;

10 March 2015      Ancho.     Views 8647    
Category: Fashion, Take Care, Stars



სილამაზის 100 რჩევა
ცნობილი ადამიანებისგან
ნაწილი I


მსახიობები, მომღერლები, მოდელები და აგრეთვე, მათი ვიზაჟისტები, დიეტოლოგები და კოსმეტოლოგები სილამაზის საიდუმლოებებს გვიზიარებენ. უკანასკნელი წლების განმავლობაში მოდურმა ჟურნალებმა შეკრიბეს ყველაზე საინტერესო, ორიგინალური და ეფექტური beauty-რეკომენდაციები ცნობილი ადამიანებისა და მათი დამხმარეებისგან-მაკიაჟის, სტილისა და დიეტის გურუებისაგან.

სილამაზის 100 რჩევა
იხილეთ ნაწილი II




1. "დედაჩემი ამბობდა: "დაბერდი ლამაზად და მოუარე ხელებს. ისინი პირველები გასცემენ ასაკს." ნორვეგიელმა მსახიობმა ლივ ულმანმა კი ერთხელ თქვა: "ყოველთვის იყავი შეყვარებულის მდგომარეობაში. ეს დაგეხმარება შეინარჩუნო სილამაზე". მე კი დავამატებ: დარჩთ ის ვინც ხართ, არასოდეს ეცადოთ გახდეს ვინმეს მსგავსი".
ქეით ბლანშეტი




2. "იმისათვის, რომ ტუჩის საცხი დიდხანს შენარჩუნდეს, საჭიროა ტუჩს კანის რეგულარული გაჩოთქვა. მე ცალკე მაქვს კბილის ჯაგრისი ამისათვის. მარტივი პროცედურისათვის ასევე გამოდგება ყავისფერი შაქარი ან თბილი წყლით გაჟღენთილი ღრუბელი, რომლის შემდეგაც აუცილებელია ბალზამის მკვრივი ფენის დადება ტუჩზე."
ჯორჯია მეი ჯაგერი, მოდელი


3. "თუ თქვენ გსურთ თვალის ჩრდილი გამოკვეთოთ, აი ჩემი რჩევა: მწვანე თვალებისთვის იდეალურია ბორდოსფერი, მოწითალო-მოყავისფრო და ვარდისფერი ჩრდილები. ცისფერი თვალები გამოკვეთეთ ნარინჯისფერ-ყავისფერი და ბრინჯაოსფერი ჩრდილებით. ყავისფერი თვალებისთვის აირჩიეთ იისფერი, მუქი ნაცრისფერი და ლურჯი ფანქარი".
უილ მალერბი, Smashboх-ის მთავარი ვიზაჟისტი




4. "პეტ მაკგრატმა, რომელთან ერთადაც ვმუშაობდით Dolce & Gabbana-ს ყველა სარეკლამო კამპანიაზე, მასწავლა კორექტორის Perfect Finish-ის გამოყენება, როგორც საუკუნის მაკიაჟის ძირითადი ახასიათებლის. მასთან ყველა ჩრდილი გასაოცარი ხდება. თუ მას თვალის ქვეშ გავისვამთ,მზერა ცოცხალი და ღია გახდება. კიდევ მინიმუმ კვირაში ერთხელ მე გულმოდგინედ ვრეცხავ ყველა ჩემს ფუნჯს და ღრუბელს. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ კანისათვის რამდენი საშიში ბაქტერია გროვდება მასზე."
სკარლეტ იოჰანსონი


5. "სილამაზის ბევრი გასაოცარი რეცეპტი არსებობს, რომლის შესრულებაც სამზარეულოდან გასვლის გარეშეც შეგიძლიათ. საშინაო სილამაზის საშუალებებში შედის მარილი, ქოქოსი, ზეითუნის ზეთი, დარიჩინი და ლიმონი. არომატული მარილი შეიძლება გამოიყენოთ აბაზანისათვის, თეთრი თიხა კი განმწმენდი ნიღბისთვის."
ანჟელა ლინდვანი, მოდელი


6. "იმისათვის, რომ მოარჯულო უსწორმასწორო თმები, ვარცხნილბით დამძიმების გარეშე, დაიდეთ ცოტაოდენი თმის ლაქი პუდრის ფუნჯზე და წაისვით ის თავის წვერზე (ქოჩორზე)."
ლეიტონ მისტერი




7. "ღია, პასტელური ფერების ტუჩსაცხი არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ მკვრივ ფენად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ტუჩები გექნებათ მკვდრის მსგავსად. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების ღია ფერებით. ყოველ შემთხვევაში ძირითადი ელფერის მაღლა თეთრი ან ხორცისფერი ჩრდილები გამოიყენოთ და ამ მეთოდით გაანეიტრალოთ ფერი."
ტომ პეშო, ვიზაჟისტი


8. "მთავარი makeup-საიდუმლო ძალიან მარტივია: საჭიროა ვისწავლოთ პრაიმერის და კორექტორის გამოყენება. პრემიერი სახის ნაცრისფერი ფერის გაუმჯობესებას ახდენს, რომელიც სახეს დაღლილის შეხედულებას აძლევს. ხოლო კორექტორი სახეს მბრწყინავს ხდის. ყველაზე დიდი სირთულეა იპოვნო ჩრდილების სწორი კომბინაცია. თუ თქვენ ფერმკრთალი სახე გაქვთ, გამოიყენეთ ვარდისფერი კორექტორი. თუ თქვენი კანის ფერი უფრო მუქია, თქვენ ატმისფერი ელფერი გამოგადგებათ. გამოიყენეთ ის არამარტო თვალების ქვეშ, არამედ ცხვირის წვერზეც."
ბობი ბრაუნი, ვიზაჟისტი




9. "მე არ დავდივარ ფიტნესზე, ამის დრო არ მაქვს. მე არ მესმის რატომ უნდა ვიხადო ტანჯვის გამო. აჯობებს 10 კილომეტრი გავიარო ფეხით პარიზში."
ინეს დე ლა ფრესანჟი, მოდელი


10. "ღამით, თმაზე ვისმევ ქოქოსის ზეთს. მზეში ყოფნის შემდეგ, ის არაჩვეულებრივად აყენებს მას. საერთოდ, ქოქოსის ზეთი შეუცვლელი საშუალებაა შვებულებაში. ის შესაძლებელია გაანაწილო მთელ ტანზე და შემდეგ ფრთხილად დაიფარეთ კანი ქვიშით. ამ ნარევის ჩამობანას გირჩევთ პირდაპირ ზღვაში. კანი ხდება რბილი და ნაზი, როგორც აბრეშუმი."
დოუთზენ კრუზი




11. "ვგიჟდები "ზერელე" ვარცხნილობაზე, სტილში "სანაპიროდან მოვდივარ". იმისათვის, რომ მივაღწიო ასეთ ეფექტს ღამით თმაზე ვისმევ თმის მოვლის კრემს, რომელიც არ ჩამოიბანება და ვიხურავ აბაზანის ქუდს (რა თქმა უნდა ეს სექსუალური არ არის, მაგრამ რას იზავ?). დილით ვიშრობ და მთელი დღე ჩემი თმა არაჩვეულებრივად დგას."
ევა მენდესი


12. "ყველას ვურჩევ დიდი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე. მე ზამთარშიც კი შეღებულ ფანჯარაში მძინავს. კონდიციონერებისა და გამათბობლებისგან კანი მშრალი ხდება. ასევე ყველას ვურჩევ ტკბილი ნუშის ორგანულ ზეთს. მე მას ვიყენებდი ორსულობის დროს და არანაირი დაჭიმულობა არ შეინიშნებოდა ჩემ კანზე. ის ძალიან არომატულია და შესაძლებელია დაამატოთ აბაზანაში."
ელიზაბეტ ჰერლი, მსახიობი




13. "სახის მოვლისათვის მე ან სპეციალურ სააფთიქო საშუალებებს ვიყენებ, რომელსაც მე ჩემი დერმატოლოგი მიწერს, ან ოპუნციის თესლების ზეთს-კაქტუსს, რომელიც მხოლოდ ხმელთაშუაზღვისპირეთში იზრდება. მას მე კორსიკიდან მიგზავნის მეგობარი."
ლეტიცია კასტა


14. "ტონალური კრემისა, და პუდრის გამოყენების შემდეგ, მე კანზე ვისმევ გამჭვირვალე პუდრას, შემდეგ ვიშხეფებ ვარდისფერ წყალს და ვიმშრალებ სალფეთქით. კანი გამოიყურება შესანიშნავად და ბუნებრივად."
ლივ ტაილერი




15. "ყველაზე მთავარი სილამაზის წესი არის იყო ბედნიერი. აგრეთვე, მნიშვნელოვანია დალიო ბევრი წყალი და გეძინოს კარგად."
ალიშა ქისი


16. "როდესაც კრემს ისმევთ, არ გაითხაპნოთ ის სახეზე, კარგად შეიზილეთ-ძლიერი მასაჟური მოძრაობებით რამდენიმე წუთის განმავლობაში. კანის დაზიანების არ შეგეშინდეთ. ეს არანაირად არ მოხდება."
ანასტასია ახილეოსი, კოსმეტოლოგი


17. "არ შემიძლია გავძლო სველი სალფეტქების გარეშე. იმის მაგივრად, რომ კანი დავაშრო პუდრის რამდენიმე ფენის დადებით, სჯობს ზედმეტი ცხიმი მოვიშორო მისი წყალობით. ყოველთვის ვყიდულობ იაფ სალფეთქებს, რა აზრი აქვს ჩვეულებრივ დახატულ ფურცლებში დიდი თანხა გადაიხადო?"
ჰაიდი კლუმი


18. "პრემიერს Potion Primer მე წარბებქვეშ ვისმევ, მოძრავ ქუთუთოზე და ოდნავ დაბლაც, იმსიათვის რომ დავაფიქსირო ფანქარი. და ასევე ანთებაზეც, დღის განმავლობაში რომ არ წითლდებოდეს".
ვენდი ზომნირი, Urban Decay-ის დამფუძნებელი




19. "იმისათვის, რომ კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, დაარეგულირეთ ცხიმის მიღება. ისინი ხომ ხელს უწყობენ ოქსიდაციურ პროცესებს ორგანიზმში. შეხედეთ იაპონელებს: მათი მარაიული ახალგაზრდობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მათ რაციონში ბევრი ყველიანი საკვებია და თითქმის არ გვხვდება ცხიმიანი საკვები."
სეტა კოიტი, Wamiles-ის დირექტორი


20. "ვგიჟდები თმის ძირების ზეთზე. თუ ძირები მშრალია, თმები კი აგრძელებენ გაზრდას, მაგრამ მომენტალურად ზიანდებიან."
ოლგა კურილენკო


21. "ქალი გამოიყურება ბრწყინვალედ, როდესაც იღიმის. ღიმილის შემდეგ, სილამაზის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კანის დატენიანება."
ბიონსე


22. "იმისათვის, რომ წამწამები წარბებამდე აიზიდნონ, პინცეტის გამოყენების მაგივრად, მიუშვირეთ ფენი რამდენიმე წამის განმავლობაში."
აილა ფიშერი, მსახიობი


23. "გაგეცინებათ, მაგრამ უფერო ბალზამს ვიყენებ არამარტო ტუჩებისთვის, არამედ ქუთუთოებისთვისაც. მზერა ანგელოზური ხდება."
ფრიდა პინტუ, მსახიობი


29. "რჩევა ცხიმიანი კანის მქონეთათვის. თუ პრემიერი არ გაქვთ,ტონალური კრემის ქვეშ წაისვით ცოტაოდენი სიმინდის სახამებელი."
ნაომი უოთსის ვიზაჟისტი




24. "ტუჩის ნატურალური ვარდისფერი ფერის მიღწევას წითელი ტუჩსაცხით ვახერხებ. ვიღებავ ტუჩებს და შემდეგ ფერს ვაფერმკრთალებ მშრალი სალფეთქით. ამის შემდეგ ვისმევ ნათელ ბლესკს."
ჰოლი ბერი


25. "თმის კონდიციონერის მაგივრად, ზეთისხილისა და ავოკადოს ზეთის მიქსს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ ის თავის კანზე, თორემ ის ჭუჭყიანი გამოჩნდება."
დენის რიჩარდსი, მსახიობი


26. "თვალების სცენურ მაკიაჟს მე ვიშლი ქსოვილის სკოჩით. ის ყველაზე უკეთ უმკლავდება სახეზე დაყრილ ბრჭყვიალა ნამცეცებს."
ლეიდი გაგა




27. "დარიჩინის ზეთის რამდენიმე წვეთი, რომელსაც ბალზამში ან საყვარელ ბლესკში დაამატებთ, მოცულობას და მგრძნობელობას მოგანიჭებთ."
ლიზა რინა, წამყვანი


28. "მივემართები აბაზანისკენ და ერთი ჭიქა ღვინო მიმაქვს. მაგრამ იმსიათვის არა რომ დავლიო. მე მას წყალში ვასხავ. მასში შემავალი მჟავა არაჩვეულებრივად უხდება კანს."
ტერი ჰეტჩერი


30. "იმისათვის, რომ გავაქროთ სახიდან დაღლილობის კვალი, წყლის ნიჟარას ვავსებ ყინულის წყლით, ვაჭრი მასში კიტრს, ვხუჭავ თვალებს და სახეს ვდებ მასში.ეს ნამდვილი შველაა, გიჟური ღამის შემდეგ."
ქეით მოსი


31. " დღე არ გავა ვიტამინები რომ არ მივიღო, ბიოლოგიურ დანამატებს საკმაოდ სერიოზულად ვუდგები. სისხლის ანალიზის შედეგებს ექიმთან ერთად ვარჩევ, რომ გავიგო ჩემს ორგანიზმს რა აკლია. როგორც წესი, ბევრ თევზის ცხიმს მინიშნავენ."
გვინეტ პელტროუ




32. "მოგზაურობაში 3 კილო სიმძიმეები და გასახდომი ლენტები მიმაქვს, როდესაც ტრენაჟორების დარბაზში წასვლა მეზარება, ნომერში ვვარჯიშობ 15 წუთი მაინც."
კარლი კლოსი


33. "ბევრი დიეტა არსებობს რომელიც ერთ პროდუქტზეა დაფუძნებული- ხორცი, ყველი ან შოკოლადი. ეს ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის. კვება აუცილებელია მრავალფეროვნად. უბრალოდ ტკბილი და ცომეული მინიმუმამდე უნდა დაიყვანო."
ანრი შენო, დიეტოლოგი




Category: Fashion, Take Care, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top