7 March 2015      Ancho.     Views 10 163    
Category: Fashion / Films, Movies



ბროლის ქოშები
"კონკიას" ფეხსაცმელების კოლექცია ცნობილი დიზაინერებისგან

Disney-მ გადაწყვიტა ყველაზე ცნობილი ზღაპრის საკუთარი ვერსია წარმოედგინა და ახალი ეკრანიზაციის გამოსვლის წინ ცნობილმა დიზაინერებმა კონკიას ბროლის ფეხსაცმლის თავისებური ვარიანტები შექმნეს. ჯიმი ჩუ, კრისტიან ლუბუატინი, მანოლო ბლანჰიკი, სტიუარტ ვეიტზმენი, სალვატორ ფერაგამო, შარლოტ ოლიმპია, ჯერომ რუსო, ნიკოლას კირკვუდი, პოლ ენდრიუ, რენე კაოვილა, ალექსანდ ბირმენი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 12 მარტს შედგება!



ბროლის ფეხსაცმელი ახალი ზღაპრისათვის "კონკია" (Cinderella) მხატვარ სენდი პოუვოლის (Sandy Powell) ესკიზების მიხედვით გაკეთდა სვაროვსკის მიერ. ისინი იმდენად ზღაპრულად და ჯადოქრულად გამოიყურება, რომ რჩება შთაბეჭდილება მისი მეშვეობით აუცილებლად რაღაც განსაკუთრებული მოხდება.

ფილმის გამოსვლამდე ფეხსაცმლის საუკეთესო მწარმოებელმა ბრენდებმა შთაგონება მიიღეს "ბროლის ქოშის" თემაზე და საკუთარი ვარიანტებიც წარადგინეს. ფეხსაცმელები ყველა გოგონასთვის გახდა ჯადოსნური და სასწაულებრივი ამბების წინაპირობა.




მანოლო ბლანჰიკი


შარლოტ ოლიმპია

ალექსანდერ ბირმენი

სალვატორ ფერაგამო

კრისტიან ლუბუატინო

ჯერომ რუსო

ჯიმი ჩუ

ნიკოლას კირკვუდი

პოლ ენდრიუ

სტიუარტ ვეიტზმანი



"ნებისმიერი გოგონა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ოცნებობს თავი კონკიად იგრძნოს. ეს ზღაპარი აღვივებს სიყვარულს ფეხსაცმელებისადმი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მოზრდილ ასაკშიც კი ვგრძნობთ იმ ჯადოსნურ გარდასახვას, რომელმაც შეგვძრა ბავშვობაში. მე ვისურვებდი შემექმნა მართლაც ჯადოსნური ფეხსაცმლის წყვილი, მომხიბვლელი ქალის კლასიკურ სილუეტთან, რომელიც შეძლებს გააღვიძონ ის ღრმა ბავშვობის ემოციები"
სანდრა ჩუ, ჯიმი ჩუს(Jimmy Choo) კრეატიული დირექტორი.









დაგეგმილია გამოფენები, სადაც საზოგადოება გამოცდის მართლაც შესაძლებელია თუ არა ბროლის ქოშებით ცეკვა. მანამდე კი დაველოდოთ ფილმის გამოსვლას და შევეგებოთ იმ ტენდეციებს, რომელთა განვითარებასაც დისნეის ჩანაფიქრმა შეუწყო ხელი.



Category: Fashion / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top