5 March 2015      • Angel M •     Views 2 857    
Category: Fashion / Fun, Interesting

1930-იანი წლების აქსესუარები:
სამკაულები, ქუდები, ფეხსაცმელი & ხელთათმანები

დიდი დეპრესიის პერიოდში, 1930 წელს, ქალბატონებს მაინცდამაინც არ უადვილდებოდათ ახალი
სამოსის შეძენა. ამის მიუხედავად, ისინი სულ ცდილობდნენ გლამურულობა არ დაეკარგათ. ამაში კი
სხვადასხვა სამკაულები ეხმარებოდათ. ფეხსაცმლის მშვენიერი წყვილით, ან ახალი ქუდით, მათი ლუქი სულ
სხვაგვარად მდიდრდებოდა. ქალბატონები შთაგონებას ფილმებში ნანახი კადრებიდან იღებდნენ. კეროლ
ლომბარდმა, ჯოან კროუფორდმა ან თუნდაც ჯინ ჰარლოუმ დიდი წვლილი შეიტანეს ჩვეულებრივი
ქალბატონების გარდერობების ჩამოყალიბებასა და გამდიდრებაში. გადავხედოთ ამ აქსესუარებს.



1930-იანების ქუდი



20-იანებში დამკვირებული ქუდი 1933 წლამდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ
დეკადის გასვლის შემდეგ, უპირატესობა უფრო ასიმეტრიულ, კაცის სტილით შთაგონებულ
ქუდებს მიენიჭა უპირატესობა. "მოხრილი ქუდი" (დღეისათვის ცნობილია, როგორც 'პანამა')
ძალიან ცნობილი იყო 30-იანების პერიოდში. ამ ქუდებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა
ქალების ლუქებში.


1930-იანების ფეხსაცმლის სტილი ქალბატონებისთვის



დიდი დეპრესიის პერიოდში, ქალის ფეხსაცმლის ქუსლი გახდა უფრო დაბალი და განიერი.
ქუსლის ზომა 1,5სმ-დან 2,5სმ-მდე მერყეობდა. 'ოქსფორდები' ქალებში ძალიან პოპულარული
იყო. 30-იანების ფეხსაცმელი სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ მათში ჭარბობდა დეკორატიული
ელემენტები. ზოგიერთი მათგანი დაჭრილი, ხოლო ზოგი ორ ტონში იყო გადაწყვეტილი.

ხელთათმანები - დღისა და საღამოს განმავლობაში



1930-იან წლებში უამრავი ქალი ატარებდა ხელთათმანებს. დღის განმავლობაში მოკლე
ხელთათმანს ატარებდნენ(მხოლოს მაჯის სიგრძის). საღამოს კი იდაყვის სიგრძისას
ანიჭებდნენ უპირატესობას. ხელთათმანის ჩანთასთან ან ფეხსაცმელთან შეუგება,
ძალიან გემოვნებიანად ითვლებოდა.

სამკაულები



1930-იან წლებში მოდაში შემოვიდა სამკაულები, რომლებიც თავისუფალი იყო და
არც ისე ძვირი ღირდა. მათ დამკვიდრებას კოკო შანელსაც მიაწერენ. მართალია ძველი
დროიდან ძალიან ძვირფასი სამკაულები ისევ იყო შემორჩენილი, მაგრამ რაც დრო
გადიოდა, უბრალო სამკაულები იმკვიდრებდა თავს. ხაზი გასმული იყო ფერზე,
დიდ და მუქ თვლებზე. ეს ყველაფერი სულ მალე ტრენდად იქცა.

1930-იანი წლების აქსესუარებით შექმნილი თანამედროვე ლუქი:




Category: Fashion / Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top