, ტუჩის საცხი რომ არ გაიქარწყლოს და კონტური უფრო მკაცრი ჩანდეს, იხმარეთ კორექტორი."
კარიმ რახმანი, ვიზაჟისტი


60. "ერთხელ ხელთ არ მქონდა ლაინერი და ხაზები შავი ფლომასტერით დავიხატე. კარგი შეცვლაა, მაგრამ არ ღირს მისი ხშირი გამოყენება."
ტეილორ სვიფტი




61. "დედაჩემმა სამი სილამაზის წესი მასწავლა: დალიო მეტი წყალი, არასდროს არ მოწიო და მთავარი არ გაიღვიძო მაღვიძარას წყალობით."
სკარლეტ იოჰანსონი


62. "ჩაიწერეთ ჩემი საფირმო რეცეპტი კანის ბრწყინვალებისათვის: დააქუცმაცეთ ასპირინის აბი და შეურიეთ ერთ კოვზ თაფლს. თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ დაამატეთ ზეითუნის ზეთი. თუ თაფლი ძალიან სქელია, დაამატეთ წყალი. დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთი."
შელი ბარეტი, ვიზაჟისტი


63. "ხანდახან მე ვიკეთებ საშინაო ნიღაბს ვაშლის პიურესა და თაფლისგან. კანი ხდება გლუვი, ხოლო ფერი ცოცხალი."
შანელ იმანი




64. "მაკიაჟს ვიშორებ ვარდის ან ჟოჟობას ნატურალური ზეთით. მას იპოვნით ნებისმიერ აფთიაქში, არ ღირს ძვირი და შეუდარებლად ამაგრებს წამწამებს."
კაროლინა კურკოვა


65. "წაისვით პუდრა ყვრიმალებზე ტონალურ კრემამდე, ის საოცრად ბუნებრივი გამოჩნდება."
ჯეიმს ვინსენტი, ვიზაჟისტი


66. "ორსულობის დროს რომ არ წარმომქნოდა დაჭიმულობები, მუცელზე ვიზელდი კრემს ხიზილალას ექსტრაქტით."
ანჯელინა ჯოლი





Category: Fashion / Take Care / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top